მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598641.
ველურ გარემოში | თავი 4
მიზნის მიღწევის შემდეგ მაკ-კენდლესმა ტემპი შეანელა და ახლა უფრო მეტ დროს მჭვრეტელობას უთმობდა.
Having reached his destination, McCandless slowed his pace, and his mood became more contemplative.
598642.
ველურ გარემოში | თავი 4
გადაიღო ტარანტულის, მოსაწყენი დაისების, ქარებით ფორმაცვლილი დიუნების, გრძელი და მოტიტვლებული სანაპიროს მრუდის ფოტოები.
He took photographs of a tarantula, plaintive sunsets, windswept dunes, the long curve of empty coastline.
598643.
ველურ გარემოში | თავი 4
დღიურში ჩანაწერები მოკლე და ზედაპირულია.
The journal entries become short and perfunctory.
598644.
ველურ გარემოში | თავი 4
მთელი მომდევნო თვის მოვლენები სულ რაღაც ასიოდე სიტყვაშია ჩატეული.
He wrote fewer than a hundred words over the month that followed.
598645.
ველურ გარემოში | თავი 4
14 დეკემბერს, ნიჩბების ტრიალისგან დაღლილმა, კანოე ნაპირზე აათრია, ქვიშაქვის კლდეზე აძვრა და უდაბურ პლატოზე დაბანაკდა.
On December 14, weary of paddling, he hauled the canoe far up the beach, climbed a sandstone bluff, and set up camp on the edge of a desolate plateau.
598646.
ველურ გარემოში | თავი 4
ათი დღე დარჩა, ვიდრე ძლიერმა ქარმა არ აიძულა, თავი შეეფარებინა კლდის ციცაბო კალთის შუაგულში მდებარე მღვიმისთვის, სადაც კიდევ ათ დღეს დარჩა.
He stayed there for ten days, until high winds forced him to seek refuge in a cave midway up the precipitous face of the bluff, where he remained for another ten days.
598647.
ველურ გარემოში | თავი 4
ახალ წელს შეხვდა სავსე მთვარის ჭვრეტით, რომელმაც გაანათა გრან დეზიერტო ანუ დიდი უდაბნო – ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე ფართო ქვიშის უდაბნო.
He greeted the new year by observing the full moon as it rose over the Gran Desierto—the Great Desert: the largest expanse of pure sand desert in North America.
598648.
ველურ გარემოში | თავი 4
მომდევნო დღეს კანოეთი ცურვა გააგრძელა უნაყოფო სანაპიროს გასწვრივ.
A day later he resumed paddling down the barren shore.
598649.
ველურ გარემოში | თავი 4
1990 წლის 11 იანვრის ჩანაწერი დღიურში ასე იწყება: „ძალიან საბედისწერო დღეა“.
His journal entry for January 11, 1991, begins “A very fateful day.”
598650.
ველურ გარემოში | თავი 4
სამხრეთისკენ გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კანოე ნაპირზე აიტანა, რომ მძლავრ მიქცევა-მოქცევას დაჰკვირვებოდა.
After traveling some distance south, he beached the canoe on a sandbar far from shore to observe the powerful tides.
598651.
ველურ გარემოში | თავი 4
ერთი საათის შემდეგ უდაბნოდან ძლიერმა ქარმა დაუბერა და ქარმა და დინებამ ზღვაში გაიტაცა.
An hour later violent gusts started blowing down from the desert, and the wind and tidal rips carried him out to sea.
598652.
ველურ გარემოში | თავი 4
თეთრად აქაფებული წყლის ზვირთები მის გარშემო ნამდვილ ქაოსად იქცა და ყოველ წამს ემუქრებოდა პაწაწინა კანოეს.
The water by this time was a chaos of whitecaps that threatened to swamp and capsize his tiny craft.
598653.
ველურ გარემოში | თავი 4
ქარი ქარიშხალმა შეცვალა.
The wind increased to gale force.
598654.
ველურ გარემოში | თავი 4
პატარა ტალღები უზარმაზარ ზვირთებად იქცა.
The whitecaps grew into high, breaking waves.
598655.
ველურ გარემოში | თავი 4
დღიურში ვკითხულობთ: სასოწარკვეთილი ყვირის და კანოეს ნიჩბით უბრახუნებს.
“In great frustration,” the journal reads, he screams and beats canoe with oar.
598656.
ველურ გარემოში | თავი 4
ნიჩაბი ტყდება.
The oar breaks.
598657.
ველურ გარემოში | თავი 4
ალექსს სათადარიგო ნიჩაბიც აქვს.
Alex has one spare oar.
598658.
ველურ გარემოში | თავი 4
თავი ხელში აიყვანა.
He calms himself.
598659.
ველურ გარემოში | თავი 4
ბოლოს, ძალების უკიდურესი დაძაბვით, წყევლა-კრულვით მოახერხა მეჩეჩზე ნავის გაყვანა და ღონეგამოცლილი ქვიშიან ნაპირზე გაიშხლართა.
Finally through extreme effort and much cursing he manages to beach canoe on jetty and collapses exhausted on sand.
598660.
ველურ გარემოში | თავი 4
ამ ინციდენტმა ალეგზანდერი დაარწმუნა, რომ კანოე უნდა მიეტოვებინა და ჩრდილოეთით დაბრუნებულიყო.
This incident led Alexander to decide to abandon canoe and return north.