მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599281.
ველურ გარემოში | თავი 8
დამღლელი, უაღრესად სახიფათო ასვლის მეოთხმოცე დღეს უოტერმენი ჰანტერის ზღვის დონიდან 4442 მეტრის სიმაღლის მწვერვალზე ავიდა, რომელიც ალასკის ქედზე მდებარეობს, დენალის სამხრეთით.
After eighty-one days of exhausting, extremely hazardous climbing, Waterman reached the 14,573-foot summit of Hunter, which rises in the Alaska Range immediately south of Denali.
599282.
ველურ გარემოში | თავი 8
მომდევნო ცხრა კვირა არანაკლებ რთულ დაშვებას დასჭირდა.
Another nine weeks were required to make the only slightly less harrowing descent.
599283.
ველურ გარემოში | თავი 8
მთლიანად უოტერმენმა მთაში მარტოობაში 145 დღე გაატარა.
In total Waterman spent 145 days alone on the mountain.
599284.
ველურ გარემოში | თავი 8
როდესაც ცივილიზაციას დაუბრუნდა, სრულიად უფულო იყო და მფრინავის, კლიფ ჰადსონისგან ოცი დოლარი ისესხა – მფრინავი მას მთების ძირში დახვდა, რომ ფერბენკსში გადაეფრინა, სადაც ჯონი ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა.
When he got back to civilization, flat broke, he borrowed twenty dollars from Cliff Hudson, the bush pilot who’d flown him out of the mountains, and returned to Fairbanks, where the only work he could find was washing dishes.
599285.
ველურ გარემოში | თავი 8
უოტერმენი ფერბენკსის ალპინისტების წრეში ნამდვილი გმირი იყო.
Waterman was nevertheless hailed as a hero by the small fraternity of Fairbanks climbers.
599286.
ველურ გარემოში | თავი 8
მან ჰანტერზე ასვლის სლაიდების საჯარო ჩვენება მოაწყო და ბრედის თქმით, ეს დაუვიწყარი, დაუჯერებელი, სრულიად თავისუფალი პერფორმანსი გახლდათ.
He gave a public slide show of the Hunter ascent that Brady calls it was an incredible performance, completely uninhibited.
599287.
ველურ გარემოში | თავი 8
ის დაუფარავად გვიზიარებდა საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებს, უფსკრულში ჩავარდნის შიშს, სიკვდილის შიშს.
He poured out all his thoughts and feelings, his fear of failure, his fear of death.
599288.
ველურ გარემოში | თავი 8
ისეთი გრძნობა გვქონდა, თითქოს ჩვენც მის გვერდით ვიყავით.
It was like you were there with him.
599289.
ველურ გარემოში | თავი 8
ლეგენდარული ასვლის მომდევნო თვეებში ჯონმა დაასკვნა, რომ საკუთარ სულში ჩაბუდებული დემონები ამით კი არ დააწყნარა, პირიქით, წაახალისა.
In the months following the epic deed, though, Waterman discovered that instead of putting his demons to rest, success had merely agitated them.
599290.
ველურ გარემოში | თავი 8
უოტერმენის გონებამ ნელ-ნელა მოშლა დაიწყო.
Waterman’s mind began to unravel.
599291.
ველურ გარემოში | თავი 8
ბრედი იხსენებს: – ჯონი მუდამ კრიტიკულად იყო განწყობილი საკუთარი თავისადმი, მუდამ აანალიზებდა თავის ყველა ქმედებას.
- John was very self-critical, always analyzing himself, - Brady recalls.
599292.
ველურ გარემოში | თავი 8
შეპყრობილი ადამიანივით იქცეოდა.
He’d always been kind of compulsive.
599293.
ველურ გარემოში | თავი 8
თან დაატარებდა ბლოკნოტების დასტას.
He used to carry around a stack of notepads.
599294.
ველურ გარემოში | თავი 8
დაწვრილებით იწერდა ყველაფერს, რაც დღის განმავლობაში მოხდა.
He’d take copious notes, creating a complete record of everything he did during the course of each day.
599295.
ველურ გარემოში | თავი 8
მახსოვს, ერთხელ ფერბენკსის ცენტრში შევხვდით.
I remember running into him once in downtown Fairbanks.
599296.
ველურ გარემოში | თავი 8
როცა დავემშვიდობე, ბლოკნოტი ამოიღო, საათი ჩაინიშნა და ჩაიწერა ჩვენი საუბრის შინაარსი, თუმცა სერიოზულზე არაფერზე გვილაპარაკია.
As I walked up, he got out a clipboard, logged in the time he saw me and recorded what our conversation was about—which wasn’t much at all.
599297.
ველურ გარემოში | თავი 8
ამას სამი თუ ოთხი გვერდი დასჭირდა, იმ ყველაფერთან ერთად, რაც დღის განმავლობაში თავს გადახდა.
His notes on our meeting were three or four pages down, behind all the other stuff he’d already scribbled that day.
599298.
ველურ გარემოში | თავი 8
დარწმუნებული ვარ, ასეთი ბლოკნოტები უთვალავი რაოდენობით ჰქონდა.
Somewhere he must have had piles and piles and piles of notes like that.
599299.
ველურ გარემოში | თავი 8
ამის შემდეგ მცირე ხანი გავიდა და უოტერმენმა ადგილობრივი სკოლის ხელმძღვანელობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, მისი პროგრამა თავისუფალი სექსისა და ჰალუცინოგენური საშუალებების ლეგალიზაციას ითვალისწინებდა.
Soon thereafter Waterman ran for the local school board on a platform promoting unrestricted sex for students and the legalization of hallucinogenic drugs.
599300.
ველურ გარემოში | თავი 8
რასაკვირველია, არჩევნებში დამარცხდა, რაც მხოლოდ თავად გაიკვირვა, თუმცა მაშინვე სხვა არჩევნებისთვის მზადებას შეუდგა, ამჯერად ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის.
He lost the election, to nobody’s surprise save his own, but immediately launched another political campaign, this time for the presidency of the United States.