მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600221.
ველურ გარემოში | თავი 13
მაგრამ მას საპასუხოდ არ გაუცინია.
But he didn’t laugh back.
600222.
ველურ გარემოში | თავი 13
თვალები ჩასწითლებოდა.
I saw that his eyes were red.
600223.
ველურ გარემოში | თავი 13
„ეს შენს ძმას ეხება“, თქვა ფიშმა.
“It’s your brother,” Fish had said.
600224.
ველურ გარემოში | თავი 13
იპოვეს, მკვდარია.
They found him, he’s dead.
600225.
ველურ გარემოში | თავი 13
სემმა, უოლტის უფროსმა შვილმა, ფიშს სამსახურში დაურეკა და ახალი ამბავი აცნობა.
Sam, Walt’s oldest child, had called Fish at work and given him the news.
600226.
ველურ გარემოში | თავი 13
კარინს თვალთ დაუბნელდა, მისი მხედველობის არეალი დაპატარავდა.
Carine’s eyes blurred, and she felt the onset of tunnel vision.
600227.
ველურ გარემოში | თავი 13
ძალაუნებურად თავის ქნევა დაიწყო, წინ და უკან, წინ და უკან.
Involuntarily, she started shaking her head back and forth, back and forth.
600228.
ველურ გარემოში | თავი 13
„არა“, უთხრა ქმარს, „კრისი არ მომკვდარა“.
“No,” she corrected him, “Chris isn’t dead.”
600229.
ველურ გარემოში | თავი 13
ისე ხმამაღლა მოთქვამდა, ფიშს შეეშინდა, მეზობლებს არ ჰგონებოდათ, რომ თავად იყო მიზეზი და პოლიცია არ გამოეძახათ.
Her keening was so loud and continuous that Fish worried the neighbors were going to think he was harming her and call the police.
600230.
ველურ გარემოში | თავი 13
კარინი დივანზე მოიკუნტა, გაუჩერებლად მოთქვამდა.
Carine curled up on the couch in a fetal position, wailing without pause.
600231.
ველურ გარემოში | თავი 13
როდესაც ფიშმა მისი მოფერება სცადა, ხელი ჰკრა და უყვირა, მარტო დაეტოვებინა.
When Fish tried to comfort her, she pushed him away and shrieked at him to leave her alone.
600232.
ველურ გარემოში | თავი 13
ისტერიკა ხუთ საათს გაგრძელდა.
She remained hysterical for the next five hours.
600233.
ველურ გარემოში | თავი 13
ღამის თერთმეტი საათისთვის შედარებით დამშვიდდა, რამდენიმე ხელი სამოსი ჩანთაში ჩაალაგა და ფიშს სთხოვა, უოლტისა და ბილის სახლში წაეყვანა, რომელიც ჩესაპიკის სანაპიროზე, ჩრდილოეთით, ოთხი საათის სავალ გზაზეა.
By eleven o’clock she had calmed sufficiently to throw some clothes into a bag, get into the car with Fish, and let him drive her to Walt and Billie’s house in Chesapeake Beach, a four-hour trip north.
600234.
ველურ გარემოში | თავი 13
გზად ეკლესიას ჩაუარეს და კარინმა ფიშს სთხოვა, მანქანა შეეჩერებინა.
On their way out of Virginia Beach, Carine asked Fish to stop at their church.
600235.
ველურ გარემოში | თავი 13
– საათზე მეტხანს ვიჯექი საკურთხევლის წინ, ფიში გარეთ მელოდებოდა, – იხსენებს კარინი.
- I went in and sat at the altar for an hour or so while Fish stayed in the car, - Carine remembers.
600236.
ველურ გარემოში | თავი 13
– უამრავი შეკითხვა დავუსვი ღმერთს.
- I wanted some answers from God.
600237.
ველურ გარემოში | თავი 13
იმავე საღამოს, უფრო ადრე, სემმა დაადასტურა, რომ გამვლელი მანქანების ხარჯზე უცნობი მოგზაურის ფოტოზე, რომელიც ალასკიდან ფაქსით მიიღო, სწორედ კრისი იყო გამოსახული, მაგრამ კორონერმა ფერბენკსიდან საბოლოო იდენტიფიკაციისთვის კრისის კბილების ანაბეჭდები მოითხოვა მისი სტომატოლოგისგან.
Earlier in the evening Sam had confirmed that the photograph of the unknown hiker faxed down from Alaska was indeed Chris, but the coroner in Fairbanks required Chris’s dental records to make a conclusive identification.
600238.
ველურ გარემოში | თავი 13
გამოსახულებების შედარებას რენტგენის სხივების ქვეშ ერთი დღე დასჭირდა და ამ ხნის განმავლობაში ბილი უარს ამბობდა ფაქსით მიღებული ფოტოსთვის დაეხედა, ვიდრე საბოლოოდ არ დადასტურდებოდა, რომ მდინარე სუშანასთან მიტოვებულ ავტობუსში აღმოჩენილი ცხედარი ნამდვილად მისი ვაჟისა იყო.
It took more than a day to compare the X rays, and Billie refused to look at the faxed photo until the dental ID had been completed and there was no longer any doubt whatsoever that the starved boy found in the bus beside the Sushana River was her son.
600239.
ველურ გარემოში | თავი 13
მეორე დღეს კარინი და სემი ფერბენკსში გადაფრინდნენ კრისის ცხედრის ჩამოსასვენებლად.
The next day Carine and Sam flew to Fairbanks to bring home Chris’s remains.
600240.
ველურ გარემოში | თავი 13
კორონერის ოფისში მათ გარდაცვლილთან ნაპოვნი მწირი პირადი ნივთები გადასცეს.
At the coroner’s office they were given the handful of possessions recovered with the body.