მოიძებნა 668044 ჩანაწერი
602541.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
დადგინდა, რომ თითქმის ყველა ოჯახს ერთი და იგივე პრობლემა ჰქონდა: „ისინი თავქუდმოგლეჯილები გარბიან სახლში, რათა ოჯახის წევრებს სწრაფად მოუმზადონ საჭმელი. ბოლო მომენტში წყვეტენ, რა მოამზადონ. თანაც საჭიროა ბალანსის დაცვა ბავშვის კვების რაციონსა და სხვა ბინადართა მოთხოვნილებებს შორის“.
It learned that almost all families faced the same “mad rush to have something ready to feed the family, a hecticness, last-minute decisions, the need to balance the child’s needs and different food needs”.
602542.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კრაფტმა ვიდეოფირების ნაკრები გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდს გააცნო, რომელმაც ისინი კომპანიის მუშაკებთან შეხვედრების დროს კარგად გააანალიზა. უფრო მეტიც, კომპანიამ ეს ფირები კომპანიის ინტრანეტზე მოათავსა, რათა მთელი კანადის მასშტაბით კომპანიის 4,500 მუშაკს შესძლებოდა გასცნობოდა მათ.
Kraft shared a compilation of the videos with marketing and sales teams, who used it as a basis for brainstorming sessions, and even put the video on an internal Web site for Kraft’s 4,500 employees across Canada to view.
602543.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
„კლიენტებთან ცხოვრების“ გამოცდილებამ კრაფტის მარკეტოლოგებს საშუალება მისცა, გაეგოთ, როგორ ეხმარება კომპანიის ბრენდი მომხმარებლებს უფრო მოსახერხებელი პროდუქციის წარმოებით, რაც ამცირებს სტრესის ფაქტორს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
The experience of “living with customers” helped Kraft’s marketers and others understand how the company’s brands help customers by providing more convenient products that reduce the stress of getting meals on the table.
602544.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ეთნოგრაფიული კვლევის გარდა, მრავალი კომპანია ატარებს ე.წ. ვებნოგრაფიულ კვლევას, რაც ნიშნავს კლიენტებზე დაკვირვებას ბუნებრივ გარემოში ინტერნეტის მეშვეობით.
Beyond conducting ethnographic research in physical consumer environments, many companies now routinely conduct “Webnography” research — observing consumers in a natural context on the Internet.
602545.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ასეთი სახის აქტივობის წყალობით შესაძლებელია მომხმარებლის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება მისი როგორც ონლაინ, ისე პირდაპირ ყიდვის მოტივებისა და ქცევის შესახებ.
Observing people as they interact online can provide useful insights into both online and off-line buying motives and behavior.
602546.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ხშირად დაკვირვებითი და ეთნოგრაფიული კვლევა ისეთი სახის ფარულ დეტალებს ავლენს, რომლებიც ტრადიციული ფოკუსჯგუფებისათვის შეუმჩნეველია.
Observational and ethnographic research often yields the kinds of details that just don’t emerge from traditional research questionnaires or focus groups.
602547.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუ ტრადიციული რაოდენობრივი კვლევა გულისხმობს ცნობილი ჰიპოთეზის შემოწმებას და კარგად განსაზღვრული პროდუქტისა თუ სტრატეგიის შესახებ შეკითხვებზე პასუხების მიღებას, დაკვირვებითი კვლევის მეშვეობით შეგვიძლია მივიღოთ მყიდველების გულწრფელი, დაუგეგმავი მოსაზრებები.
Whereas traditional quantitative research approaches seek to test known hypotheses and obtain answers to welldefined product or strategy questions, observational research can generate fresh customer and market insights.
602548.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ერთ-ერთი კვლევის ექსპერტის აზრით, „ეთნოგრაფიის მთელი ლაზათი ის არის, რომ იგი კომპანიებს საშუალებას აძლევს, სამიზნეში ამოიღოს კლიენტების ჩამოუყალიბებელი სურვილები“.
“The beauty of ethnography,” says a research expert, is that it “allows companies to zero in on their customers’ unarticulated desires”.
602549.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მეორე მკვლევარი ფიქრობს, რომ „კლასიკური მარკეტინგული კვლევა არ არის სიღრმისეული."
Agrees another researcher, “Classic market research doesn’t go far enough".
602550.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მას არ შეუძლია დაადგინოს, რისი წარმოდგენა ან თქმა არ შეუძლიათ ადამიანებს.
It can’t grasp what people can’t imagine or articulate.
602551.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
დაუკვირდით ჰენრი ფორდის ნათქვამს: „მე რომ მეკითხა ხალხისთვის, რა უნდოდათ მათ, ისინი მიპასუხებდნენ, რომ სურდათ უფრო სწრაფი ცხენები“.
Think of the Henry Ford quote: "If I had asked people what they wanted, they would have said faster horses."
602552.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
გამოკითხვა არის პირველადი მონაცემების შეგროვებისათვის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მეთოდი. იგი აღწერითი კვლევისთვის მონაცემების შესაგროვებლად საუკეთესო მიდგომაა.
Survey research, the most widely used method for primary data collection, is the approach best suited for gathering descriptive information.
602553.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კომპანიას, რომელსაც სურს, შეიტყოს ხალხის ცოდნის, დამოკიდებულებების, უპირატესობების ან შესყიდვის ქცევის შესახებ, ამის გარკვევა ხშირად პირდაპირი გამოკითხვების საშუალებით შეუძლია.
A company that wants to know about people’s knowledge, attitudes, preferences, or buying behavior can often find out by asking them directly.
602554.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
გამოკითხვის მთავარი უპირატესობა მოქნილობაა – მისი გამოყენება შესაძლებელია ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში და ბევრი სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოსაპოვებლად.
The major advantage of survey research is its flexibility; it can be used to obtain many different kinds of information in many different situations.
602555.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თითქმის ყველა მარკეტინგული საკითხის გადაჭრისა თუ გადაწყვეტილების მისაღებად წარმოებული გამოკითხვა შესაძლოა ჩატარდეს ტელეფონით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, პირისპირ ან ონლაინრეჟიმში.
Surveys addressing almost any marketing question or decision can be conducted by phone or mail, in person, or on the Web.
602556.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუმცა გამოკითხვა გარკვეულ პრობლემებთანაც არის დაკავშირებული.
However, survey research also presents some problems.
602557.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ზოგჯერ რესპონდენტები დასმულ კითხვებს ვერ პასუხობენ, რადგან არ ახსოვთ ან არასდროს დაფიქრებულან იმაზე, რას ან რატომ აკეთებენ.
Sometimes people are unable to answer survey questions because they cannot remember or have never thought about what they do and why.
602558.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ადამიანებმა შესაძლოა არ ისურვონ მათთვის უცნობ ადამიანთან გასაუბრება ან, მათი აზრით, პირადულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
People may be unwilling to respond to unknown interviewers or about things they consider private.
602559.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
იმისათვის, რომ უფრო ჭკვიანი და ინფორმირებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვონ, რესპონდენტებმა შესაძლოა ისეთ კითხვებსაც კი უპასუხონ, რომლებზედაც პასუხი არ იციან, ან ინტერვიუერისათვის სასურველი პასუხები გასცენ.
Respondents may answer survey questions even when they do not know the answer just to appear smarter or more informed. Or they may try to help the interviewer by giving pleasing answers.
602560.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
დაბოლოს, დატვირთულმა ადამიანებმა შესაძლოა დრო ვერ გამონახონ, ან ეს გამოკითხვა პირადი სამყაროს ხელყოფად მიიჩნიონ.
Finally, busy people may not take the time, or they might resent the intrusion into their privacy.