მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600241.
ველურ გარემოში | თავი 13
კრისის იარაღი, დურბინდი, რონალდ ფრანცის ნაჩუქარი ანკესი, ჯენ ბურის მიცემული შვეიცარიული სამხედრო დანები, წიგნი მცენარეების შესახებ, რომელშიც მისი ყოველდღიური ჩანაწერები იყო, „მინოლტას“ ფოტოაპარატი და ხუთი ფირი.
Chris’s rifle, a pair of binoculars, the fishing rod Ronald Franz had given him, one of the Swiss Army knives Jan Burres had given him, the book of plant lore in which his journal was written, a Minolta camera, and five rolls of film—not much else.
600242.
ველურ გარემოში | თავი 13
კორონერმა რაღაც დოკუმენტები გადააწოდა, რომლებსაც სემმა ხელი მოაწერა და უკან დაუბრუნა.
The coroner passed some papers across her desk, Sam signed them and passed them back.
600243.
ველურ გარემოში | თავი 13
ფერბენკსში ჩასვლიდან ოცდაოთხი საათიც არ იყო გასული, რომ კარინი და სემი ანკორიჯში გაფრინდნენ, სადაც ლაბორატორიაში გაკვეთის შემდეგ კრისის სხეულის კრემაცია მოხდა.
Less than twenty-four hours after landing in Fairbanks, Carine and Sam flew on to Anchorage, where Chris’s body had been cremated following the autopsy at the Scientific Crime Detection Laboratory.
600244.
ველურ გარემოში | თავი 13
მორგიდან ფერფლი მათ სასტუმროში მიუტანეს.
The mortuary delivered Chris’s ashes to their hotel.
600245.
ველურ გარემოში | თავი 13
– გამიკვირდა, ასეთი დიდი ყუთი რომ დავინახე, – ამბობს კარინი.
- I was surprised how big the box was, - Carine says.
600246.
ველურ გარემოში | თავი 13
– მისი სახელი შეცდომით ეწერა.
- His name was printed wrong.
600247.
ველურ გარემოში | თავი 13
წარწერა მიუთითებდა: კრისტოფერ რ. მაკ-კენდლესი.
The label said CHRISTOPHER R. MCCANDLESS.
600248.
ველურ გარემოში | თავი 13
მისი შუა ინიციალი კი ჯ. არის.
His middle initial is really J.
600249.
ველურ გარემოში | თავი 13
მეწყინა, რომ ამის ნორმალურად მოგვარებაც კი ვერ შეძლეს.
It ticked me off that they didn’t get it right.
600250.
ველურ გარემოში | თავი 13
მერე გავიფიქრე, რომ კრისი ამას ყურადღებასაც არ მიაქცევდა, ალბათ გაართობდა კიდეც.
Then I thought, Chris wouldn’t care, he’d think it was funny.
600251.
ველურ გარემოში | თავი 13
მეორე დილით თვითმფრინავით მერილენდში გაფრინდნენ.
They caught a plane for Maryland the next morning.
600252.
ველურ გარემოში | თავი 13
კარინს ზურგჩანთაში ედო ძმის ფერფლი.
Carine carried her brother’s ashes in her knapsack.
600253.
ველურ გარემოში | თავი 13
ფრენის დროს კარინს ეკიპაჟის შეთავაზებული საკვებიდან ნამცეცი არ დაუტოვებია, „იმის მიუხედავად, რომ თვითმფრინავში ყოველთვის საზიზღარ საკვებს გთავაზობენ.
During the flight home, Carine ate every scrap of food the cabin attendants set in front of her, “even though,” she says, “it was that horrible stuff they serve on airplanes.
600254.
ველურ გარემოში | თავი 13
მაგრამ წარმოუდგენელი მეჩვენა საჭმელი გადამეყარა იმ დროს, როდესაც კრისი მშიერი მოკვდა.
I just couldn’t bear the thought of throwing away food since Chris had starved to death.
600255.
ველურ გარემოში | თავი 13
მომდევნო კვირებში კარინმა მადა დაკარგა და ჭამა შეწყვიტა, ხუთი კილო დაიკლო და მისი მეგობრები შეშინდნენ, რომ ანორექსია ჩამოუყალიბდებოდა.
Over the weeks that followed, however, she found that her appetite had vanished, and she lost ten pounds, leading her friends to worry that she was becoming anorectic.
600256.
ველურ გარემოში | თავი 13
ჩესაპიკის სანაპიროს სახლში ჭამა შეწყვიტა ბილიმაც.
Back in Chesapeake Beach, Billie had stopped eating, too.
600257.
ველურ გარემოში | თავი 13
ორმოცდარვა წლის მინიატიურულმა ქალმა სამი კილო დაიკლო.
A tiny forty-eightyear- old woman with girlish features, she lost eight pounds.
600258.
ველურ გარემოში | თავი 13
უოლტი კი, პირიქით, ყველაფერს განურჩევლად ნთქავდა და სამი კილო მოიმატა.
Walt reacted the other way, eating compulsively, and gained eight pounds.
600259.
ველურ გარემოში | თავი 13
ერთი თვის შემდეგ ბილი მისაღები ოთახის მაგიდასთან ზის, კრისის ბოლო დღეების ამსახველ ფოტოებს დასცქერის.
A month later Billie sits at her dining room table, sifting through the pictorial record of Chris’s final days.
600260.
ველურ გარემოში | თავი 13
იმასღა ახერხებს, თავს ძალა დაატანოს და გადღაბნილ სურათებს დააკვირდეს.
It is all she can do to force herself to examine the fuzzy snapshots.