მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599681.
ველურ გარემოში | თავი 11
მაკ-კენდლესების სახლი ჩესაპიკის ყურეში, მერილენდში, გემოვნებითაა მორთული, იქაურობა სისუფთავისგან კრიალებს, უწესრიგობის კვალი არ ჩანს.
The McCandless home in Chesapeake Beach, Maryland, is tastefully decorated, spotless, devoid of clutter.
599682.
ველურ გარემოში | თავი 11
უზარმაზარი, იატაკიდან ჭერამდე ფანჯრებიდან ყურის ნისლიანი პანორამა იშლება.
Floor-to-ceiling windows take in the hazy panorama of the bay.
599683.
ველურ გარემოში | თავი 11
დიდი „შევროლე“ და თეთრი „კადილაკი“ სახლის წინ დგას, გარაჟში გულდასმით აღდგენილი 69 წლის „კორვეტი“ ისვენებს, ხოლო დოკთან ღუზაზე დგას ათი მეტრის სიგრძის სასეირნოდ განკუთვნილი კატამარანი.
A big Chevy Suburban and a white Cadillac are parked out front, a painstakingly restored ’69 Corvette sits in the garage, a thirty-foot cruising catamaran is moored at the dock.
599684.
ველურ გარემოში | თავი 11
უკვე მრავალი დღეა, სასადილო მაგიდაზე ოთხი დიდი დაფა დევს, მათზე სურათებია მიმაგრებული, რომლებიც კრისის ხანმოკლე ცხოვრებას ასახავს.
Four large squares of poster board, covered with scores of photos documenting the whole brief span of Chris’s life, have occupied the dining-room table for many days now.
599685.
ველურ გარემოში | თავი 11
ბილი მაგიდას ფრთხილად უვლის გარშემო, უთითებს პაწაწინა კრისს სათამაშო ცხენზე; რვა წლისას, ყვითელ საწვიმარში გამოწყობილი პირველ ლაშქრობაში გახარებული რომ მიდის.
Moving deliberately around the display, Billie points out Chris as a toddler astride a hobby horse, Chris as a rapt eight-year-old in a yellow rain slicker on his first backpacking trip.
599686.
ველურ გარემოში | თავი 11
– ყველაზე მძიმე... - უოლტერი არდადეგებზე გადაღებულ ფოტოს დასცქერის, სადაც კრისი ჯამბაზობს, ხმა უწყდება, სიტყვები ძნელი გასარჩევია, – ყველაზე მძიმე იმის გააზრებაა, რომ ის ჩვენ გვერდით აღარაა.
- The hardest part... - says Walt, pausing over a shot of his son clowning around on a family vacation, his voice cracking almost imperceptibly, - is simply not having him around anymore.
599687.
ველურ გარემოში | თავი 11
მასთან ერთად ბევრი დრო მაქვს გატარებული, მეტი, ვიდრე დანარჩენ ბავშვებთან.
I spent a lot of time with Chris, perhaps more than with any of my other kids.
599688.
ველურ გარემოში | თავი 11
მართლაც მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა, იმის მიუხედავად, რომ გულს ხშირად გვტკენდა.
I really liked his company even though he frustrated us so often.
599689.
ველურ გარემოში | თავი 11
უოლტს რუხი სპორტული შარვალი, ჩოგანბურთის თამაშებისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელი და ბეისბოლის სატინის ქურთუკი აცვია რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის ლოგოთი.
Walt is wearing gray sweatpants, racquetball shoes, and a satin baseball jacket embroidered with the logo of the Jet Propulsion Laboratory.
599690.
ველურ გარემოში | თავი 11
იმის მიუხედავად, რომ საშინაო სამოსი აცვია, ავტორიტეტსა და ძალაუფლებას ასხივებს.
Despite the casual attire, he projects an air of authority.
599691.
ველურ გარემოში | თავი 11
ის სახელგანთქმული სპეციალისტია თავისი მოღვაწეობის იდუმალ სფეროში, მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებით ამზადებს სინთეზირებული აპერტურის მქონე რადარს ანუ SAR-ს.
Within the ranks of his arcane field—an advanced technology called synthetic aperture radar, or SAR—he is an eminence.
599692.
ველურ გარემოში | თავი 11
1978 წლიდან მოყოლებული, როდესაც დედამიწის გარშემო ორბიტაზე გაუშვეს პირველი SAR-ით აღჭურვილი ხელოვნური თანამგზავრი, შეასატ-ი.
SAR has been a component of high-profile space missions since 1978, when the first SAR-equipped satellite, Seasat, was placed into orbit around the earth.
599693.
ველურ გარემოში | თავი 11
ავტობიოგრაფიის პირველ სტრიქონში ვკითხულობთ: „დაშვება: აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო.
The first line of Walt’s résumé reads “Clearance: Current U.S. Department of Defense Top Secret.
599694.
ველურ გარემოში | თავი 11
სამუშაო გამოცდილების აღწერა შემდეგი სიტყვებით იწყება: „კერძო საკონსულტაციო მომსახურება შემიძლია დისტანციური მიმღებების, კოსმოსური თანამგზავრების პროექტირების, ასოცირებულ რეჟიმში სიგნალის მიღების სფეროებში, ასევე ინფორმაციის მიღება-დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებში“.
A little farther down the page an account of his professional experience begins: “I perform private consulting services aligned with remote sensor and satellite system design, and associated signal processing, data reduotion and information extraction tasks.”
599695.
ველურ გარემოში | თავი 11
კოლეგები მას ბრწყინვალე სპეციალისტად მიიჩნევენ.
Colleagues refer to him as brilliant.
599696.
ველურ გარემოში | თავი 11
უოლტი ყურადღების ცენტრში ყოფნასაა მიჩვეული.
Walt is accustomed to calling the shots.
599697.
ველურ გარემოში | თავი 11
გაუცნობიერებლად, რეფლექსურად აქვს ყველაფრის კონტროლის სურვილი.
Taking control is something he does unconsciously, reflexively.
599698.
ველურ გარემოში | თავი 11
მართალია, რბილად, ამერიკული დასავლეთისთვის დამახასიათებელი აუჩქარებელი ტემპით საუბრობს, მაგრამ ხმაში მაინც გამოერევა ლითონის ჟღერადობა, ხოლო მძიმე ყბა ფარულ შინაგან ნერვიულობაზე მიანიშნებს.
Although he speaks softly in the unhurried cadence of the American West, his voice has an edge, and the set of his jaw betrays an undercurrent of nervous energy.
599699.
ველურ გარემოში | თავი 11
რამდენად მაღალია მისი დაძაბულობა, ოთახშიც კი თვალნათლივ ჩანს, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ სადაცაა ნაპერწკლებს ისვრის.
Even from across the room it is apparent that some very high voltage is crackling through his wires.
599700.
ველურ გარემოში | თავი 11
უკვე გასაგებია, საიდან ჰქონდა კრისს ასეთი ძალა.
There is no mistaking whence Chris’s intensity came.