მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598781.
ველურ გარემოში | თავი 5
– ალექსი მიუჯდა და ყველას ართობდა მასზე დაკვრით, – ამბობს ის, – გასაოცარი ხმა ჰქონდა.
“Alex took it over and entertained everybody all day playing it,” she says. “He had an amazing voice.”
598782.
ველურ გარემოში | თავი 5
ხალხი გარშემო შემოეხვია.
He drew quite a crowd.
598783.
ველურ გარემოში | თავი 5
მანამდე არ ვიცოდი, ასეთი მუსიკალური თუ იყო.
Until then I never knew he was musical.
598784.
ველურ გარემოში | თავი 5
მაკ-კენდლესი ფილების ბინადრებს ხშირად ელაპარაკებოდა ალასკაში სამომავლო მოგზაურობის შესახებ.
McCandless spoke frequently to the denizens of the Slabs about his plans for Alaska.
598785.
ველურ გარემოში | თავი 5
– მე რაც შემეხება, – ამბობს ბურსი, – „ალასკაში დიდი ოდისეის“ შესახებ პირველად რომ მოვისმინე, ჩავთვალე, რომ ალექსი შეიშალა.
“Me,” says Burres, “I thought Alex had lost his mind when he told us about his ‘great Alaskan odyssey’.
598786.
ველურ გარემოში | თავი 5
მაგრამ მართლაც ატაცებული იყო ამ იდეით.
But he was really excited about it.
598787.
ველურ გარემოში | თავი 5
გაუთავებლად მოგზაურობაზე ლაპარაკობდა.
Couldn’t stop talking about the trip.
598788.
ველურ გარემოში | თავი 5
ბურსის მცდელობის მიუხედავად, მაკ-კენდლესი ოჯახის შესახებ არაფერს მოუყვა.
Despite prodding from Burres, however, McCandless revealed virtually nothing about his family.
598789.
ველურ გარემოში | თავი 5
დედაშენისთვის თუა ცნობილი, ალასკაზე რომ მიდიხარ? მამაშენმა იცის? მაგრამ არაფერი მიპასუხა.
Does your mom know you’re going to Alaska? Does your dad know?’ But he’d never answer.
598790.
ველურ გარემოში | თავი 5
მერე ბობმა თქვა, „თავი დაანებე! ის უკვე კაცია!“
And Bob would say, ‘Leave him alone! He’s a grown man!’
598791.
ველურ გარემოში | თავი 5
იქამდე არ ვეშვებოდი, ვიდრე საუბრის თემას არ შეცვლიდა – ეს იმას ჰგავდა, რაც მე და ჩემს ბიჭს შორის მოხდა.
I’d keep at it until he’d change the subject, though— because of what happened between me and my own son.
598792.
ველურ გარემოში | თავი 5
კვირა დღეს, ვიდრე მაკ-კენდლესი ნილანდს დატოვებდა, ბურსის ტრაილერში ტელევიზორში ფეხბურთის მატჩს უყურებდა და როგორც ჯენმა შენიშნა, ვაშინგტონის „რედსკინსის“ გუნდს გულშემატკივრობდა.
The Sunday before McCandless left Niland, he was watching an NFL playoff game on the television in Burres’s trailer when she noticed he was rooting especially hard for the Washington Redskins.
598793.
ველურ გარემოში | თავი 5
– მაშინ შევეკითხე, იმიტომ ხომ არა, რომ თავადაც ვაშინგტონიდან ხარ-მეთქი.
So I asked him if he was from the D.C. area.
598794.
ველურ გარემოში | თავი 5
სულ ეს არის, რაც თავის შესახებ გვითხრა.
That’s the only thing he ever let on about his background.
598795.
ველურ გარემოში | თავი 5
მომდევნო ოთხშაბათს მაკ-კენდლესმა მათ აცნობა, რომ მისი გამგზავრების დრო მოვიდა.
The following Wednesday, McCandless announced it was time for him to be moving on.
598796.
ველურ გარემოში | თავი 5
ვუთხარი, ადამიანო, თუ ფული არ გაქვს, ისე ვერ იცხოვრებ მეთქი, მაგრამ მაინც არ აიღო.
I told him, ‘Man, you gotta have money to get along in this world,’ but he wouldn’t take it.
598797.
ველურ გარემოში | თავი 5
ბოლოს რამდენიმე ცალი შვეიცარიული სამხედრო დანა მივეცი; დავარწმუნე, რომ ალასკაზე ყოფნისას დასჭირდებოდა, ან გზად სხვა რამეში გადაცვლიდა.
Finally I got him to take some Swiss Army knives and a few belt knives; I convinced him they’d come in handy in Alaska and that he could maybe trade them for something down the road.”
598798.
ველურ გარემოში | თავი 5
ბურსის დაჟინებული და დამაჯერებელი არგუმენტების შემდეგ მაკ-კენდლესი დათანხმდა თან წაეღო თბილი ტანსაცმელი და თეთრეული, რაც ალასკაზე აუცილებლად დასჭირდებოდა.
After an extended argument Burres also got McCandless to accept some long underwear and other warm clothing she thought he’d need in Alaska.
598799.
ველურ გარემოში | თავი 5
– იმიტომ გამომართვა, რომ გავჩუმებულიყავი, – იცინის, – ერთი დღის მერე, ყველაფერი, რაც გავატანე, მანქანაში ვიპოვე.
“He eventually took it to shut me up,” she laughs, “but the day after he left, I found most of it in the van.
598800.
ველურ გარემოში | თავი 5
როგორც კი ზურგი შევაქციეთ, ზურგჩანთიდან ამოალაგა და სავარძლის ქვეშ დამალა.
He’d pulled it out of his pack when we weren’t looking and hid it up under the seat.