მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599621.
ველურ გარემოში | თავი 10
გოლიენი თავისას დაჟინებით იმეორებდა და მის ყოველ სიტყვასთან ერთად ელისის უნდობლობა თანდათან ქრებოდა.
But Gallien persisted, and the more he talked, the more Ellis’s skepticism receded.
599622.
ველურ გარემოში | თავი 10
უპირველეს ყოვლისა, გოლიენმა აღწერა აღჭურვილობის ნაწილი, რომელიც სტატიაში მითითებული არ იყო, მაგრამ ბანაკში იპოვეს.
Gallien described several pieces of equipment not mentioned in the newspaper account that matched gear found with the body.
599623.
ველურ გარემოში | თავი 10
გარდა ამისა, ელისს ახსოვდა დღიურში ჩანაწერი: „ფერბენკსი დავტოვე."
And then Ellis noticed that the first cryptic entry in the hiker’s journal read, “Exit Fairbanks."
599624.
ველურ გარემოში | თავი 10
ამასობაში რეინჯერებმა გარდაცვლილის კუთვნილი მინოლტას აპარატით გადაღებული ფოტოები გაამჟღავნეს, რომელთაგან რამდენიმე აშკარად ავტოპორტრეტი იყო.
The troopers had by this time developed the roll of film in the hiker’s Minolta, which included several apparent self-portraits.
599625.
ველურ გარემოში | თავი 10
– როდესაც სამსახურში მისი ფოტო გამომიგზავნეს, ეჭვი გაიფანტა.
- When they brought the pictures out to the job site where I was working.
599626.
ველურ გარემოში | თავი 10
რაკი მაკ-კენდლესმა გოლიენს უთხრა, რომ წარმოშობით სამხრეთ დაკოტიდან იყო, რეინჯერები მაშინვე ნათესავების ძებნას შეუდგნენ.
Because McCandless had told Gallien he was from South Dakota, the troopers immediately shifted their search there for the hiker’s next of kin.
599627.
ველურ გარემოში | თავი 10
აღმოაჩინეს ცნობა სამხრეთ დაკოტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქიდან მაკ-კენდლესად წოდებული პიროვნების გაუჩინარების შესახებ; ეს პატარა ქალაქი უეინ უესტერბერგის სახლიდან ოცდაათიოდე კილომეტრით იყო დაშორებული.
An all-points bulletin turned up a missing person named McCandless from eastern South Dakota, coincidentally from a small town only twenty miles from Wayne Westerberg’s home in Carthage, and for a while the troopers thought they’d found their man.
599628.
ველურ გარემოში | თავი 10
გამოძიება ამ კვალს გაჰყვა, მაგრამ ვერაფერი შეიტყო.
But this, too, turned out to be a false lead.
599629.
ველურ გარემოში | თავი 10
უესტერბერგს თავისი მეგობრის შესახებ, რომელსაც ალექს მაკ-კენდლესად იცნობდა, არაფერი სმენოდა, წინა წლის გაზაფხულზე ფერბენკსიდან მიღებული ბარათის შემდეგ.
Westerberg had heard nothing from the friend he knew as Alex McCandless since receiving the postcard from Fairbanks the previous spring.
599630.
ველურ გარემოში | თავი 10
13 სექტემბერს, როდესაც მუშების ბრიგადა ჩრდილოეთ დაკოტაში, მონტანაში მოსავლის აღების შემდეგ შინ, კართეიჯში მანქანით მიჰყავდა, მისი რაცია ახრიალდა.
On September 13, he was rolling down an empty ribbon of blacktop outside Jamestown, North Dakota, leading his harvest crew home to Carthage after wrapping up the fourmonth cutting season in Montana, when the VHF barked to life.
599631.
ველურ გარემოში | თავი 10
– უეინ, – გაისმა მეორე სატვირთო მანქანის მძღოლის ხმა.
- Wayne, - an anxious voice crackled over the radio from one of the crew’s other trucks.
599632.
ველურ გარემოში | თავი 10
რა მოხდა?
What’s up?
599633.
ველურ გარემოში | თავი 10
– სწრაფად ჩართე და პოლ ჰარვის მოუსმინე.
- Quick—turn on your AM, and listen to Paul Harvey.
599634.
ველურ გარემოში | თავი 10
ვიღაც ბიჭზე ლაპარაკობს, ალასკაზე დაიღუპა.
He’s talking about some kid who starved to death up in Alaska.
599635.
ველურ გარემოში | თავი 10
მგონი, ჩვენს ალექსს ძალიან ჰგავს.
Sounds a whole lot like Alex.
599636.
ველურ გარემოში | თავი 10
უესტერბერგმა მხოლოდ პოლ ჰარვის გადაცემის დასასრულს მიუსწრო, მაგრამ იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ზოგიერთი დეტალი ძალიან აგონებდა მეგობარს.
Westerberg found the station in time to catch the tail end of the Paul Harvey broadcast, and he was forced to agree: The few sketchy details made the anonymous hiker sound distressingly like his friend.
599637.
ველურ გარემოში | თავი 10
კართეიჯში დაბრუნებისთანავე აღელვებულმა უეინმა ალასკელ რეინჯერებს ტელეფონით აცნობა, რომ დაღუპულს იცნობდა.
As soon as he got to Carthage, a dispirited Westerberg phoned the Alaska State Troopers to volunteer what he knew about the deceased.
599638.
ველურ გარემოში | თავი 10
ამასობაში გაზეთებითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით მთელ ქვეყანაში გავრცელდა ინფორმაცია და ნაწყვეტები მისი დღიურიდან.
By that time, however, stories about the dead hiker, including excerpts from his diary, had been given prominent play in newspapers across the country.
599639.
ველურ გარემოში | თავი 10
რეინჯერებთან ასობით ადამიანი რეკავდა, რომლებიც თითქოს გარდაცვლილს იცნობდნენ, ამიტომ მათ უესტერბერგის შეტყობინება, გოლიენის ინფორმაციისგან განსხვავებით, სერიოზულად არ მიიღეს.
As a consequence the troopers were swamped with calls from people claiming to know the hiker’s identity, so they were even less receptive to Westerberg than they had been to Gallien.
599640.
ველურ გარემოში | თავი 10
– პოლიციელმა მითხრა, რომ უკვე ორას ორმოცდაათზე მეტი ადამიანი აცხადებდა, თითქოს ალექსი მათი შვილი, მეგობარი ან ძმა იყო, – ამბობს უესტერბერგი.
- The cop told me they’d had more than one hundred fifty calls from folks who thought Alex was their kid, their friend, their brother, - says Westerberg.