მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598821.
ველურ გარემოში | თავი 6
თუ დაგრჩათ ჟურნალის აღნიშნული ეგზემპლარი, გთხოვთ, მომწეროთ მისი ღირებულება...
If you have a copy of that magazine please send me the cost of that….
598822.
ველურ გარემოში | თავი 6
როგორც მივხვდი, ის მძიმედ დაიჭრა.
I understand he was hurt.
598823.
ველურ გარემოში | თავი 6
მაინტერესებს, ეს როგორ მოხდა, იმიტომ რომ მას ზურგჩანთით მუდამ თან დაჰქონდა საკმარისი რაოდენობის ბრინჯი + ჰქონდა თბილი ტანსაცმელი + ფული თავზე საყრელად.
If so I would like to know how he was injured, for he always carried enough rice in his backpack + he had arctic clothes + plenty of money.
598824.
ველურ გარემოში | თავი 6
პატივისცემით, ძალიან გთხოვთ, ნუ გაამხელთ ამ ფაქტებს, ვიდრე მეტს არ შევიტყობ მისი სიკვდილის შესახებ.
SINCERELY, Please do not make these facts available to anybody till I know more about his death.
598825.
ველურ გარემოში | თავი 6
გთხოვთ, მენდეთ.
Please believe me.
598826.
ველურ გარემოში | თავი 6
ჟურნალი, რომელსაც ფრანცი ითხოვდა, „აუტსაიდის“ 1993 წლის იანვრის ნომერი იყო, რომლის მთავარი სტატია კრის მაკ-კენდლესის სიკვდილს ეხებოდა.
The magazine that Franz requested was the January 1993 issue of Outside, which featured a cover story about the death of Chris McCandless.
598827.
ველურ გარემოში | თავი 6
მაკ-კენდლესმა თავისი ჰიჯრის განმავლობაში დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა იმ ადამიანებზეც კი, რომლებმაც მის გვერდით სულ რამდენიმე დღე, მაქსიმუმ ერთი ან ორი კვირა გაატარეს.
McCandless made an indelible impression on a number of people during the course of his hegira, most of whom spent only a few days in his company, a week or two at most.
598828.
ველურ გარემოში | თავი 6
მაგრამ ყველაზე მეტი გავლენა მოახდინა რონალდ ფრანცზე, რომელიც მათი გაცნობის დროს, 1992 წლის იანვარში, ოთხმოცი წლის იყო.
Nobody, however, was affected more powerfully by his or her brief contact with the boy than Ronald Franz, who was eighty years old when their paths intersected in January 1992.
598829.
ველურ გარემოში | თავი 6
სოლტონის საფოსტო განყოფილებასთან მაკ-კენდლესი ჯენ ბურსს გამოემშვიდობა, შემდეგ უდაბნოში გავიდა და კარავი გაშალა ანზა-ბორენგოს უდაბნოს ნაკრძალის სიახლოვეს.
After McCandless bid farewell to Jan Burres at the Salton City Post Office, he hiked into the desert and set up camp in a brake of creosote at the edge of Anza- Borrego Desert State Park.
598830.
ველურ გარემოში | თავი 6
დასავლეთით, ზღვის დონიდან სამოციოდე მეტრით დაბლა, მდებარეობს სოლტონის მინიატიურულ შიგა ზღვა, რომელიც 1905 წელს საზარელი საინჟინრო შეცდომის შედეგად შეიქმნა:
Hard to the east is the Salton Sea, a placid ocean in miniature, its surface more than two hundred feet below sea level, created in 1905 by a monumental engineering snafu:
598831.
ველურ გარემოში | თავი 6
მას შემდეგ, რაც მდინარე კოლორადოდან იმპერიალის დაბლობის ნაყოფიერი მიწების მოსარწყავად არხი გაიყვანეს, რამდენიმე დიდი წყალდიდობის შედეგად მდინარემ დატბორა ნაპირები, ახალი კალაპოტი გაჭრა და მთელი ნაკადი სოლტონის არხისკენ გაემართა.
Not long after a canal was dug from the Colorado River to irrigate rich farmland in the Imperial Valley, the river breached its banks during a series of major floods, carved a new channel, and began to gush unabated into the Imperial Valley Canal.
598832.
ველურ გარემოში | თავი 6
ორ წელიწადზე მეტი არხი ვერ აკავებდა წყალს და ის სოლტონის ქვაბულში იღვრებოდა.
For more than two years the canal inadvertently diverted virtually all of the river’s prodigious flow into the Salton sink.
598833.
ველურ გარემოში | თავი 6
წყალმა ქვაბული ამოავსო, დაფარა ფერმები და დასახლებები, უდაბნოს ათასი კვადრატული კილომეტრი და შიგა ზღვა შეიქმნა.
Water surged across the once-dry floor of the sink, inundating farms and settlements, eventually drowning four hundred square miles of desert and giving birth to a landlocked ocean.
598834.
ველურ გარემოში | თავი 6
პალმ სპრინგზის ლიმუზინებიდან, უძვირესი ჩოგბურთის კორტებიდან და მწვანე მდელოებიდან სულ რაღაც ოთხმოციოდე კილომეტრით დაშორებული სოლტონის ზღვის დასავლეთი ნაპირი მიწის ნაკვეთებით სპეკულაციის ცენტრი იყო.
Only fifty miles from the limousines and exclusive tennis clubs and lush green fairways of Palm Springs, the west shore of the Salton Sea had once been the site of intense real estate speculation.
598835.
ველურ გარემოში | თავი 6
დააგეგმარეს მდიდრული სასტუმროები, მიწის ნაკვეთები გაანაწილეს.
Lavish resorts were planned, grand subdivisions platted.
598836.
ველურ გარემოში | თავი 6
მაგრამ არც ერთი მშენებლობა არ განხორციელდა.
But little of the promised development ever came to pass.
598837.
ველურ გარემოში | თავი 6
დღესაც კი ნაკვეთების უმეტესობა ცარიელია და მათ ნელ-ნელა უდაბნო ეპატრონება.
These days most of the lots remain vacant and are gradually being reclaimed by the desert.
598838.
ველურ გარემოში | თავი 6
სოლტონის დაცარიელებულ ქუჩებსა და ბულვარებს სარეველა მოსდებია.
Tumbleweeds scuttle down Salton City’s broad, desolate boulevards.
598839.
ველურ გარემოში | თავი 6
მაცხოვრებლების გარეშე დარჩენილი სახლების საღებავგადაცლილ ფასადებზე მზისგან გახუნებული წარწერები მოჩანს: იყიდება.
Sun-bleached FOR SALE signs line the curbs, and paint peels from uninhabited buildings.
598840.
ველურ გარემოში | თავი 6
სოლტონის ზღვის უძრავი ქონებით ვაჭრობის კომპანიის ფანჯარაზე გაკრული პლაკატი მნახველს ამცნობს: დაკეტილია/ ჩერრადო.
A placard in the window of the Salton Sea Realty and Development Company declares CLOSED/CERRADO.