მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599361.
ველურ გარემოში | თავი 8
მფრინავმა ბანაკი შენიშნა, ორჯერ შემოუარა ტბას დაბალ სიმაღლეზე, რომ იქაურობა უკეთ დაეთვალიერებინა.
The pilot, spotting the camp, circled twice at a low altitude for a closer look.
599362.
ველურ გარემოში | თავი 8
მაკ-კანი საძილე ტომრის კაშკაშა ნარინჯისფერ ბუდეს იქნევდა.
McCunn waved wildly with a fluorescent-orange sleeping-bag cover.
599363.
ველურ გარემოში | თავი 8
თვითმფრინავს ბორბლები ჰქონდა და არა ტივტივები, შესაბამისად, ვერ დაეშვებოდა, მაგრამ მაკ-კანი დარწმუნებული იყო, მფრინავი აცნობებდა მის ადგილმდებარეობას და ჰიდროთვითმფრინავს გამოაგზავნიდნენ.
The aircraft was equipped with wheels rather than floats and thus couldn’t land, but McCunn was certain he’d been seen and had no doubt the pilot would summon a floatplane to return for him.
599364.
ველურ გარემოში | თავი 8
ისეთი დარწმუნებული გახლდათ, რომ დღიურში ჩაწერა: „ხელის ქნევა მალევე შევწყვიტე.
He was so sure of this he recorded in the journal that “I stopped waving after the first pass.
599365.
ველურ გარემოში | თავი 8
ბანაკში სწრაფი ნაბიჯით დავბრუნდი, ბარგი უნდა შემეკრა.
I then got busy packing things up and getting ready to break camp.
599366.
ველურ გარემოში | თავი 8
მაგრამ თვითმფრინავი იმ დღეს არ ჩამოფრინდა, არც მეორე დღეს და არც მომდევნო დღეებში.
But no airplane arrived that day, or the next day, or the next.
599367.
ველურ გარემოში | თავი 8
მოგვიანებით მაკ-კანმა თავისი მონადირის ლიცენზიის უკანა ყდას დახედა და მიზეზსაც მიხვდა.
Eventually, McCunn looked on the back of his hunting license and understood why.
599368.
ველურ გარემოში | თავი 8
ფურცელზე მფრინავებთან მიწიდან ჟესტებით ურთიერთობის რამდენიმე საბაზისო ჟესტი იყო მითითებული.
Printed on the little square of paper were drawings of emergency hand signals for communicating with aircraft from the ground.
599369.
ველურ გარემოში | თავი 8
„გამახსენდა, რომ მარჯვენა ხელი ავწიე და მუშტი გავაქნიე, როდესაც თვითმფრინავმა მეორე წრე შემოხაზა – ეს უბრალო, მისალმების მეგობრული ჟესტი იყო.
“I recall raising my right hand, shoulder high and shaking my fist on the plane’s second pass, it was a little cheer-—like when your team scored a touchdown or something.”
599370.
ველურ გარემოში | თავი 8
საუბედუროდ, მხოლოდ გვიან გავარკვიე, რომ ცალი ხელის აწევა ნიშნავს „ყველაფერი რიგზეა, დახმარება არ მჭირდება“.
Unfortunately, as he learned too late, raising a single arm is the universally recognized signal for “all OK, assistance not necessary.”
599371.
ველურ გარემოში | თავი 8
საჭირო სიგნალი „SOS; დაუყოვნებლივ გამოგზავნეთ დახმარება“ ორივე ხელის აწევით გამოიხატება.
The signal for “SOS, send immediate help,” is two upraised arms.
599372.
ველურ გარემოში | თავი 8
ამით აიხსნება, თითქმის გაფრენილებმა, რატომ გადაწყვიტეს მოულოდნელად ისევ დაბრუნება, კიდევ ერთი წრე შემოუარეს, მე კი მათ საერთოდ აღარაფერი ვანიშნე (სინამდვილეში, თვითმფრინავს ზურგი შევაქციე კიდეც), – ფილოსოფიურად მსჯელობდა მაკ-კანი.
That’s probably why after they flew somewhat away they returned for one more pass and on that one I gave no signal at all (in fact I may have even turned my back to the plane as it passed), - McCunn mused philosophically.
599373.
ველურ გარემოში | თავი 8
– ალბათ ჩათვალეს, რომ შერეკილი ვარ.
- They probably blew me off as a weirdo.
599374.
ველურ გარემოში | თავი 8
სექტემბრის ბოლოს ტაიგა თოვლმა დაფარა და ტბა გაიყინა.
By the end of September, snow was piling up on the tundra, and the lake had frozen over.
599375.
ველურ გარემოში | თავი 8
საკვები გამოელია, მაკ-კანი ასკილს აგროვებდა და კურდღლებს მახეებს უგებდა.
As the provisions he’d brought ran out, McCunn made an effort to gather rose hips and snare rabbits.
599376.
ველურ გარემოში | თავი 8
ერთხელ ტბაში დამხრჩვალი ავადმყოფი კარიბუს ხორციც იშოვა.
At one point he managed to scavenge meat from a diseased caribou that had wandered into the lake and died.
599377.
ველურ გარემოში | თავი 8
ოქტომბერში სხეულის ცხიმი უკვე მონელებული ჰქონდა და გრძელ, ცივ ღამეებში სითბოს ვეღარ უნარჩუნებდა.
By October, however, he had metabolized most of his body fat and was having difficulty staying warm during the long, cold nights.
599378.
ველურ გარემოში | თავი 8
„ქალაქში ალბათ ვინმე უნდა მიხვდეს, თუ აქამდე არ გამოვჩნდი, ესე იგი რაღაც დამემართა“, ჩაწერა დღიურში.
“Certainly someone in town should have figured something must be wrong—me not being back by now,” he noted.
599379.
ველურ გარემოში | თავი 8
თვითმფრინავი არ გამოჩენილა.
But still no plane appeared.
599380.
ველურ გარემოში | თავი 8
– ეს მხოლოდ კარლს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ვიღაც უეცრად მის გადასარჩენად მივიდოდა, – ამბობს სტოპელი.
- It would be just like Carl to assume that somebody would magically appear to save him, - says Stoppel.