მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599221.
ველურ გარემოში | თავი 8
– მაინტერესებდა, შესაძლებელია თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება, – ასე განმარტა ათი წლის შემდეგ „ანკორიჯ დეილი ნიუსის“ კორესპონდენტთან, დებრა მაკ-კინლისთან ინტერვიუში.
- I was interested in knowing if it was possible to be independent of modern technology, - he told an Anchorage Daily News reporter, Debra McKinney, a decade after arriving in Cordova.
599222.
ველურ გარემოში | თავი 8
მას სურდა შეემოწმებინა, შეუძლია თუ არა ადამიანს იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობდა მამონტებისა და ხმალკბილა ვეფხვების ეპოქაში, რამდენად დაშორდა ჩვენი სახეობა საკუთარ ფესვებს, რომ გაძლოს თოფისწამლის, ლითონის, ცივილიზაციის სხვა არტეფაქტების გარეშე.
He wondered whether humans could live as our forebears had when mammoths and saber-toothed tigers roamed the land or whether our species had moved too far from its roots to survive without gunpowder, steel, and other artifacts of civilization.
599223.
ველურ გარემოში | თავი 8
მხოლოდ ამ ტიპის გენიოსებისთვის დამახასიათებელი შეუპოვრობით როსელინიმ უარი თქვა ყველაფერზე, უმარტივესი იარაღების გარდა, რომლებსაც თავად ამზადებდა ბუნებრივი მასალისგან.
With the obsessive attention to detail that characterized his brand of dogged genius, Rosellini purged his life of all but the most primitive tools, which he fashioned from native materials with his own hands.
599224.
ველურ გარემოში | თავი 8
– დარწმუნდა, რომ ადამიანები არასრულფასოვანი არსებები გახდნენ, – განმარტავს მაკ-კინი, – და მისი მიზანი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება იყო.
- He became convinced that humans had devolved into progressively inferior beings, - McKinney explains, - and it was his goal to return to a natural state.
599225.
ველურ გარემოში | თავი 8
მუდმივად ექსპერიმენტს ატარებდა ეპოქების მიხედვით – რომის იმპერია, რკინის ხანა, ბრინჯაოს ხანა.
He was forever experimenting with different eras—Roman times, the Iron Age, the Bronze Age.
599226.
ველურ გარემოში | თავი 8
ბოლოს მისი ცხოვრების წესი ნეოლითელი ადამიანისას ჰგავდა.
By the end his lifestyle had elements of the Neolithic.
599227.
ველურ გარემოში | თავი 8
ფესვებით, კენკრითა და წყალმცენარეებით იკვებებოდა, ნადირობდა შუბითა და მახეებით, ძონძები ეცვა, მძიმე ზამთრებს უძლებდა.
He dined on roots, berries, and seaweed, hunted game with spears and snares, dressed in rags, endured the bitter winters.
599228.
ველურ გარემოში | თავი 8
სიძნელეები მხოლოდ ახარებდა.
He seemed to relish the hardship.
599229.
ველურ გარემოში | თავი 8
მისი საბინადრო ჰიპების უბეში უფანჯრო ქოხი იყო, რომელიც ნაჯახისა და ხერხის გარეშე ააშენა.
His home above Hippie Cove was a windowless hovel, which he built without benefit of saw or ax.
599230.
ველურ გარემოში | თავი 8
– რამდენიმე დღე სჭირდებოდა წვერწამახული ქვით ხის მორის დასამუშავებლად, – ამბობს მაკ-კინი.
- He’d spend days, grinding his way through a log with a sharp stone, - says McKinney.
599231.
ველურ გარემოში | თავი 8
თითქოს არ იყო საკმარისი ის წესები, რომლებიც საკუთარ თავს დაუწესა, როსელინი ყოველდღიურად ვარჯიშობდა, ტანვარჯიშის გარდა, სიმძიმეებს სწევდა, საათობით დარბოდა, ხშირად ზურგზე ქვებმოკიდებული.
As if merely subsisting according to his self-imposed rules weren’t strenuous enough, he filled his days with calisthenics, weight lifting, and running, often with a load of rocks on his back.
599232.
ველურ გარემოში | თავი 8
ერთი ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად საშუალოდ ოცდარვა კილომეტრს დარბოდა.
During one apparently typical summer he reported covering an average of eighteen miles daily.
599233.
ველურ გარემოში | თავი 8
როსელინის „ექსპერიმენტი“ ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ ერთხელაც მიხვდა, რომ მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი იპოვა.
Rosellini’s “experiment” stretched on for more than a decade, but eventually he felt the question that inspired it had been answered.
599234.
ველურ გარემოში | თავი 8
მეგობრისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავდა, მოზრდილ ადამიანად ცხოვრება იმ ჰიპოთეზის თანახმად დავიწყე, რომ შესაძლებელია ქვის ხანის მცხოვრებად იქცე.
In a letter to a friend he wrote, I began my adult life with the hypothesis that it would be possible to become a Stone Age native.
599235.
ველურ გარემოში | თავი 8
ამისათვის ოცდაათ წელზე მეტხანს ვემზადებოდი.
For over 30 years, I programmed and conditioned myself to this end.
599236.
ველურ გარემოში | თავი 8
ბოლო ათი წელი, თუ შეიძლება ითქვას, ხელშესახებად, საკუთარ თავზე გამოვცადე ქვის ხანის მცხოვრების ფიზიკური, მენტალური, ემოციური რეალობა.
In the last 10 of it, I would say I realistically experienced the physical, mental, and emotional reality of the Stone Age.
599237.
ველურ გარემოში | თავი 8
მაგრამ ბუდისტების გამონათქვამის არ იყოს, სინამდვილეს პირისპირ ეჯახები.
But to borrow a Buddhist phrase, eventually came a setting face-to-face with pure reality.
599238.
ველურ გარემოში | თავი 8
უნდა ვაღიარო, ადამიანს არ შეუძლია საზოგადოებისგან გარიყულად ცხოვრება.
I learned that it is not possible for human beings as we know them to live off the land.
599239.
ველურ გარემოში | თავი 8
როსელინი თავისი ჰიპოთეზის წარუმატებლობას მშვიდად შეხვდა.
Rosellini appeared to accept the failure of his hypothesis with equanimity.
599240.
ველურ გარემოში | თავი 8
ორმოცდაცხრა წლის ასაკში ამაყად განაცხადა, რომ საკუთარ მიზნებს „გადახედა“ და ამიერიდან აპირებს „ზურგჩანთააკიდებულმა შემოიაროს დედამიწა.
At the age of forty-nine, he cheerfully announced that he had “recast” his goals and next intended to “walk around the world, living out of my backpack.