მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598761.
ველურ გარემოში | თავი 5
მაკ-კენდლესს არ გაუთვალისწინებია, რომ თავად ლონდონმა ჩრდილოეთში მხოლოდ ერთი ზამთარი გაატარა და გარდაიცვალა კალიფორნიაში მდებარე საკუთარ სახლში ორმოცი წლისა, გალოთებული, ჭარბწონიანი და შესაბრალისი, რომლის მჯდომარე ცხოვრებას არაფერი აკავშირებდა ნაწარმოებებით გამოხატულ იდეალებთან.
McCandless conveniently overlooked the fact that London himself had spent just a single winter in the North and that he’d died by his own hand on his California estate at the age of forty, a fatuous drunk, obese and pathetic, maintaining a sedentary existence that bore scant resemblance to the ideals he espoused in print.
598762.
ველურ გარემოში | თავი 5
ნილანდის ფილების ბინადართა შორის იყო ჩვიდმეტი წლის ტრეისი, რომელსაც მაკ-კენდლესი მისი ერთკვირიანი ვიზიტისას შეუყვარდა.
Among the residents of the Niland Slabs was a seventeen-year-old named Tracy, and she fell in love with McCandless during his week-long visit.
598763.
ველურ გარემოში | თავი 5
– საყვარელი ვინმე იყო, – ამბობს ბურსი, – მაწანწალების წყვილის ქალიშვილი, ჩვენგან ოთხი მანქანის იქით იყვნენ გაჩერებული.
“She was this sweet little thing,” says Burres, “the daughter of a couple of tramps who parked their rig four vehicles down from us.
598764.
ველურ გარემოში | თავი 5
საბრალო ტრეისი მაკ-კენდლესზე ყურებამდე იყო შეყვარებული.
And poor Tracy developed a hopeless crush on Alex.
598765.
ველურ გარემოში | თავი 5
მთელი ის დრო, ვიდრე ის ნილანდში იმყოფებოდა, თვალს არ აცილებდა და გაუთავებლად მთხოვდა, ალექსი მასთან შეხვედრაზე დამეყოლიებინა.
The whole time he was in Niland, she hung around making goo-goo eyes at him, bugging me to convince him to go on walks with her.
598766.
ველურ გარემოში | თავი 5
ალექსი კარგად ექცეოდა, მაგრამ გოგონა, მისი აზრით, მეტისმეტად პატარა იყო.
Alex was nice to her, but she was too young for him.
598767.
ველურ გარემოში | თავი 5
სერიოზულად არ აღიქვამდა.
He couldn’t take her seriously.
598768.
ველურ გარემოში | თავი 5
სავარაუდოდ, ტრეისის ამან გული დასწყვიტა, დაახლოებით ერთი კვირით.
Probably left her brokenhearted for a whole week at least.
598769.
ველურ გარემოში | თავი 5
მართალია, მაკ-კენდლესმა ტრეისის სიყვარული უარყო, მაგრამ ბურსი როგორც აღნიშნავს, ის განდეგილად არ ქცეულა.
Even though McCandless rebuffed Tracy’s advances, Burres makes it clear that he was no recluse:
598770.
ველურ გარემოში | თავი 5
დროდადრო მარტო დარჩენა ესაჭიროებოდა, მაგრამ განდეგილი არასოდეს ყოფილა.
He needed his solitude at times, but he wasn’t a hermit.
598771.
ველურ გარემოში | თავი 5
ზოგჯერ ასე მგონია, ბევრ ადამიანთან ურთიერთობით თითქოს მარაგს იღებდა იმ პერიოდისთვის, როდესაც მარტო იქნებოდა.
Sometimes I think it was like he was storing up company for the times when he knew nobody would be around.
598772.
ველურ გარემოში | თავი 5
მაკ-კენდლესი განსაკუთრებული ყურადღებით ექცეოდა ბურსს, ხელიდან არ უშვებდა მოსიყვარულებისა და გახუმრების შემთხვევას.
McCandless was especially attentive to Burres, flirting and clowning with her at every opportunity.
598773.
ველურ გარემოში | თავი 5
– მოსწონდა, როცა ხუმრობით მაბრაზებდა და დამცინოდა, – იხსენებს ის.
“He liked to tease me and torment me,” she recalls.
598774.
ველურ გარემოში | თავი 5
– სარეცხის გასაფენად ტრაილერის უკან მივდიოდი, და მთელ სამოსზე სარეცხის სარჭებს დამიმაგრებდა ხოლმე.
I’d go out back to hang clothes on the line behind the trailer, and he’d attach clothespins all over me.
598775.
ველურ გარემოში | თავი 5
პატარა ბავშვივით ცელქობდა.
He was playful, like a little kid.
598776.
ველურ გარემოში | თავი 5
ლეკვები მყავდა, სარეცხის კალათს გადააფარებდა და უყურებდა, როგორ წკავწკავებდნენ და როგორ ცდილობდნენ კალათიდან ამოძრომას.
I had puppies, and he was always putting them under laundry baskets to watch them bounce around and yelp.
598777.
ველურ გარემოში | თავი 5
ეს იქამდე გრძელდებოდა, სანამ მოთმინებადაკარგული არ ვიყვირებდი.
He’d do it till I’d get mad and have to yell at him to stop.
598778.
ველურ გარემოში | თავი 5
თუმცა ძაღლებთან ყოველთვის გულკეთილი იყო.
But in truth he was real good with the dogs.
598779.
ველურ გარემოში | თავი 5
ალექსმა იცოდა, როგორ უნდა მოჰქცეოდა ცხოველებს.
Alex just had a way with animals.
598780.
ველურ გარემოში | თავი 5
ერთ ნაშუადღევს, როდესაც მაკ-კენდლესი ნილან დის მეორეული ნივთების ბაზრობაზე წიგნების დახლთან იჯდა, ვიღაცამ ბურსს გასაყიდად დაუტოვა პორტატიული ელექტროორგანი.
One afternoon while McCandless was tending the book table at the Niland swap meet, somebody left a portable electric organ with Burres to sell on consignment.