მოიძებნა 668044 ჩანაწერი
602581.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
საფოსტო გამოკითხვასთან შედარებით, გამოხმაურების პროცენტი უფრო მაღალია და ინტერვიუერებს შეუძლიათ რესპონდენტებს სახელითაც კი მიმართონ.
Response rates tend to be higher than with mail questionnaires, and interviewers can ask to speak to respondents with the desired characteristics or even by name.
602582.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუმცა სატელეფონო გამოკითხვის წარმოებისას ერთი რესპონდენტისგან მონაცემების შეგროვების ხარჯი უფრო მაღალია, ვიდრე საფოსტო ან ონლაინგამოკითხვის დროს.
However, with telephone interviewing, the cost per respondent is higher than with mail or online questionnaires.
602583.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
აგრეთვე, შესაძლოა პიროვნებამ არ მოინდომოს ინტერვიუერებთან პირადული საკითხების განხილვა.
Also, people may not want to discuss personal questions with an interviewer.
602584.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ეს მეთოდი შედეგების დამახინჯებასაც გულისხმობს – იმან, თუ როგორ საუბრობენ ინტერვიუერები, როგორ სვამენ კითხვებს და სხვა ფაქტორებმა, შესაძლოა რესპონდენტების პასუხებზე გავლენა იქონიოს.
The method introduces interviewer bias—the way interviewers talk, how they ask questions, and other differences that may affect respondents’ answers.
602585.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
დაბოლოს, რესპონდენტების უმრავლესობა ინტერვიუერს ყურმილს უფრო დაუკიდებს, ვიდრე უპასუხებს კითხვებზე.
Finally, potential survey respondents are increasingly hanging up on telephone interviewers rather than talking with them.
602586.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
პირისპირ გამოკითხვა ორგვარია — ინდივიდუალური და ჯგუფური.
Personal interviewing takes two forms: individual interviewing and group interviewing.
602587.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ინდივიდუალური გამოკითხვა გულისხმობს ხალხთან გასაუბრებას სახლში ან ოფისში, ქუჩაში ან სავაჭრო ცენტრში.
Individual interviewing involves talking with people in their homes or offices, on the street, or in shopping malls.
602588.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ინტერვიუს წარმოების ეს ფორმა მოქნილია.
Such interviewing is flexible.
602589.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მომზადებულ ინტერვიუერებს შეუძლიათ გამოკითხვის მართვა, რთული კითხვების ახსნა და, გარემოებებიდან გამომდინარე, ახალი საკითხების შესახებ კითხვების დასმა.
Trained interviewers can guide interviews, explain difficult questions, and explore issues as the situation requires.
602590.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მათ შეუძლიათ პროდუქტის, რეკლამის ან შეფუთვის ნიმუშების ჩვენება და რესპონდენტის რეაქციასა ან ქცევაზე დაკვირვება.
They can show subjects actual products, advertisements, or packages and observe reactions and behavior.
602591.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუმცა, ინდივიდუალური ინტერვიუ შესაძლოა სამჯერ და ოთხჯერ მეტად ხარჯიანი აღმოჩნდეს, ვიდრე სატელეფონო ინტერვიუ.
However, individual personal interviews may cost three to four times as much as telephone interviews.
602592.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ჯგუფური გამოკითხვა გულისხმობს 6-დან 10-მდე ადამიანის შეხვედრას მომზადებულ მოდერატორთან პროდუქტზე, მომსახურებაზე ან ორგანიზაციის შესახებ სასაუბროდ.
Group interviewing consists of inviting six to ten people to meet with a trained modera- tor to talk about a product, service, or organization.
602593.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
როგორც წესი, მონაწილეები დასწრებისათვის მცირე გასამრჯელოს იღებენ.
Participants normally are paid a small sum for attending.
602594.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მოდერატორი აწარმოებს თავისუფალ და ლაღ დისკუსიას იმ იმედით, რომ ჯგუფის ურთიერთქმედება გამოააშკარავებს მათ რეალურ დამოკიდებულებებს, გრძნობებსა და აზრებს.
The moderator encourages free and easy discussion, hoping that group interactions will bring out actual feelings and thoughts.
602595.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
იმავდროულად, მოდერატორი დისკუსიას „ერთ კონკრეტულ საკითხზე წარმართავს“. აქედან წამოვიდა ამ მეთოდის სახელი ფოკუს-ჯგუფის ინტერვიუ.
At the same time, the moderator “focuses” the discussion—hence the name focus group interviewing.
602596.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მკვლევრები და მარკეტოლოგები ფოკუს-ჯგუფის დისკუსიას ცალმხრივად, დაბურული მინის საშუალებით აკვირდებიან და შემდგომი შესწავლისათვის კომენტარებს იწერენ როგორც წერილობით, ასევე ვიდეოტექნიკის გამოყენებით.
Researchers and marketers watch the focus group discussions from behind one-way glass and record comments in writing or on video for later study.
602597.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
დღესდღეობით გამოიყენება ვიდეოკონფერენციები და ინტერნეტ-ტექნოლოგიებიც კი იმისათვის, რომ მარკეტოლოგებმა მოშორებულ ადგილებში თვალყური ადევნონ ფოკუს-ჯგუფების მსვლელობას.
Today, focus group researchers can even use videoconferencing and Internet technology to connect marketers in distant locations with live focus group action.
602598.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
დაკვირვებით კვლევასთან ერთად, მომხმარებლების აზრებისა და გრძნობების განსაჭვრეტად ფოკუს-ჯგუფის ინტერვიუ მარკეტინგული კვლევის ერთ-ერთ მთავარ იარაღად იქცა.
Along with observational research, focus group interviewing has become one of the major qualitative marketing research tools for gaining fresh insights into consumer thoughts and feelings.
602599.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუმცა, ასეთი კვლევის ჩატარება გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
However, focus group studies present some challenges.
602600.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
გარდა ამისა, მომხმარებლები ყოველთვის არ იძლევიან ღია და ჭეშმარიტ პასუხებს თავიანთი გრძნობების, ქცევის და მიზნების შესახებ სხვების თანდასწრებით.
Moreover, consumers are not always open and honest about their real feelings, behavior, and intentions in front of other people.