მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598861.
ველურ გარემოში | თავი 6
– ძალიან ჭკვიანი ჩანდა, – ფრანცი უცნაური აქცენტით საუბრობს, ერთგვარი ნაზავია შოტლანდიურის, პენსილვანიური ჰოლანდიურისა და კაროლინური კილოკავის.
“He seemed extremely intelligent,” Franz states in an exotic brogue that sounds like a blend of Scottish, Pennsylvania Dutch, and Carolina drawl.
598862.
ველურ გარემოში | თავი 6
– ვიფიქრე, რომ მეტისმეტად კარგი ყმაწვილი იყო, გეიზერთან დაბანაკებული ათასი ჯურის ნუდისტის, ლოთისა და ნარკომანის გვერდით რომ ეცხოვრა.
“I thought he was too nice a kid to be living by that hot springs with those nudists and drunks and dope smokers.”
598863.
ველურ გარემოში | თავი 6
კვირა დღის წირვის შემდეგ ფრანცმა გადაწყვიტა ალექსი მოენახულებინა და მასთან ესაუბრა „მისი ცხოვრების შესახებ.“
After attending church that Sunday, Franz decided to talk to Alex “about how he was living.”
598864.
ველურ გარემოში | თავი 6
ვიღაცას უნდა დაერწმუნებინა, რომ აუცილებელია განათლების მიღება, სამუშაოს გამონახვა და ცხოვრებაში რაღაცის გაკეთება.
Somebody needed to convince him to get an education and a job and make something of his life.
598865.
ველურ გარემოში | თავი 6
როდესაც მაკ-კენდლესის კარავთან მისულმა თვითგანვითარების შესახებ საუბარი წამოიწყო, ყმაწვილმა უხეშად შეაწყვეტინა:
When he returned to McCandless’s camp and launched into the self-improvement pitch, though, McCandless cut him off abruptly.
598866.
ველურ გარემოში | თავი 6
– მისმინეთ, მისტერ ფრანც, ჩემზე ნუ დარდობთ.
Look, Mr. Franz, you don’t need to worry about me.
598867.
ველურ გარემოში | თავი 6
კოლეჯი დამთავრებული მაქვს.
I have a college education.
598868.
ველურ გარემოში | თავი 6
ასე ცხოვრება ჩემი არჩევანია.
I’m living like this by choice.
598869.
ველურ გარემოში | თავი 6
თავდაპირველი უხერხულობის მიუხედავად, ყმაწვილი მოხუცებულს გულთბილად ექცეოდა და ორივემ დიდხანს ისაუბრა.
And then, despite his initial prickliness, the young man warmed to the old-timer, and the two engaged in a long conversation.
598870.
ველურ გარემოში | თავი 6
ვიდრე დაღამდებოდა, პალმ სპრინგზში ჩავიდნენ და რესტორანში ისადილეს, შემდეგ საბაგიროთი სან ხასინტოს მწვერვალზე ავიდნენ, მის ძირში მცირე ხნით შეყოვნებულმა მაკ-კენდლესმა წინა წელს მიწაში დაფლული მექსიკური წამოსასხამი და სხვა პირადი ნივთები ამოთხარა.
Before the day was out, they had driven into Palm Springs in Franz’s truck, had a meal at a nice restaurant, and taken a ride on the tramway to the top of San Jacinto Peak, at the bottom of which McCandless stopped to unearth a Mexican serape and some other possessions he’d buried a year earlier.
598871.
ველურ გარემოში | თავი 6
მომდევნო რამდენიმე კვირა მაკ-კენდლესი და ფრანცი ბევრ დროს ატარებდნენ ერთად.
Over the next few weeks McCandless and Franz spent a lot of time together.
598872.
ველურ გარემოში | თავი 6
ყმაწვილი რეგულარულად სტუმრობდა სოლტონში ფრანცის ბინას ტანსაცმლის გასარეცხად და ბარბეკიუსთვის.
The younger man would regularly hitch into Salton City to do his laundry and barbecue steaks at Franz’s apartment.
598873.
ველურ გარემოში | თავი 6
როგორც გაუმხილა, დრო გაჰყავდა გაზაფხულამდე, ვიდრე ალასკაზე გაემგზავრებოდა თავის „უმნიშვნელოვანეს მოგზაურობაში“.
