მოიძებნა 668044 ჩანაწერი
601541.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ძირითადი გარეშე ძალები – დემოგრაფიული, ეკონომიკური, ბუნებრივი, ტექნოლოგიური, პოლიტიკური და კულტურული – ქმნიან მარკეტინგულ შესაძლებლობებსა და საფრთხეებს და გავლენას ახდენენ კომპანიის უნარზე, განავითაროს მყიდველებთან მომგებიანი ურთიერთობები.
Major environmental forces—demographic, economic, natural, technological, political, and cultural—shape marketing opportunities, pose threats, and affect the company’s ability to build customer relationships.
601542.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიების განვითარებისათვის, უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა იცოდეთ ის გარემო, რომელშიც მარკეტინგი მუშაობს.
To develop effective marketing strategies, you must first understand the environment in which marketing operates.
601543.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ნახევარი საუკუნის წინ ამ ტრადიციულმა კომპანიამ შექმნა ქსეროასლების გადაღების ახალი ინდუსტრია და ათწლეულების მანძილზე წამყვანი პოზიციაც ეკავა ამ მიმართულებით.
A half-century ago, this venerable old company harnessed changing technology to create a whole new industry—photocopying—and dominated that industry for decades.
601544.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მაგრამ იცოდით თუ არა, რომ ათიოდე წლის წინ ეს კომპანია გაკოტრების ზღვარზე იდგა?
But did you know that, barely a decade ago, Xerox was on the verge of bankruptcy?
601545.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მაგრამ მისი საკმაოდ მტკივნეული გამოცდილება ერთგვარი გაფრთხილებაა სხვებისთვის და მიგვანიშნებს იმაზე, რა შეიძლება მოუვიდეს წარმატებულ ორგანიზაციას, თუ იგი ვერ აჰყვება ცვალებადი გარემოს მოთხოვნებს.
But Xerox’s harrowing experience provides a cautionary tale of what can happen when a company—even a dominant market leader—fails to adapt to its changing marketing environment.
601546.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ქსეროქსი: ტურბულენტურ მარკეტინგულ გარემოსთან ადაპტირება.
Xerox: Adapting to the Turbulent Marketing Environment.
601547.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ქსეროქსმა პირველი ასლგადამღები მანქანა მომხმარებელს 50 წლის წინ გააცნო.
Xerox introduced the first plain-paper office copier 50 years ago.
601548.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
შემდგომი ათწლეულების განმავლობაში კომპანია დომინანტი ლიდერის პოზიციაზე იმყოფებოდა მის მიერვე შექმნილ ინდუსტრიაში.
In the decades that followed, the company that invented photocopying flat-out dominated the industry it had created.
601549.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
წლების განმავლობაში ქსეროქსი უძლებდა სასტიკ კონკურენციას და ახერხებდა, ამ ბაზარზე დარჩენილიყო ლიდერად.
Through the years, Xerox fought off round after round of rivals to stay atop the fiercely competitive copier industry.
601550.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
1998 წელს მისი მოგება 20%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და აქციების ფასმაც ელვის სისწრაფით იმატა.
In 1998, Xerox’s profits were growing at 20 percent a year, and its stock price was soaring.
601551.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
თუმცა, შემდეგ ყველაფერი უარესობისაკენ შეიცვალა.
Then things went terribly wrong.
601552.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ლეგენდარული კომპანიის აქციებმა და ქონებამ დიდი ზარალი განიცადა.
The legendary company’s stock and fortunes took a stomach-churning dive.
601553.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მხოლოდ 18 თვის განმავლობაში კომპანიამ ბაზრის ღირებულების თვალსაზრისით 38 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.
In only 18 months, Xerox lost some $38 billion in market value.
601554.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
2001 წლის შუა პერიოდისათვის მისი აქციების ფასმა 1999 წლის 70 აშშ დოლარის ნიშნულიდან 5 აშშ დოლარზე ნაკლებ ფასამდე იკლო.
By mid-2001, its stock price had plunged from almost $70 in 1999 to under $5.
601555.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ერთ დროს მძლავრი კომპანია გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდა.
The once-dominant market leader found itself on the brink of bankruptcy.
601556.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
რა მოხდა?
What happened?
601557.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ეს ყველაფერი გარემოში მომხდარ ცვლილებებს უნდა დავაბრალოთ, თუ ქსეროქსის უუნარობას, მოეხდინა ადაპტირება სწრაფად ცვალებად მარკეტინგულ გარემოში?
Blame it on change or — rather—on Xerox’s failure to adapt to its rapidly changing marketing environment.
601558.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მთელი მსოფლიო ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადიოდა, ქსეროქსი კი ამ პროცესს ჩამორჩა.
The world was quickly going digital, but Xerox hadn’t kept up.
601559.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ახალ, ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში ადამიანები აღარ არიან დამოკიდებულნი ქსეროქსის პროდუქტზე — ცალკე მდგომ, დიდ ასლგადამღებ აპარატზე, რათა გაავრცელონ-გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია და დოკუმენტები.
In the new digital environment, Xerox customers no longer relied on the company’s flagship products—stand-alone copiers— to share information and documents.
601560.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
იმის ნაცვლად, რომ უამრავი შავ-თეთრად ნაბეჭდი ფურცელი არიგონ თანამშრომლებში, კომპანიები ადგენენ ელექტრონულ დოკუმენტებს და ავრცელებენ ინტერნეტის მეშვეობით.
Rather than pumping out and distributing stacks of black-and-white copies, they created digital documents and shared them electronically.