მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599181.
ველურ გარემოში | თავი 8
ასეთი ტიპები შტატში მუდამ დაეხეტებიან, ერთმანეთს ისე ჰგვანან, ლამის კლიშედაც კი იქცა.
There’s quite a few of these guys hanging around the state, so much alike that they’re almost a collective cliché.
599182.
ველურ გარემოში | თავი 8
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მაკ-კენდლესი მოკვდა და მისი ვირული სიჯიუტის ამბავი მედიაში მოხვდა.
The only difference is that McCandless ended up dead, with the story of his dumbassedness splashed across the media.
599183.
ველურ გარემოში | თავი 8
(ჯეკ ლონდონი „ცეცხლის გაჩაღებაში“ სიმართლეს წერდა, მაკ-კენდლესი მისი მთავარი პერსონაჟის XX საუკუნის პაროდიული ასლია, რომელიც გაიყინა, რადგან გაფრთხილება არად ჩააგდო და საკუთარმა უსაზღვრო მედიდურობამ დაღუპა.
Jack London got it right in “To Build a Fire,” McCandless is, finally, just a pale 20th-century burlesque of London’s protagonist, who freezes because he ignores advice and commits big-time hubris.
599184.
ველურ გარემოში | თავი 8
ის მოკლა უცოდინარობამ, რომლის გამოსწორება შესაძლებელი იყო აშშ-ის გეოდეზიური სამსახურის რუკითა და ბოისკაუტის სახელმძღვანელოთი.
His ignorance, which could have been cured by a USGS quadrant and a Boy Scout manual, is what killed him.
599185.
ველურ გარემოში | თავი 8
მის მშობლებს თანავუგრძნობ, მაგრამ პირადად მის მიმართ არავითარ სიმპათიას არ ვგრძნობ.
And while I feel for his parents, I have no sympathy for him.
599186.
ველურ გარემოში | თავი 8
ასეთი ჯიუტი უგუნურება...
Such willful ignorance…
599187.
ველურ გარემოში | თავი 8
მიწისადმი უპატივცემულობა, და პარადოქსია, მაგრამ ამავე ტიპის უგუნურების შედეგი გახლდათ ექსონ ვალდეზის კატასტროფა – ასე ხდება, როდესაც არაკომპეტენტური და მედიდური ადამიანები საქმეში ერევიან, მერე კი ყველაფერს აფუჭებენ.
Amounts to disrespect for the land, and paradoxically demonstrates the same sort of arrogance that resulted in the Exxon Valdez spill—just another case of underprepared, overconfident men bumbling around out there and screwing up because they lacked the requisite humility.
599188.
ველურ გარემოში | თავი 8
განსხვავება მხოლოდ მასშტაბშია.
It’s all a matter of degree.
599189.
ველურ გარემოში | თავი 8
მაკ-კენდლესის ნაძალადევი ასკეტიზმი და ფსევდოლიტერატურული პოზა მის შეცდომებს არათუ ამართლებს, კიდევ უფრო ამძიმებს...
McCandless’s contrived asceticism and a pseudoliterary stance compound rather than reduce the fault….
599190.
ველურ გარემოში | თავი 8
მაკ-კენდლესის წერილები, ჩანაწერები, დღიურები ეს ყველაფერი საშუალოზე ცოტა მაღალი დონის სკოლის მოსწავლის შესაფერისია – თუ რაიმე გამომრჩა?
McCandless’s postcards, notes, and journals read like the work of an above average, somewhat histrionic high school kid—or am I missing something?
599191.
ველურ გარემოში | თავი 8
ალასკის მკვიდრთა უმრავლესობის აზრით, მაკ-კენდლესი ერთ-ერთი იყო იმ ცხვირმოუხოცავი ღლაპებიდან, რომლებიც ტყეებში წასვლით ცდილობენ საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას, იქ კი მხოლოდ კოღოები და მარტოობაში სიკვდილი ელოდებათ.
