მოიძებნა 668044 ჩანაწერი
601481.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
იგი ოთხ საფეხურს მოიცავს: 1) კომპანიის მისიის განსაზღვრა; 2) მიზნებისა და ამოცანების დასახვა; 3) ბიზნესპორტფელის შექმნა და 4) ფუნქციური გეგმების განვითარება.
It consists of four steps: (1) defining the company’s mission, (2) setting objectives and goals, (3) designing a business portfolio, and (4) developing functional plans.
601482.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანიის მისია უნდა იყოს ბაზარზე ორიენტირებული, რეალისტური, კონკრეტული, მოტივაციის შემქმნელი და გარემოს შესაბამისი.
The company’s mission should be market oriented, realistic, specific, motivating, and consistent with the market environment.
601483.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მისიიდან ხდება მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბება, რომლებიც განაპირობებს გადაწყვეტილებებს ბიზნესპორტფელთან დაკავშირებით.
The mission is then transformed into detailed supporting goals and objectives, which in turn guide decisions about the business portfolio.
601484.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბიზნესისა და პროდუქტის თითოეული ერთეული ვალდებულია, კომპანიის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად ჩამოაყალიბოს დეტალური მარკეტინგული გეგმები.
Then each business and product unit must develop detailed marketing plans in line with the company-wide plan.
601485.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
იმსჯელეთ, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ბიზნესპორტფელი და განვითარდეს ბიზნესს ზრდის სტრატეგიები.
Discuss how to design business portfolios and develop growth strategies.
601486.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანიის მისიის განაცხადისა და მიზნების საშუალებით კომპანიის ხელმძღვანელობა ბიზნესპორტფელს ქმნის, რაც კომპანიის შემადგენელი საქმიანობებისა და პროდუქტების ერთობლიობაა.
Guided by the company’s mission statement and objectives, management plans its business portfolio, or the collection of businesses and products that make up the company.
601487.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ფირმას სურს, ჰქონდეს ბიზნესპორტფელი, რომელიც გარემო პირობების შესაბამისად, საუკეთესოდ მოერგება მის სუსტსა და ძლიერ მხარეებს.
The firm wants to produce a business portfolio that best fits its strengths and weaknesses to opportunities in the environment.
601488.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ამისათვის მან უნდა გააანალიზოს თავისი მიმდინარე ბიზნესპორტფელი და შესაბამისად შეიმუშაოს ზრდისა თუ გამოხშირვის სტრატეგიები, რათა მოახერხოს მომავალი ბიზნესპორტფელის ჩამოყალიბება.
To do this, it must analyze and adjust its current business portfolio and develop growth and downsizing strategies for adjusting the future portfolio.
601489.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანიას შეუძლია გამოიყენოს ფორმალური პორტფელის დაგეგმვის მეთოდი.
The company might use a formal portfolio-planning method.
601490.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
თუმცა, მრავალი კომპანია უკვე თავის საქმიანობაზე მორგებულ პორტფელის დაგეგმვის მოდელებს იყენებს.
But many companies are now designing more-customized portfolio-planning approaches that better suit their unique situations.
601491.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიმზიდველი საბაზრო შესაძლებლობების გათვალისწინებით, საბაზრო კონცეფციის ფილოსოფიისა და სათანადო შენატანების დახმარებით, მარკეტინგი კომპანიის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მთავარ როლს თამაშობს.
Marketing plays a key role in the company’s strategic planning by providing a marketing concept philosophy and inputs regarding attractive market opportunities.
601492.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ჩამოთვალეთ მარკეტინგის მართვის ფუნქციები და მარკეტინგული გეგმის ელემენტები და განიხილეთ მარკეტინგული ინვესტიციებიდან მიღებული ამონაგების მართვის მნიშვნელობა.
List the marketing management functions, including the elements of a marketing plan, and discuss the importance of measuring and managing return on marketing investment.
601493.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
საუკეთესო სტრატეგიის ჩამოყალიბებისათვის კომპანია ჩართულია მარკეტინგული ანალიზის, დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლის პროცესებში.
To find the best strategy and mix and to put them into action, the company engages in marketing analysis, planning, implementation, and control.
601494.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მარკეტინგული გეგმის ძირითადი კომპონენტებია: წინასიტყვაობა (მოკლე ანოტაცია), არსებული მარკეტინგული მდგომარეობის ანალიზი,საფრთხეებისა და შესაძლებლობების ანალიზი, მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბება, მარკეტინგული სტრატეგიები, სამოქმედო პროგრამები, ბიუჯეტი და კონტროლის მექანიზმები.
The main components of a marketing plan are the executive summary, the current marketing situation, threats and opportunities, objectives and issues, marketing strategies, action programs, budgets, and controls.
601495.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კარგი სტრატეგიის დაგეგმვა ხშირად მის აღსრულებაზე ბევრად ადვილია.
To plan good strategies is often easier than to carry them out.
601496.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
წარმატებისათვის აუცილებელია მარკეტინგული სტრატეგიის ეფექტურად განხორციელებაც – მარკეტინგული სტრატეგიები უნდა გადავაქციოთ მარკეტინგულ მოქმედებებად.
To be successful, companies must also be effective at implementation—turning marketing strategies into marketing actions.
601497.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მარკეტინგული დეპარტამენტის ორგანიზება შესაძლოა ქვემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე გზით ან მათი კომბინაციით მოხდეს: ფუნქციების, გეოგრაფიული, პროდუქტის მართვისა და ბაზრის მართვის მიხედვით.
Marketing departments can be organized in one or a combination of ways: functional marketing organization, geographic organization, product management organization, or market management organization.
601498.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მარკეტინგული ორგანიზაციები მარკეტინგულ კონტროლს აწარმოებენ როგორც ოპერაციულ, ისე სტრატეგიულ დონეზე.
Marketing organizations carry out marketing control, both operating control and strategic control.
601499.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მარკეტინგის მენეჯერებმა უნდა უზრუნველყონ მათთვის გამოყოფილი თანხების ეფექტურად ხარჯვა.
Marketing managers must ensure that their marketing dollars are being well spent.
601500.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 2. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ეკონომიკური რეცესიის პირობებში მარკეტოლოგები სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდიან იმ თვალსაზრისით, რომ მუდმივად უწევთ, დაამტკიცონ კომპანიის საქმიანობაში მათი შრომის სარგებლიანობა.
In a tighter economy, today’s marketers face growing pressures to show that they are adding value in line with their costs.