მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599241.
ველურ გარემოში | თავი 8
მისი მოგზაურობა არასოდეს განხორციელებულა.
The trip never got off the ground.
599242.
ველურ გარემოში | თავი 8
1991 წლის ნოემბერში როსელინი საკუთარი ქოხის იატაკზე, მკერდში დანაჩაცემული იპოვეს.
In November 1991, Rosellini was discovered lying facedown on the floor of his shack with a knife through his heart.
599243.
ველურ გარემოში | თავი 8
გამომძიებლის დასკვნით, ეს თვითმკვლელობა იყო.
The coroner determined that the fatal wound was self-inflicted.
599244.
ველურ გარემოში | თავი 8
რატომ გადაწყვიტა როსელინიმ სიცოცხლის დასრულება ამ გზით და ამ დროს, ვერასოდეს გავიგებთ.
Rosellini left no hint as to why he had decided to end his life then and in that manner.
599245.
ველურ გარემოში | თავი 8
როსელინის სიკვდილისა და მისი განმარტოებული ცხოვრების შესახებ მონათხრობმა „ანკორიჯ დეილი ნიუსის“ პირველი გვერდი დაიკავა.
Rosellini’s death and the story of his outlandish existence made the front page of the Anchorage Daily News.
599246.
ველურ გარემოში | თავი 8
თუმცა, ნაკლები ყურადღება მიიქცია ჯონ მოლონ უოტერმენის დასკვნებმა.
The travails of John Mallon Waterman, however, attracted less attention.
599247.
ველურ გარემოში | თავი 8
1952 წელს დაბადებული უოტერმენი ვაშინგტონის იმავე გარეუბანში იზრდებოდა, სადაც მოგვიანებით კრის მაკ-კენდლესი.
Born in 1952, Waterman was raised in the same Washington suburbs that gave shape to Chris McCandless.
599248.
ველურ გარემოში | თავი 8
მამამისი, გაი უოტერმენი, მუსიკოსი და შტატგარეშე მომუშავე მწერალი იყო, რომელსაც სხვების მსგავსად მოკრძალებულ დიდებაზე პრეტენზია ჰქონდა და სიტყვებს უწერდა პრეზიდენტებს, ექს-პრეზიდენტებსა და სხვა ვაშინგტონელ პოლიტიკურ მოღვაწეებს.
His father, Guy Waterman, is a musician and freelance writer who, among other claims to modest fame, authored speeches for presidents, ex-presidents, and other prominent Washington politicians.
599249.
ველურ გარემოში | თავი 8
უოტერმენი ასევე გამოცდილი ალპინისტი გახლდათ და პატარაობიდანვე ასწავლიდა თავის სამ ვაჟს კლდეზე ცოცვას.
Waterman père also happens to be an expert mountaineer who taught his three sons to climb at an early age.
599250.
ველურ გარემოში | თავი 8
შუათანა, ჯონი, კლდეზე პირველად ცამეტი წლისა აცოცდა.
John, the middle son, went rock climbing for the first time at thirteen.
599251.
ველურ გარემოში | თავი 8
ჯონი ნებისმიერი შესაძლებლობისთანავე მთაში მიდიოდა, დანარჩენ დროს კი ინტენსიურ ვარჯიშს უთმობდა.
John headed to the crags at every opportunity and trained obsessively when he couldn’t climb.
599252.
ველურ გარემოში | თავი 8
დილაობით ოთხას აჭიმვას აკეთებდა, ოთხ კილომეტრს სკოლამდე სწრაფი ნაბიჯით ფარავდა.
He cranked out four hundred push-ups every day and walked two and a half miles to school, fast.
599253.
ველურ გარემოში | თავი 8
ნაშუადღევს შინ დაბრუნებული სახლის კარს შეეხებოდა და მეორედ გადიოდა იმავე მარშრუტს.
After walking home in the afternoon, he’d touch the front door and head back to the school to make a second round-trip.
599254.
ველურ გარემოში | თავი 8
1969 წელს თექვსმეტი წლის ჯონი მაკ-კინლიზე ავიდა (ან, როგორც თავად ეძახდა ალასკელების უმრავლესობის მსგავსად, დენალიზე) და კონტინენტის უმაღლესი მწვერვალის დამლაშქრავი მესამე ყველაზე ახალგაზრდა ალპინისტი გახდა.
In 1969, as a sixteen-year-old, John climbed Mt. McKinley (which he called Denali, as most Alaskans do, preferring the peak’s Athapaskan name), becoming the third-youngest person to stand atop the highest landform on the continent.
599255.
ველურ გარემოში | თავი 8
მომდევნო წლებში შთამბეჭდავი სიმაღლის მთები დაიპყრო ალასკაზე, კანადასა და ევროპაში.
Over the next few years he pulled off even more impressive ascents in Alaska, Canada, and Europe.
599256.
ველურ გარემოში | თავი 8
1973 წელს ფერბენკსში, ალასკის უნივერსიტეტში სწავლის დაწყებასთან ერთად უოტერმენმა ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ალპინისტის სახელი დაიმკვიდრა.
By the time he enrolled in the University of Alaska at Fairbanks, in 1973, Waterman had established a reputation as one of the most promising young alpinists in North America.
599257.
ველურ გარემოში | თავი 8
უოტერმენი ტანდაბალი იყო, მეტრსა და სამოც სანტიმეტრს ძლივს აღწევდა, სანდომიანი სახითა და გიმნასტის ძარღვიანი, ენერგიული სხეულით.
Waterman was a small person, barely five feet three inches tall, with an elfin face and the sinewy, inexhaustible physique of a gymnast.
599258.
ველურ გარემოში | თავი 8
ნაცნობები იხსენებენ, რომ საზოგადოებაში ეს მამაკაცი-ბავშვი მეტად მოუხეშავად იქცეოდა, მეტად უჩვეულო იუმორის გრძნობა ჰქონდა და თითქმის მანიაკურ-დეპრესიული ადამიანი იყო.
Acquaintances remember him as a socially awkward man-child with an outrageous sense of humor and a squirrelly, almost manic-depressive personality.
599259.
ველურ გარემოში | თავი 8
– როდესაც პირველად შევხვდი ჯონს, – ამბობს ჯეიმზ ბრედი, მისი უნივერსიტეტელი და მთამსვლელი მეგობარი, – კამპუსში დასეირნობდა გრძელ შავ წამოსასხამში, ელტონ ჯონისეული სათვალე ეკეთა მინებს შორის დამაგრებული ვარსკვლავით.
- When I first met John, - says James Brady, a fellow climber and college friend, - he was prancing across campus in a long black cape and blue Elton John-type glasses that had a star between the lenses.
599260.
ველურ გარემოში | თავი 8
თან დაათრევდა სკოჩით დამაგრებულ იაფფასიან გიტარას და ვისაც კი მოიხელთებდა, საკუთარი საგმირო საქმეების შესახებ მდარე გრძელ სერენადებს უმღეროდა.
He carried around a cheap guitar held together with masking tape and would serenade anybody who’d listen with long, off-key songs about his adventures.