მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599201.
ველურ გარემოში | თავი 8
ერთ წვიმიან დილას ქალაქისკენ მიმავალ გზაზე დაახლოებით ორმოციოდე წლის მოუვლელ, მოუსვენარ მამაკაცს გადავაწყდი.
One rainy afternoon while walking into town, I crossed paths with an unkempt, agitated man who appeared to be about forty.
599202.
ველურ გარემოში | თავი 8
ბუჩქივით გაბურძგნილი შავი წვერი და მხრებამდე თმა ჰქონდა, სახეზე მის ჩამოშლას ჭუჭყიანი სახვევი უშლიდა.
He wore a bushlike black beard and shoulder-length hair, which he kept out of his face with a headband made from a filthy strap.
599203.
ველურ გარემოში | თავი 8
სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა, თუმცა წელში მოკაკულიყო მხარზე გადებული დაახლოებით ორი მეტრის სიგრძის მორის სიმძიმით.
He was walking toward me at a brisk clip, hunched beneath the considerable weight of a six-foot log balanced across one shoulder.
599204.
ველურ გარემოში | თავი 8
როდესაც მომიახლოვდა, მივესალმე, პასუხად რაღაც გაუგებარი წაიდუდღუნა, მცირე ხნით შევჩერდით იმის მიუხედავად, რომ წვიმა ცრიდა.
I said hello as he approached, he mumbled a reply, and we paused to chat in the drizzle.
599205.
ველურ გარემოში | თავი 8
არ მიკითხავს, რისთვის მიათრევდა ტყეში სველ მორს, როდესაც იქ მორები თავსაყრელადაა.
I didn’t ask why he was carrying a sodden log into the forest, where there seemed to be plenty of logs already.
599206.
ველურ გარემოში | თავი 8
რამდენიმე წუთს ზოგად თემებზე ვისაუბრეთ და მერე ჩვენ-ჩვენს გზას გავუდექით.
After a few minutes spent exchanging earnest banalities, we went our separate ways.
599207.
ველურ გარემოში | თავი 8
ამ საუბრით დავასკვენი, რომ ადგილობრივ სახელგანთქმულ უცნაურობას გადავაწყდი, რომელსაც ადგილობრივები „ჰიპების უბის მერს“ უწოდებდნენ.
From our conversation I deduced that I had just met the celebrated eccentric whom the locals called the Mayor of Hippie Cove.
599208.
ველურ გარემოში | თავი 8
ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობდა პატარა უბე, რომელსაც მაღალი მოქცევა ფარავდა ხოლმე და იქაურობა მაგნიტივით იზიდავდა გრძელთმიან მაწანწალებს, რომლებთან ერთადაც რამდენიმე წელიწადს ცხოვრობდა „მერი“.
This is a reference to a bight of tidewater north of town that was a magnet for long-haired transients, near which the Mayor had been living for some years.
599209.
ველურ გარემოში | თავი 8
„ჰიპების უბის“ ბინადართა უმეტესობა ჩემსავით საზაფხულო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს საძიებლად იყო ჩამოსული კორდოვიდან და ადგილს ეძებდა გემზე, ზღვაში ან კონსერვების დამამზადებელ ქარხანაში.
Most of the residents of Hippie Cove were, like me, summer squatters who’d come to Cordova hoping to score high-paying fishing jobs or, failing that, find work in the salmon canneries.
599210.
ველურ გარემოში | თავი 8
მაგრამ „მერი“ მათგან სრულიად განსხვავდებოდა.
But the Mayor was different.
599211.
ველურ გარემოში | თავი 8
მისი ნამდვილი სახელი იყო ჯინ როსელინი.
His real name was Gene Rosellini.
599212.
ველურ გარემოში | თავი 8
მდიდარი სიეტლელი რესტავრატორის, ვიქტორ როსელინის უფროსი ვაჟი და 1957-1965 წლებში ვაშინგტონის შტატის უაღრესად პოპულარული გუბერნატორის, ალბერტ როსელინის ბიძაშვილი იყო.
He was the eldest stepson of Victor Rosellini, a wealthy Seattle restaurateur, and cousin of Albert Rosellini, the immensely popular governor of Washington State from 1957 to 1965.
599213.
ველურ გარემოში | თავი 8
ყმაწვილობაში კარგი ათლეტი და იმავდროულად შესანიშნავი სტუდენტი გახლდათ.
As a young man Gene had been a good athlete and a brilliant student.
599214.
ველურ გარემოში | თავი 8
ძალიან ბევრს კითხულობდა, მისდევდა იოგას და აღმოსავლურ ორთაბრძოლებშიც დაოსტატდა.
He read obsessively, practiced yoga, became expert at the martial arts.
599215.
ველურ გარემოში | თავი 8
ჯერ ვაშინგტონის, შემდეგ სიეტლის უნივერსიტეტებში ისწავლა ანთროპოლოგია, ისტორია, ფილოსოფია, ლინგვისტიკა, ასობით საკრედიტო საათი დააგროვა, თუმცა სამეცნიერო ხარისხი ვერ მოიპოვა.
At the University of Washington and later at Seattle University, he immersed himself in anthropology, history, philosophy, and linguistics, accumulating hundreds of credit hours without collecting a degree.
599216.
ველურ გარემოში | თავი 8
მისი მიზანი ეს არც ყოფილა.
He saw no reason to.
599217.
ველურ გარემოში | თავი 8
მისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის ძიება იყო და არა მისი ფორმალური დადასტურება.
The pursuit of knowledge, he maintained, was a worthy objective in its own right and needed no external validation.
599218.
ველურ გარემოში | თავი 8
თანდათანობით როსელინი ჩამოშორდა უნივერსიტეტს, მიატოვა სიეტლი და ბრიტანეთის კოლუმბიის გავლით ალასკას მიადგა.
By and by Rosellini left academia, departed Seattle, and drifted north up the coast through British Columbia and the Alaska panhandle.
599219.
ველურ გარემოში | თავი 8
1977 წელს კორდოვაში დამკვიდრდა.
In 1977, he landed in Cordova.
599220.
ველურ გარემოში | თავი 8
იქ, ქალაქის განაპირას, ტყეებში, საკუთარი ამბიციური ანთროპოლოგიური ექსპერიმენტის ჩატარება განიზრახა.
There, in the forest at the edge of town, he decided to devote his life to an ambitious anthropological experiment.