He confided that he was biding his time until spring, when he intended to go to Alaska and embark on an “ultimate adventure.”
598874.
ველურ გარემოში | თავი 6
ფრანცი ტყავის დამუშავების ოსტატი იყო და თავისი ხელობის საიდუმლოება ალექსსაც ასწავლა; მაკ-კენდლესის პირველი ნამუშევარია მისი მოგზაურობის ამსახველი გასაოცარი ნახატებით შემკული ტყავის ქამარი.
An accomplished leatherworker, Franz taught Alex the secrets of his craft; for his first project McCandless produced a tooled leather belt, on which he created an artful pictorial record of his wanderings.
598875.
ველურ გარემოში | თავი 6
ქამრის მარცხენა ბოლოზე წარწერაა ALEX; ამას მოსდევს თავის ქალისა და ძვლების გამოსახულებაში ჩასმული ინიციალები C.J.M. (კრისტოფერ ჯონსონ მაკ-კენდლესი).
ALEX is inscribed at the belt’s left end; then the initials C.J.M. (for Christopher Johnson McCandless) frame a skull and crossbones.
598876.
ველურ გარემოში | თავი 6
ძროხის დამუშავებული ტყავის ზოლზე მოჩანს ორზოლიანი მაგისტრალი, შეხვევის ამკრძალავი საგზაო ნიშანი, ქარიშხალი, რომელმაც წყალდიდობა გამოიწვია და მისი მანქანა დაფარა, გამვლელი მანქანებით მოგზაურის აწეული ცერი, არწივი, სიერა ნევადა, წყნარი ოკეანის ტალღებიდან ამომხტარი ორაგული, წყნარი ოკეანის სანაპიროს ავტომაგისტრალი ორეგონიდან ვაშინგტონამდე, კლდოვანი მთები, ნათესები მონტანასთან, სამხრეთ დაკოტის ჩხრიალა გველი, უესტერბერგის სახლი კართეიჯში, მდინარე კოლორადო, შტორმი კალიფორნიის ყურეში, ტენტით გადახურული კანოე, ლას-ვეგასი, ინიციალები თ.ჩ., მორო-ბეი, ასტორია და სულ ბოლოს ასო-ნიშანი N (სავარაუდოდ, ჩრდილოეთს აღნიშნავს).
Across the strip of cowhide one sees a rendering of a two-lane blacktop, a NO U-TURN sign, a thunderstorm producing a flash flood that engulfs a car, a hitchhiker’s thumb, an eagle, the Sierra Nevada, salmon cavorting in the Pacific Ocean, the Pacific Coast Highway from Oregon to Washington, the Rocky Mountains, Montana wheat fields, a South Dakota rattlesnake, Westerberg’s house in Carthage, the Colorado River, a gale in the Gulf of California, a canoe beached beside a tent, Las Vegas, the initials T.C.D., Morro Bay, Astoria, and at the buckle end, finally, the letter N (presumably representing north).
598877.
ველურ გარემოში | თავი 6
შესამჩნევი კრეატიულობითა და ოსტატობით შესრულებული ეს ქამარი ისეთივე გამორჩეულია, როგორიც კრის მაკ-კენდლესის გარდაცვალების ადგილზე ნაპოვნი სხვა პირადი ნივთები.
Executed with remarkable skill and creativity, this belt is as astonishing as any artifact Chris McCandless left behind.
598878.
ველურ გარემოში | თავი 6
ფრანცი სულ უფრო მეტად ეჩვეოდა მაკ-კენდლესს.
Franz grew increasingly fond of McCandless.
598879.
ველურ გარემოში | თავი 6
– ღმერთო, როგორი გონიერი ბავშვი იყო, – მისი ჩახლეჩილი ხმა ძლივს ისმის.
“God, he was a smart kid,” the old man rasps in a barely audible voice.
598880.
ველურ გარემოში | თავი 6
ამას რომ ამბობს, თავის ფეხებთან ქვიშას დასცქერის; ლაპარაკს წყვეტს.
He directs his gaze at a patch of sand between his feet as he makes this declaration; then he stops talking.