მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599341.
ველურ გარემოში | თავი 8
ასეთი დაბნეულობა და უყურადღებობა დიდი სიურპრიზი სრულებით არ ყოფილა მარკ სტოპელის, ფერბენკსის ახალგაზრდა მცხოვრებისთვის, რომელიც ცხრა თვე მუშაობდა მაკ-კანთან ერთად ნავთობსადენზე, ვიდრე აწოწილი ტეხასელი ბრუქსის ქედზე გაემგზავრებოდა.
This astounding oversight wasn’t a great surprise to Mark Stoppel, a young Fairbanks resident who had come to know McCunn well during the nine months they worked on the pipeline together, shortly before the lanky Texan departed for the Brooks Range.
599342.
ველურ გარემოში | თავი 8
– კარლი მეგობრული, უაღრესად პოპულარული, ყველასთვის საყვარელი ბიჭი იყო, – იხსენებს სტოპელი.
- Carl was a friendly, extremely popular, down-home sort of guy, - Stoppel recalls.
599343.
ველურ გარემოში | თავი 8
– მკვირცხლი გონებისას, იმავდროულად ცოტათი მეოცნებე ბუნება ჰქონდა, რეალობას მოწყვეტილი ჩანდა.
- And he seemed like a smart guy, but there was a side to him that was a little bit dreamy, a little bit out of touch with reality.
599344.
ველურ გარემოში | თავი 8
ემოციური გახლდათ.
He was flamboyant.
599345.
ველურ გარემოში | თავი 8
ხმაურიანი წვეულებები უყვარდა.
He liked to party hard.
599346.
ველურ გარემოში | თავი 8
უკიდურესი პასუხისმგებლობა ახასიათებდა, მაგრამ ხანდახან იმპულსურად მოქმედებდა, თავის მოწონების, წარმოჩენისთვის.
He could be extremely responsible, but he had a tendency to wing it sometimes, to act impulsively, to get by on bravado and style.
599347.
ველურ გარემოში | თავი 8
არა, სრულებით არ გამკვირვებია, რომ კარლს დაავიწყდა უკან დაბრუნების საკითხის შეთანხმება.
No, I guess it really doesn’t surprise me that Carl went out there and forgot to arrange to be picked up.
599348.
ველურ გარემოში | თავი 8
თუმცა ჩემი გაკვირვება ძნელია.
But then I’m not easily shocked.
599349.
ველურ გარემოში | თავი 8
ბევრი მეგობარი დამეღუპა – ზოგი დაიხრჩო, ზოგიც გაურკვეველ ვითარებაში გამოესალმა სიცოცხლეს.
I’ve had several friends who drowned or got murdered or died in weird accidents.
599350.
ველურ გარემოში | თავი 8
ალასკაზე ცხოვრებისას ეჩვევი, რომ რაღაც უცნაური ხდება ხოლმე.
In Alaska you get used to strange stuff happening.
599351.
ველურ გარემოში | თავი 8
აგვისტოს მიწურულს დღემ დაიკლო და ბრუქსის ქედის მიდამოებში აცივდა.
In late August, as the days grew shorter and the air turned sharp and autumnal in the Brooks Range.
599352.
ველურ გარემოში | თავი 8
მაკ-კანი უკვე წუხდა, რომ არავინ ჩამოფრინდა მის წასაყვანად.
McCunn began to worry when nobody arrived to fly him out.
599353.
ველურ გარემოში | თავი 8
„ვფიქრობ, დაბრუნების საკითხს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდი, თუმცა ყველაფერი მალე გაირკვევა“, ჩაწერა თავის დღიურში, რომელიც მაკ-კანის სიკვდილის შემდეგ ხუთგვერდიანი მოთხრობის სახით კრის კეპსმა „ფერბენკს დეილი ნიუ მაინერში“ დაბეჭდა.
“I think I should have used more foresight about arranging my departure I’ll soon find out,” he confessed to his diary, significant portions of which were published posthumously in a five-part story by Kris Capps in the Fairbanks Daily News– Miner.
599354.
ველურ გარემოში | თავი 8
კვირიდან კვირამდე გრძნობდა ზამთრის მოახლოებას.
Week by week he could feel the accelerating advance of winter.
599355.
ველურ გარემოში | თავი 8
საკვების მარაგი ილეოდა, მაკ-კანი ძალიან ნანობდა, რომ ათობით ვაზნა ტბაში მოისროლა.
As his food supply grew meager, McCunn deeply regretted tossing all but a dozen of his shotgun shells into the lake.
599356.
ველურ გარემოში | თავი 8
„თავიდან ვერ ვიშორებ ფიქრს იმ ვაზნებზე, ორი თვის წინ რომ ტბაში ჩავყარე, – წერდა ის.
“I keep thinking of all the shotgun shells I threw away about two months ago,” he wrote.
599357.
ველურ გარემოში | თავი 8
– ეს ხუთი ყუთი თვალში მეჩხირებოდა, სისულელედ მიმაჩნდა ამდენის ყიდვა.
- Had five boxes and when I kept seeing them sitting there I felt rather silly for having brought so many.
599358.
ველურ გარემოში | თავი 8
ვინ იფიქრებდა, რომ შიმშილით სიკვდილის თავიდან ასარიდებლად ასე დამჭირდებოდა.
Who would have known I might need them just to keep from starving.
599359.
ველურ გარემოში | თავი 8
შემდეგ, სექტემბრის ერთ ყინვიან დილას, ხსნა ხელის გაწვდენაზე აღმოჩნდა.
Then, on a brisk September morning, deliverance seemed to be at hand.
599360.
ველურ გარემოში | თავი 8
მაკ-კანი იხვებზე ნადირობდა, როდესაც სიჩუმე თვითმფრინავის ძრავას ზუზუნმა გაკვეთა.
McCunn was stalking ducks with what remained of his ammunition when the stillness was rocked by the buzz of an airplane.