მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599261.
ველურ გარემოში | თავი 8
ფერბენკსი შერეკილებს ყოველთვის იზიდავდა, მაგრამ ის შერეკილობის ადგილობრივი მაღალი სტანდარტების მიღმა იყო.
Fairbanks has always attracted a lot of weird characters, but he was wacky even by Fairbanks standards.
599262.
ველურ გარემოში | თავი 8
უამრავ ადამიანს მასთან საერთო ენის გამონახვა უბრალოდ არ შეეძლო.
A lot of people didn’t know how to handle him.
599263.
ველურ გარემოში | თავი 8
ძნელი არ არის უოტერმენის გაუწონასწორებლობის მიზეზების პოვნა.
It is not difficult to imagine plausible causes for Waterman’s instability.
599264.
ველურ გარემოში | თავი 8
მისი მშობლები, გაი და ემილი უოტერმენები, გაიყარნენ, როდესაც ბიჭი ათი წლის იყო და გაი, ოჯახის ახლობლის სიტყვებით, „გაყრის შემდეგ ბიჭებს ყურადღებას აღარ აქცევდა.
His parents, Guy and Emily Waterman, divorced when he was a teen, and Guy, according to a source close to the family, “essentially abandoned his sons following the divorce.
599265.
ველურ გარემოში | თავი 8
საერთოდ აღარ სურდა მათთან რაიმე საერთო ჰქონოდა, რამაც ჯონზე ძლიერ იმოქმედა.
He would have nothing more to do with the boys, and it crippled John badly.
599266.
ველურ გარემოში | თავი 8
მშობლების გაყრიდან მცირე ხნის შემდეგ ჯონმა და მისმა უფროსმა ძმამ, ბილიმ, მამის მონახულება გადაწყვიტეს, მაგრამ გაიმ მათთან შეხვედრაზე უარი თქვა.
Not long after their parents split up, John and his older brother, Bill, went to visit their father—but Guy refused to see them.
599267.
ველურ გარემოში | თავი 8
მერე ბიჭები საცხოვრებლად ფერბენკსში გადავიდნენ, ბიძასთან.
Shortly after that, John and Bill went to Fairbanks to live with an uncle.
599268.
ველურ გარემოში | თავი 8
იქ ყოფნისას ჯონმა შემთხვევით გაიგო, რომ მამამისიც აპირებდა ალასკაზე ჩასვლას და მთაზე ასასვლელად ემზადებოდა.
At one point while they were up there, John got very excited because he heard that his father was coming to Alaska to climb.
599269.
ველურ გარემოში | თავი 8
მაგრამ გაი ისე ჩავიდა ალასკაზე და ისე დატოვა იქაურობა, რომ შვილები არ უნახავს.
But when Guy arrived in the state he never took the trouble to see his sons.
599270.
ველურ გარემოში | თავი 8
რასაკვირველია, ამან ჯონს გული მოუკლა.
It broke John’s heart.
599271.
ველურ გარემოში | თავი 8
ბილიმ, რომელთანაც ჯონი ძალიან ახლოს იყო, ყმაწვილობაში ფეხი დაკარგა, როდესაც მატარებელზე შეხტომას ცდილობდა.
Bill, with whom John had an extremely close relationship, lost a leg as a teenager trying to hop a freight train.
599272.
ველურ გარემოში | თავი 8
1973 წელს მან გაუგებარი და იდუმალებით მოცული წერილი დატოვა, რომელშიც ხანგრძლივი მოგზაურობის შესახებ საუბრობდა, შემდეგ უკვალოდ გაქრა.
In 1973, Bill posted an enigmatic letter alluding vaguely to plans for an extended trip and then disappeared without a trace.
599273.
ველურ გარემოში | თავი 8
დღემდე არავინ იცის, რა დაემართა.
To this day nobody knows what became of him.
599274.
ველურ გარემოში | თავი 8
მას შემდეგ, რაც მთამსვლელობას მიჰყო ხელი, უბედური შემთხვევის ან სუიციდის შედეგად ჯონის რვა უახლოესი მეგობარი დაიღუპა.
And after John learned to climb, eight of his intimates and climbing partners were killed in accidents or committed suicide.
599275.
ველურ გარემოში | თავი 8
1978 წლის მარტში უოტერმენი თავისი ყველაზე გასაოცარი ექსპედიციისთვის მოემზადა, ეს იყო მარტო ასვლა ჰანტერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქედის ტოტზე იმ მარშრუტით, რომელზედაც გამოცდილი ალპინისტების სამი ექსპედიცია დაიღუპა.
In March 1978, Waterman embarked on his most astonishing expedition, a solo ascent of Mt. Hunter’s southeast spur, an unclimbed route that had previously defeated three teams of elite mountaineers.
599276.
ველურ გარემოში | თავი 8
ამ ასვლის შესახებ ჟურნალში „კლაიმბინგი“ გლენ რენდალი უოტერმენის სიტყვებს იშველიებს, რომ მისი თანამგზავრები მთაზე ასვლისას იყვნენ „ქარი, თოვლი და სიკვდილი“.
Writing about the feat in Climbing magazine, the journalist Glenn Randall reported that Waterman described his companions on the climb as “the wind, the snow and death”:
599277.
ველურ გარემოში | თავი 8
ბეზესავით ფოროვანი კარნიზები კილომეტრნახევრიანი უფსკრულების თავზე გადაკიდებულიყო.
Cornices as airy as meringue jutted over voids a mile deep.
599278.
ველურ გარემოში | თავი 8
ყინულის ვერტიკალური კედლები ისეთივე მტვრევადი იყო, როგორიც ჭიქაში ჩაყრილი, გამდნარი და მერე ისევ გაყინული კუბები.
The vertical ice walls were as crumbly as a bucket of ice-cubes half-thawed, then refrozen.
599279.
ველურ გარემოში | თავი 8
ისინი ისეთ ვიწრო და ალესილ თხემებამდე მიდიოდა, რომ ყველაზე იოლი გამოსავალი მათზე გადაჯდომა და გასრიალება გახლდათ.
They led to ridges so narrow and so steep on both sides that straddling was the easiest solution.
599280.
ველურ გარემოში | თავი 8
დროდადრო ტკივილი და მარტოობა დარევდა ხელს, დაწვებოდა და ტიროდა.
At times the pain and loneliness overwhelmed him and he broke down and cried.