მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600261.
ველურ გარემოში | თავი 13
უყურებს და დროდადრო ამოიქვითინებს, ისე, როგორც ეს მხოლოდ დედას შეუძლია, რომელმაც შვილის დაკარგვის უზარმაზარი, გამოუსწორებელი მწუხარება გადაიტანა და ამის გააზრებასა და დატევას მისი გონება ვერ ახერხებს.
As she studies the pictures, she breaks down from time to time, weeping as only a mother who has outlived a child can weep, betraying a sense of loss so huge and irreparable that the mind balks at taking its measure.
600262.
ველურ გარემოში | თავი 13
ახლოდან დანახული ასეთი სიკვდილი უგუნურებად და სიყალბედ აქცევს სარისკო თავგადასავლების ხოტბას.
Such bereavement, witnessed at close range, makes even the most eloquent apologia for high-risk activities ring fatuous and hollow.
600263.
ველურ გარემოში | თავი 13
– ვერ ვხვდები, ასეთ რისკზე რატომ უნდა წასულიყო, – ამბობს ბილი და ცრემლებს ვერ იკავებს,
- I just don’t understand why he had to take those kind of chances, - Billie protests through her tears.
600264.
ველურ გარემოში | თავი 13
– ეს ყველაფერი, უბრალოდ, არ მესმის.
- I just don’t understand it at all.
600265.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
წინამდებარე თავში თქვენ გაეცნობით მარკეტინგის ძირითად ცნებებს.
This chapter introduces you to the basic concepts of marketing.
600266.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მოკლედ რომ ვთქვათ, მარკეტინგი არის მყიდველებთან მომგებიანი ურთიერთობის მართვა.
Simply put, marketing is managing profitable customer relationships.
600267.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტინგის მიზანია მყიდველთათვის ფასეულობების შექმნა და სანაცვლოდ მათგან სხვა ფასეულობების მიღება.
The aim of marketing is to create value for customers and capture value from customers in return.
600268.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
შემდეგ განვიხილავთ მარკეტინგული პროცესის ხუთ საფეხურს: მყიდველთა მოთხოვნილებების გაგებას, მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შექმნას, მარკეტინგული პროგრამების შედგენას, მყიდველთან ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და კომპანიისათვის ფასეულობის შექმნას.
Next we discuss the five steps in the marketing process—from understanding customer needs, to designing customer-driven marketing strategies and integrated marketing programs, to building customer relationships and capturing value for the firm.
600269.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ბოლოს, ყურადღებას გავამახვილებთ იმ ძირითად ტენდენციებსა და ძალებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მარკეტინგზე დღევანდელ დინამიკურ ეპოქაში.
Finally, we discuss the major trends and forces affecting marketing in this age of customer relationships.
600270.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ამ ძირითადი პრინციპების გაგება და მათი თქვენეული აღქმა მომავალში თქვენი მარკეტინგული ცოდნის მყარი საფუძველი იქნება.
Understanding these basic concepts and forming your own ideas about what they really mean to you will give you a solid foundation for all that follows.
600271.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
უკეთ რომ აღიქვათ ყოველივე ზემოთქმული და დაინახოთ მარკეტინგის როლი პრაქტიკაში, გავიცნოთ კომპანია ზაპოსი - მსოფლიოს ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და განვითარებადი ონლაინმაღაზია.
Let’s start with a good story about marketing in action at Zappos, one of the world’s fastest-growing Web retailers.
600272.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ზაპოსი: მყიდველებთან ურთიერთობის დამყარებისა და მათთვის ფასეულობის შექმნისაკენ ლტოლვა.
Zappos: A Passion for Creating Customer Value and Relationships.
600273.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
წარმოიდგინეთ საცალო მოვაჭრე, რომელიც იმდენად წარმატებულია და იმდენად კარგ მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს, რომ მათ სურთ, ამ კომპანიამ ახალ-ახალი ბიზნესები დაიწყოს, მაგალითად, გახსნას ავიაკომპანია ან შესთავაზოს ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურება.
Imagine a retailer with service so good its customers wish it would take over the Internal Revenue Service or start up an airline.
600274.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ამ კომპანიაში იმდენად აფასებენ მყიდველის შთაბეჭდილებას, რომ ეს ერთგვარ აკვიატებადაც კი ექცათ.
At Zappos, the customer experience really does come first—it’s an obsession.
600275.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ტონი შეი აცხადებს: „ჩვენი, როგორც კომპანიის, მთავარი მიზანია, შევქმნათ და მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო მომსახურება“.
Says Zappos understated CEO, Tony Hsieh, “Our whole goal at Zappos is for the Zappos brand to be about the very best customer service and customer experience.”
600276.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
როცა საქმე კლიენტებთან მომგებიან ურთიერთობას ეხება, ძნელად თუ მოიძებნება ისეთი კომპანია, რომელიც ზაპოსს შეედრება.
When it comes to creating customer value and relationships, few companies can match Zappos’ passion.
600277.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
დაარსდა 1999 წელს, როგორც ვებგვერდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა ფეხსაცმლის ფართო არჩევანს ბრენდის, სტილის, ფერის თუ ზომის მიხედვით, მოგვიანებით მან გააფართოვა თავისი ონლაინმაღაზიის ასორტიმენტი და დაამატა ტანსაცმელი, ხელჩანთები და აქსესუარები.
Launched in 1999 as a Web site that offered the absolute best selection in shoes—in terms of brands, styles, colors, sizes, and widths—the online retailer now carries many other categories of goods, such as clothing, handbags, and accessories.
600278.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მყიდველთა საუკეთესოდ მომსახურება თავიდანვე იყო ვებგვერდის მარკეტინგული სტრატეგიის ქვაკუთხედი.
From the start, the scrappy Web retailer made customer service a cornerstone of its marketing.
600279.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
შედეგად, ვებგვერდი საოცრად გაიზარდა.
As a result, Zappos has grown astronomically.
600280.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ამჟამად კომპანია ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება და მისი გაყიდვები 1 მილიარდ დოლარს შეადგენს, როცა 2000 წელს მხოლოდ 1.6 მილიონი დოლარი იყო.
It now serves more than 10 million customers annually, and gross merchandise sales top $1 billion, up from only $1.6 million in 2000.