The prevailing Alaska wisdom held that McCandless was simply one more dreamy half-cocked greenhorn who went into the country expecting to find answers to all his problems and instead found only mosquitoes and a lonely death.
599192.
ველურ გარემოში | თავი 8
წლების განმავლობაში ათობით მარგინალი შესულა ალასკის ტყეებში და შემდეგ ისინი აღარავის უნახავს.
Dozens of marginal characters have marched off into the Alaska wilds over the years, never to reappear.
599193.
ველურ გარემოში | თავი 8
1970-იან წლებში არაფორმალი იდეალისტი სოფელ ტანანაში ჩავიდა და გამოაცხადა, რომ ცხოვრების დარჩენილი ნაწილის გატარებას „ბუნებასთან კონტაქტის პირობებში“ აპირებდა.
There was the countercultural idealist who passed through the village of Tanana in the early 1970s, announcing that he intended to spend the rest of his life “communing with Nature.”
599194.
ველურ გარემოში | თავი 8
შუა ზამთარში ველზე მომუშავე ბიოლოგმა ტოფტისთან მდებარე თოვლით დაფარულ ცარიელ ქოხში მისი ნივთები იპოვა – ორი თოფი, ტურისტისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა, დღიური სანახევროდ გაუგებარი ჩანაწერებით ჭეშმარიტების, სილამაზისა და გაურკვეველი ეკოლოგიური თეორიის შესახებ.
In midwinter a field biologist discovered all his belongings—two rifles, camping gear, a diary filled with incoherent ranting about truth and beauty and recondite ecological theory—in an empty cabin near Tofty, its interior filled with drifted snow.
599195.
ველურ გარემოში | თავი 8
თავად ნივთების პატრონი კი გაქრა და არც არასოდეს უპოვიათ.
No trace of the young man was ever found.
599196.
ველურ გარემოში | თავი 8
რამდენიმე წლის შემდეგ ვიეტნამის ომის ვეტერანმა ბლეკ რივერზე, ჩოლკიციკის აღმოსავლეთით, ქოხი აღმართა, „ხალხისგან შორს“ რომ ეცხოვრა.
A few years later there was the Vietnam vet who built a cabin on the Black River east of Chalkyitsik to “get away from people.”
599197.
ველურ გარემოში | თავი 8
თებერვალში საკვები გაუთავდა და შიმშილით მოკვდა, ისე რომ თავის გადარჩენა არც კი უცდია, იმის მიუხედავად, რომ მდინარის დინების გაყოლებაზე, სულ რაღაც ხუთი კილომეტრის იქით, ხორცის მარაგით სავსე ქოხი იდგა.
By February he’d run out of food and starved, apparently without making any attempt to save himself, despite the fact that there was another cabin stocked with meat just three miles downstream.
599198.
ველურ გარემოში | თავი 8
ამ ადამიანის სიკვდილის შესახებ ედუარდ ჰოაგლენდი წერდა, რომ „ალასკა სრულებით არ არის შესაფერისი ადგილი განმარტოებისა და ბუნებასთან სიმბიოზის მოსურნეთა თამაშებისთვის“.
Writing about this death, Edward Hoagland observed that Alaska is “not the best site in the world for eremitic experiments or peace-love theatrics.”
599199.
ველურ გარემოში | თავი 8
1981 წელს პრინც უილიამის ყურეში თავად წავაწყდი ერთ-ერთ ამგვარ თავნება გენიოსს.
And then there was the wayward genius I bumped into on the shore of Prince William Sound in 1981.
599200.
ველურ გარემოში | თავი 8
ალასკის შტატში, კორდოვასთან ახლოს, ტყეში ვიყავი დაბანაკებული, ამაოდ ველოდი სეინერზე მეზღვაურის ადგილის მოპოვებას და თევზაობისა და ნადირობის სამინისტროსგან ორაგულზე თევზაობის სეზონის დაწყების გამოცხადებას.
I was camped in the woods outside Cordova, Alaska, trying in vain to find work as a deckhand on a seine boat, biding my time until the Department of Fish and Game announced the first “opener”—the start of the commercial salmon season.