მოიძებნა 668044 ჩანაწერი
598921.
ველურ გარემოში | თავი 6
უეინ უესტერბერგს მისთვის კართეიჯის სასილოსეში სამუშაო ჰქონდა და ძალიან უნდოდა, იქ ჩასულიყო.
He’d heard from Wayne Westerberg that a job was waiting for him at the grain elevator in Carthage, and he was eager to get there.
598922.
ველურ გარემოში | თავი 6
11 მარტი იყო, ოთხშაბათი.
It was March 11, a Wednesday.
598923.
ველურ გარემოში | თავი 6
ფრანცმა კოლორადოში, გრანდ-ჯანკშენამდე ჩაყვანა შესთავაზა; ეს იყო ყველაზე შორეული ადგილი, სადამდეც ჩასვლა შეეძლო, რომ მომდევნო ორშაბათს სოლტონში საქმიან შეხვედრაზე არ დაეგვიანა.
Franz offered to take McCandless to Grand Junction, Colorado, which was the farthest he could drive without missing an appointment in Salton City the following Monday.
598924.
ველურ გარემოში | თავი 6
ფრანცის გასაკვირად, მაკ-კენდლესმა მისი წინადადება წინააღმდეგობის გარეშე მიიღო.
To Franz’s surprise and great relief, McCandless accepted the offer without argument.
598925.
ველურ გარემოში | თავი 6
გამგზავრებამდე ფრანცმა მაკ-კენდლესს აჩუქა მაჩეტე, არქტიკული კლიმატისთვის შესაფერისი ქურთუკი, ანკესი და სხვა აღჭურვილობა, რომელიც ალასკაში გამოადგებოდა.
Before departing, Franz gave McCandless a machete, an arctic parka, a collapsible fishing pole, and some other gear for his Alaska undertaking.
598926.
ველურ გარემოში | თავი 6
ხუთშაბათს სოლტონიდან ფრანცის მანქანით გაემგზავრნენ.
Thursday at daybreak they drove out of Salton City in Franz’s truck.
598927.
ველურ გარემოში | თავი 6
ბულჰიდში შეჩერდნენ მაკკენდლესის საბანკო ანგარიშის დასახურად და ჩარლის ტრაილერის მოსანახულებლად, სადაც მაკ-კენდლესს რამდენიმე წიგნი და პირადი ნივთების ნაწილი ჰქონდა დატოვებული, მათ შორის ფოტოალბომი მდინარე კოლორადოზე კანოეთი მოგზაურობის ამსახველი ფოტოებით.
In Bullhead City they stopped to close out McCandless’s bank account and to visit Charlie’s trailer, where McCandless had stashed some books and other belongings, including the journal-photo album from his canoe trip down the Colorado.
598928.
ველურ გარემოში | თავი 6
მაკკენდლესმა დაიჟინა ფრანცს გამასპინძლებოდა მდინარის გადაღმა მდებარე ლაფლინის კაზინოში, სახელწოდებით „თვითნაბადი ოქრო“.
McCandless then insisted on buying Franz lunch at the Golden Nugget Casino, across the river in Laughlin.
598929.
ველურ გარემოში | თავი 6
ოფიციანტმა ქალმა მაკ-კენდლესი იცნო: „ალექს! ალექს! დაბრუნდი!“
Recognizing McCandless, a waitress at the Nugget gushed, “Alex! Alex! You’re back!”
598930.
ველურ გარემოში | თავი 6
ფრანცმა გამგზავრებამდე ვიდეოკამერა იყიდა და დროდადრო აქა-იქ ჩერდებოდა პეიზაჟების გადასაღებად.
Franz had purchased a video camera before the trip, and he paused now and then along the way to record the sights.
598931.
ველურ გარემოში | თავი 6
ჯინსი და შალის სვიტერი აცვია, გარუჯული, ღონიერი და ჯანსაღი ჩანს.
Wearing jeans and a wool sweater, McCandless looks tan, strong, healthy.
598932.
ველურ გარემოში | თავი 6
– ზოგჯერ რამდენიმე საათი ხმას არ ვიღებდით, – იხსენებს ის, – მაგრამ მაშინაც კი, როცა ეძინა, მსიამოვნებდა, ჩემ გვერდით რომ მეგულებოდა.
“Sometimes we’d drive for hours without saying a word,” he recalls. “Even when he was sleeping, I was happy just knowing he was there.”
598933.
ველურ გარემოში | თავი 6
ერთხელაც ფრანცმა გაბედა და მაკ-კენდლესს უცნაური რამ სთხოვა.
At one point Franz dared to make a special request of McCandless.
598934.
ველურ გარემოში | თავი 6
– დედაჩემი თავისი მშობლების ერთადერთი შვილი იყო, ასევე მამაჩემი. არც მე მყოლია და-ძმა.
My mother was an only child. So was my father. And I was their only child.
598935.
ველურ გარემოში | თავი 6
ჩემი ვაჟი დაიღუპა, ასე რომ, ჩემი გვარი დასრულდა.
Now that my own boy’s dead, I’m the end of the line.
598936.
ველურ გარემოში | თავი 6
ამიტომ, ალექსს ვკითხე, თუ დამთანხმდებოდა მეშვილა, ჩემი შვილიშვილი გამხდარიყო.
So I asked Alex if I could adopt him, if he would be my grandson.
598937.
ველურ გარემოში | თავი 6
მაკ-კენდლესი თხოვნამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, მხოლოდ ეს უპასუხა: „ამაზე ალასკიდან ჩემი დაბრუნების შემდეგ ვისაუბროთ“.
McCandless, uncomfortable with the request, dodged the question: “We’ll talk about it when I get back from Alaska, Ron.”
598938.
ველურ გარემოში | თავი 6
14 მარტს ფრანცმა მაკ-კენდლესი გრანდ-ჯანკშენის ახლოს, 70-ე შტატთაშორის მაგისტრალზე ჩამოსვა, თავად კი კალიფორნიაში დაბრუნდა.
On March 14, Franz left McCandless on the shoulder of Interstate 70 outside Grand Junction and returned to southern California.
598939.
ველურ გარემოში | თავი 6
მაკ-კენდლესი აღელვებული იყო იმ ფაქტით, რომ ჩრდილოეთში მიდიოდა, ასევე იმითაც, რომ თავი დააღწია მეტად მძიმე ტვირთს, რასაც მისთვის წარმოადგენდა ადამიანებთან ახლო ურთიერთობა, მეგობრობა.
McCandless was thrilled to be on his way north, and he was relieved as well—relieved that he had again evaded the impending threat of human intimacy, of friendship, and all the messy emotional baggage that comes with it.
598940.
ველურ გარემოში | თავი 6
ის ოჯახის სულისშემხუთველ ჩარჩოებს დაუსხლტა.
He had fled the claustrophobic confines of his family.