მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600181.
ველურ გარემოში | თავი 13
ვეტერინარმა ისიც კი თქვა, რომ ვეღარასოდეს გაივლიდა.
The vet said he’d never walk again after that accident.
600182.
ველურ გარემოში | თავი 13
ჩემს მშობლებს თავიდან არ ამოსდით აზრი – და სიმართლე გითხრათ, მეც ამასვე ვფიქრობ, – რა მოხდებოდა, კრისს ბაკლი თან რომ წაეყვანა.
My parents can’t help wondering—and I admit that I can’t, either—how things might have turned out different if Chris had taken Buck with him.
600183.
ველურ გარემოში | თავი 13
დიდად არ ადარდებდა საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, მაგრამ არასოდეს შეუქმნიდა საფრთხეს ბაკლის.
Chris didn’t think twice about risking his own life, but he never would have put Buckley in any kind of danger.
600184.
ველურ გარემოში | თავი 13
ძაღლი მის გვერდით რომ ყოფილიყო, ასე ალბათ არ გარისკავდა.
There’s no way he would have taken the same kind of chances if Buck had been with him.
600185.
ველურ გარემოში | თავი 13
კარინ მაკ-კენდლესი მეტრი და სამოცდაათი სანტიმეტრის სიმაღლისაა, შესაძლოა, ძმაზე ოდნავ მაღალი და ისე ჰგავს მას, რომ ხალხი ხშირად ეკითხებოდა, ტყუპისცალი ხომ არ იყო.
Standing five feet eight inches tall, Carine McCandless is the same height as her brother was, maybe an inch taller, and looks enough like him that people frequently asked if they were twins.
600186.
ველურ გარემოში | თავი 13
ცოცხალი მოსაუბრე, სახიდან ხშირად იშორებს წელამდე გრძელ თმას თავის გაქნევით, ხოლო განსაკუთრებით მღელვარე მომენტებში კოხტა ხელებს იშველიებს.
An animated talker, she flips her waistlength hair from her face with a toss of her head as she speaks and chops the air for emphasis with small, expressive hands.
600187.
ველურ გარემოში | თავი 13
ის ფეხშიშველია.
She is barefoot.
600188.
ველურ გარემოში | თავი 13
კისერზე ოქროს ჯვარცმა ქანაობს.
A gold crucifix dangles from her neck.
600189.
ველურ გარემოში | თავი 13
საგულდაგულოდ გაუთოებულ ჯინსებზე წინა მხარეს ნაკეცები მოჩანს.
Her neatly pressed jeans have creases down the front.
600190.
ველურ გარემოში | თავი 13
კრისის მსგავსად, კარინიც ენერგიული და თავდაჯერებულია, ბევრ რამეს მიაღწია და აზრის გამოსათქმელად დიდი ფიქრი არ სჭირდება.
Like Chris, Carine is energetic and self-assured, a high achiever, quick to state an opinion.
600191.
ველურ გარემოში | თავი 13
სიყმაწვილეში ძმასავით ბევრს ეკამათებოდა უოლტსა და ბილის.
She clashed fiercely with Walt and Billie as an adolescent.
600192.
ველურ გარემოში | თავი 13
მაგრამ მათ შორის განსხვავება მეტია, ვიდრე მსგავსება.
But the differences between the siblings were greater than their similarities.
600193.
ველურ გარემოში | თავი 13
კრისის გაუჩინარებიდან მცირე ხანში კარინი მშობლებს შეურიგდა.
Carine made peace with her parents shortly after Chris disappeared.
600194.
ველურ გარემოში | თავი 13
ის ახლა ოცდათორმეტი წლისაა და თვლის, რომ „არაჩვეულებრივი“ ურთიერთობა აქვთ.
Now, at the age of twenty-two, she calls their relationship “extremely good.”
600195.
ველურ გარემოში | თავი 13
კრისისგან განსხვავებით, საზოგადოებაში ყოფნა უყვარს და შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ ბუნებაში – ან სადმე სხვაგან – სრულიად მარტო მიდის.
She is much more gregarious than Chris was and can’t imagine going off into the wilderness—or virtually anywhere else—alone.
600196.
ველურ გარემოში | თავი 13
რასობრივი უსამართლობისადმი კრისის შეურიგებელ დამოკიდებულებას იზიარებს, თუმცა, მისი აზრით, არც მორალურ და არც რაიმე სხვა სახის გაკიცხვას არ იმსახურებს სიმდიდრე.
And although she shares Chris’s sense of outrage over racial injustice, Carine has no objection—moral or otherwise-—to wealth.
600197.
ველურ გარემოში | თავი 13
ახლახან შეიძინა ახალი მდიდრული სახლი და რეგულარულად, დღეში თოთხმეტ საათს მუშაობს ავტოშემკეთებელ ბიზნესში დაკავებულ კომპანიაში „C.A.R. Services, Incorporated“, რომლის მფლობელები კარინი და მისი ქმარი, კრის ფიში არიან.
She recently bought an expensive new home and regularly logs fourteen-hour days at C.A.R. Services, Incorporated, the autorepair business she owns with her husband, Chris Fish.
600198.
ველურ გარემოში | თავი 13
– ყოველთვის ვბრაზობდი დედასა და მამაზე, რომ ამდენს მუშაობდნენ და ჩვენთვის დრო არ რჩებოდათ, – ამბობს და იცინის, – ახლა კი შემომხედეთ: ზუსტად მათნაირად ვიქცევი.
- I was always getting on Mom and Dad’s case because they worked all the time and were never around, - she reflects with a self-mocking laugh, - and now look at me: I’m doing the same thing.
600199.
ველურ გარემოში | თავი 13
კარინის თქმით, კრისი მუდამ ხუმრობით ეკიდებოდა კაპიტალის დაგროვებისკენ მის ლტოლვას, ხან იორკის ჰერცოგინიას ეძახდა, ხან ივანა ტრამპ მაკ-კენდლესს, ხანაც ლეონა ჰელმსლის.
Chris, she confesses, used to poke fun at her capitalist zeal by calling her the duchess of York, Ivana Trump McCandless, and “a rising successor to Leona Helmsley.
600200.
ველურ გარემოში | თავი 13
თუმცა დის კრიტიკა არასოდეს გასცილებია ხუმრობის ფარგლებს.
His criticism of his sister never went beyond good-natured ribbing, however.