მოიძებნა 668044 ჩანაწერი
602841.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
საერთაშორისო საქმიანობის მკვლევრები იმავე ეტაპებს გადიან, რასაც ადგილობრივი მკვლევრები, დაწყებული კვლევის პრობლემისა და მიზნების განსაზღვრით, დამთავრებული შედეგების განმარტებითა და ანგარიშგებით.
International researchers follow the same steps as domestic researchers, from defining the research problem and developing a research plan to interpreting and reporting the results.
602842.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუმცა, ეს მკვლევრები ხშირად უფრო მეტ და სხვადასხვაგვარ პრობლემას აწყდებიან.
However, these researchers often face more and different problems.
602843.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუ შიდა მკვლევრები იკვლევენ შედარებით ერთგვაროვან ბაზრებს ამა თუ იმ ქვეყანაში, საერთაშორისო მკვლევრები განაგებენ განსხვავებულ ბაზრებს სხვადასხვა ქვეყანაში.
Whereas domestic researchers deal with fairly homogeneous markets within a single country, international researchers deal with diverse markets in many different countries.
602844.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ხშირად ასეთ ბაზრებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა ეკონომიკური განვითარების დონის, კულტურის, ჩვევებისა და ყიდვის მოდელების მიხედვით.
These markets often vary greatly in their levels of economic development, cultures and customs, and buying patterns.
602845.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
საზღვარგარეთის მრავალ ბაზარზე საერთაშორისო მკვლევარს შესაძლოა პრობლემები შეექმნას სრულყოფილი მეორადი მონაცემების მოკვლევისას.
In many foreign markets, the international researcher may have a difficult time finding good secondary data.
602846.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაშინ, როდესაც აშშ-ში შესაძლებელია სარწმუნო მეორადი მონაცემების მოპოვება, ბევრ ქვეყანაში კვლევითი მომსახურება თითქმის არც არსებობს.
Whereas U.S. marketing researchers can obtain reliable secondary data from dozens of domestic research services, many countries have almost no research services at all.
602847.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ზოგიერთი მსხვილი საერთაშორისო კვლევითი კომპანია ბევრ ქვეყანაში არ მოქმედებს.
Some of the largest international research services do operate in many countries.
602848.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, მსოფლიოს უდიდესი მარკეტინგული კვლევის კორპორაცია ნილსენს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გააჩნია თავისი ოფისები – დაწყებული ილინოისის შტატის ქალაქ შაუმბურგიდან, დამთავრებული ჰონკონგითა და ნიქოსიით.
For example, The Nielsen Company (the world’s largest marketing research company) has offices in more than 100 countries, from Schaumburg, Illinois, to Hong Kong to Nicosia, Cyprus.
602849.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუმცა, მრავალი კვლევითი ფირმა მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებში ფუნქციონირებს.
However, most research firms operate in only a relative handful of countries only.
602850.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ამგვარად, მაშინაც კი, როდესაც მეორადი მონაცემები ხელმისაწვდომია, მისი მოპოვება აუცილებელია ბევრი სხვადასხვა წყაროს გამოყენებით, რაც ინფორმაციის შედარებასა და კომბინირებას ართულებს.
Thus, even when secondary information is available, it usually must be obtained from many different sources on a country-by-country basis, making the information difficult to combine or compare.
602851.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კარგი მეორადი ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში საერთაშორისო მკვლევრებს ხშირად საკუთარი პირველადი მონაცემების შეკრება უწევთ.
Because of the scarcity of good secondary data, international researchers often must collect their own primary data.
602852.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, შესაძლოა მათთვის რთული აღმოჩნდეს, უბრალოდ, კარგი ამონაკრების შერჩევა.
For example, they may find it difficult simply to develop good samples.
602853.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ამონაკრების შესარჩევად აშშ-ის მკვლევრებს შეუძლიათ გამოიყენონ მიმდინარე ტელეფონის დირექტორიები, ელფოსტის მისამართები, აღსაწერი რაიონის მონაცემები და სოციალურ-ეკონომიკური მონაცემების ცალკეული წყაროები.
U.S. researchers can use current telephone directories, e-mail lists, census tract data, and any of several sources of socioeconomic data to construct samples.
602854.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგრამ ბევრ ქვეყანაში საკმაოდ ხშირია ასეთი ინფორმაციის ნაკლებობა.
However, such information is largely lacking in many countries.
602855.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში რესპონდენტებთან დაკავშირება ხშირად არც ისე ადვილია.
Reaching respondents is often not so easy in other parts of the world.
602856.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მექსიკაში მკვლევრები ვერ დაეყრდნობიან ტელეფონის, ინტერნეტის ან ფოსტის მონაცემს; არსებული მონაცემების უმეტესობა „კარიდან კარზე“ სიარულით არის შეგროვებული და მხოლოდ სამ თუ ოთხ დიდ ქალაქს მოიცავს.
Researchers in Mexico cannot rely on telephone, Internet, and mail data collection; most data collection is door to door and concentrated in three or four of the largest cities.
602857.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ზოგიერთ ქვეყანაში ტელეფონი და პირადი კომპიუტერი არცთუ ისე ბევრ ადამიანს აქვს.
In some countries, few people have phones or personal computers.
602858.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, აშშ-ში 100 ადამიანიდან 74 ინტერნეტმომხმარებელია, მექსიკაში კი მხოლოდ 21.
For example, whereas there are 74 Internet users per 100 people in the United States, there are only 21 Internet users per 100 people in Mexico.
602859.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ზოგიერთი ქვეყანა ცნობილია საფოსტო სისტემის არასაიმედოობით.
In some countries, the postal system is notoriously unreliable.
602860.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, ბრაზილიაში გაგზავნილი ფოსტის საშუალოდ 30 პროცენტი არასდროს მიდის ადრესატამდე.
In Brazil, for instance, an estimated 30 percent of the mail is never delivered.