მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599121.
ველურ გარემოში | თავი 7
რაც უნდა მეთქვა, აინტერესებდა, რატომ ვთქვი ასე, რას ვგულისხმობდი, რატომ ვიფიქრე ამგვარად და ასე შემდეგ.
Everything I said, he’d demand to know more about what I meant, about why I thought this way or that.
599122.
ველურ გარემოში | თავი 7
ყველაფრის სწავლის წყურვილი მოსვენებას არ აძლევდა.
He was hungry to learn about things.
599123.
ველურ გარემოში | თავი 7
იშვიათია ადამიანი, რომელიც თავისი შეხედულებების თანახმად ცხოვრობს.
Unlike most of us, he was the sort of person who insisted on living out his beliefs.
599124.
ველურ გარემოში | თავი 7
რამდენიმე საათი ვილაპარაკეთ წიგნებზე; კართეიჯში ცოტაა ისეთი, ვისაც წიგნებზე შეიძლება ესაუბრო.
We talked for hours about books; there aren’t that many people in Carthage who like to talk about books.
599125.
ველურ გარემოში | თავი 7
ისევ და ისევ მარკ ტვენს ვუბრუნდებოდით.
He went on and on about Mark Twain.
599126.
ველურ გარემოში | თავი 7
არ მინდოდა, ის საღამო დასრულებულიყო.
I didn’t want the night to end.
599127.
ველურ გარემოში | თავი 7
ერთი სული მქონდა, შემოდგომაზე დაბრუნებულს ისევ შევხვედროდი.
I was greatly looking forward to seeing him again this fall.
599128.
ველურ გარემოში | თავი 7
თავიდან ვერ ვიშორებ მასზე ფიქრს.
I can’t get him out of my mind.
599129.
ველურ გარემოში | თავი 7
მისი სახე ახლაც თვალწინ მიდგას – სწორედ ამ სავარძელში იჯდა, სადაც ახლა თქვენ ზიხართ.
I keep picturing his face—he sat in the same chair you’re sitting in now.
599130.
ველურ გარემოში | თავი 7
წარმოიდგინეთ, სულ რამდენიმე საათი გავატარე ალექსთან ერთად და გასაოცარია, როგორ დამწყვიტა გული მისმა სიკვდილმა.
Considering that I only spent a few hours in Alex’s company, it amazes me how much I’m bothered by his death.
599131.
ველურ გარემოში | თავი 7
მაკ-კენდლესის ბოლო ღამე კართეიჯში უესტერბერგის გუნდმა „კაბარეში“ აღნიშნა.
On McCandless’s final night in Carthage, he partied hard at the Cabaret with Westerberg’s crew.
599132.
ველურ გარემოში | თავი 7
„ჯეკ დენიელსი“ თავისუფლად მოედინებოდა.
The Jack Daniel’s flowed freely.
599133.
ველურ გარემოში | თავი 7
ყველას გასაოცრად, მაკ-კენდლესი პიანინოს მიუჯდა, მას არასოდეს უთქვამს, დაკვრა თუ იცოდა, და ქანთრისა და რეგტაიმის თემები, შემდეგ ტონი ბენეტის სიმღერების მელოდიები შეასრულა.
To everyone’s surprise, McCandless sat down at the piano, which he’d never mentioned he knew how to play, and started pounding out honky-tonk country tunes, then ragtime, then Tony Bennett numbers.
599134.
ველურ გარემოში | თავი 7
15 აპრილს, დილით, ყველა მაკ-კენდლესის გასაცილებლად შეიკრიბა სასილოსესთან.
On the morning of April 15, everybody gathered at the elevator to see McCandless off.
599135.
ველურ გარემოში | თავი 7
საკმაოდ მძიმე ზურგჩანთა ჰქონდა.
His pack was heavy.
599136.
ველურ გარემოში | თავი 7
დაახლოებით ათასი დოლარი მაღალყელიანი ფეხსაცმლის ლანჩაში ედო.
He had approximately one thousand dollars tucked in his boot.
599137.
ველურ გარემოში | თავი 7
დღიური და ფოტოალბომი უესტერბერგთან დატოვა, მასვე გადასცა უდაბნოში დამზადებული ტყავის ქამარი.
He left his journal and photo album with Westerberg and gave him the leather belt he’d made in the desert.
599138.
ველურ გარემოში | თავი 7
– ალექსი ბარ „კაბარეში“ დაჯდებოდა და საათობით შეეძლო ქამარზე დატანილი ნახატები „წაეკითხა“, – ამბობს უესტერბერგი.
“Alex used to sit at the bar in the Cabaret and read that belt for hours on end,” says Westerberg.
599139.
ველურ გარემოში | თავი 7
როდესაც ალექსთან გამომშვიდობებას იხსენებს, ბორა ამბობს: – შევნიშნე, რომ ტიროდა. ამან შემაშინა.
When McCandless hugged Borah goodbye, she says, “I noticed he was crying. That frightened me."
599140.
ველურ გარემოში | თავი 7
დიდი ხნით წასვლას არ გეგმავდა; მივხვდი, კარგად ჰქონდა წარმოდგენილი ის დიდი რისკი, რაც წინ ელოდა, ისე არ იტირებდა.
He wasn’t planning on being gone all that long; I figured he wouldn’t have been crying unless he intended to take some big risks.