მოიძებნა 668044 ჩანაწერი
602901.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ამ პრობლემის გადასაჭრელად მარკეტინგული კვლევების ინდუსტრია სხვადასხვა ხერხს მიმართავს.
The marketing research industry is considering several options for responding to this problem.
602902.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული კვლევების ინდუსტრიამ ასევე საჭიროდ მიიჩნია უფრო ყოვლისმომცველი სტანდარტების გამოყენება, რაც შესაძლოა ემყარება საერთაშორისო სავაჭრო პალატის მარკეტინგული და სოციალური კვლევების წარმოების საერთაშორისო კოდექსის დებულებებს.
The industry also has considered adopting broad standards, perhaps based on the International Chamber of Commerce’s International Code of Marketing and Social Research Practice.
602903.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
აღნიშნულ დოკუმენტში მოცემულია მკვლევართა მოვალეობა-პასუხისმგებლობები რესპონდენტებთან და ფართო საზოგადოებასთან მიმართებით.
This code outlines researchers’ responsibilities to respondents and the general public.
602904.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, კოდექსში ნათქვამია, რომ მკვლევრებმა საკუთარი სახელები და მისამართები მონაწილეებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადონ.
For example, it says that researchers should make their names and addresses available to participants.
602905.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
იგი ასევე უკრძალავს კომპანიებს ისეთი აქტივობების კვლევად დასახელებას, როგორიცაა, მონაცემთა ბაზის შედგენა ან გაყიდვებისა და სარეკლამო აქციები.
It also bans companies from representing activities such as database compilation or sales and promotional pitches as research.
602906.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ბევრ კომპანიაში, რომელთა შორისაც არის აი-ბი-ემი, ფეისბუქი, სითიგრუპი, ამერიკან ექსპრესი, მაიკროსოფტი - შექმნილია კონფიდენციალურობის მთავარი ოფიცრის თანამდებობა, რომლის მოვალეობაში იმ მომხმარებელთა საიდუმლოების დაცვა შედის, რომლებიც კომპანიასთან თანამშრომლობენ.
Most major companies—including IBM, Facebook, Citigroup, American Express, and Microsoft—have now appointed a chief privacy officer (CPO), whose job is to safeguard the privacy of consumers who do business with the company.
602907.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
აი-ბი-ემის კონფიდენციალურობის მთავარი ოფიცერი აცხადებს, რომ სამსახური მას „ავალდებულებს ჰქონდეს მულტიდისციპლინარული აზროვნება და საკითხებისადმი კონფიდენციალური დამოკიდებულება“.
IBM’s CPO claims that her job requires “multidisciplinary thinking and attitude”.
602908.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მან კომპანიის ყველა განყოფილება (ტექნოლოგიურიდან, იურიდიულიდან და საბუღალტრო აღრიცხვიდან დაწყებული, მარკეტინგითა და კომუნიკაციებით დამთავრებული) ერთ მთლიან მექანიზმად უნდა აამუშაოს, რათა მოხდეს მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვა.
She needs to get all company departments, from technology, legal, and accounting to marketing and communications working together to safeguard customer privacy.
602909.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მარკეტინგული კვლევა, ინფორმაციის სანაცვლოდ, მყიდველს მაღალი ფასეულობით უზრუნველყოფს, მაშინ ის სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას კვლევაში.
In the end, if researchers provide value in exchange for information, customers will gladly provide it.
602910.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, ამაზონის მომხმარებელი წინააღმდეგი არ იქნება, თუ ფირმა მონაცემთა ბაზას იმ პროდუქციისათვის შექმნის, რომელსაც ისინი ყიდულობენ, რათა შესთავაზონ რეკომენდაციები.
For example, Amazon.com’s customers do not mind if the firm builds a database of products they buy as a way to provide future product recommendations.
602911.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ამის მსგავსად, კომპანია ბიზრეითის მომხმარებელი სიამოვნებით ავსებს ელექტრონული ვაჭრობის ვებგვერდების გამოკითხვებს, რადგან ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას მათ საშუალება ექნებათ, სხვების მიერ დაფიქსირებულ რეიტინგებს გადაავლონ თვალი.
Similarly, Bizrate users gladly complete surveys rating online seller sites because they can view the overall ratings of others when making purchase decisions.
602912.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მკვლევრებისათვის საუკეთესო მიდგომა გულისხმობს მხოლოდ იმ ინფორმაციის მოძიებას, რომელიც ფასეულობის უზრუნველსაყოფად სჭირდებათ, მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციის პასუხისმგებლობით გამოყენებას და მის გასხვისებას მხოლოდ მომხმარებელთა ნებართვით.
The best approach is for researchers to ask only for the informa- tion they need, use it responsibly to provide customer value, and avoid sharing information without the customer’s permission.
602913.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კვლევის შედეგების არასწორი გამოყენება.
Misuse of Research Findings.
602914.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული კვლევა დარწმუნების საკმაოდ ძლიერ იარაღად შეიძლება იქცეს. ხშირად კომპანიები კვლევის შედეგებს სარეკლამო კამპანიებში და გაყიდვების სტიმულირებისთვის იყენებენ.
Research studies can be powerful persuasion tools; companies often use study results as claims in their advertising and promotion.
602915.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუმცა, დღეს მრავალი კვლევა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სპონსორისთვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მისი გაყიდვის მიზნით.
Today, however, many research studies appear to be little more than vehicles for pitching the sponsor’s products.
602916.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ზოგიერთ შემთხვევაში გამოკითხვები სწორედ სასურველი ეფექტის მოსახდენად არის შემუშავებული.
In fact, in some cases, the research surveys appear to have been designed just to produce the intended effect.
602917.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
როგორც ერთ-ერთი კრიტიკოსი აღნიშნავს, „ეს შედარება მართებულია ისეთ ბავშვთან, რომელიც შიმშილობს“.
That is, as one critic noted, “Frosted Mini-Wheats are up to 18 percent better than starving”.
602918.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კელოგმა ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან საქმე იმით მოაგვარა, რომ დათანხმდა, არ გაეკეთებინა უსაფუძვლო განცხადებები „გაყინული მინი ხორბლის“ ან სხვა პროდუქციის შესახებ და, მით უმეტეს, არ დაემახინჯებინა მეცნიერული კვლევის შედეგები.
Kellogg settled with the FTC, agreeing to refrain from making unsubstantiated health claims about Frosted Mini-Wheats or other products and from misrepresenting the results of scientific tests.
602919.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, ამერიკის კვლევითი ორგანიზაციების საბჭოს დოკუმენტში „კვლევის სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსი“ მოცემულია მკვლევრის პასუხისმგებლობები რესპონდენტების მიმართ, კონფიდენციალურობის, იზოლირებისა და შეურაცხყოფის თავიდან აცილების ჩათვლით.
For example, the CASRO Code of Standards and Ethics for Survey Research outlines researcher responsibilities to respondents, including confidentiality, privacy, and avoidance of harassment.
602920.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მასში ასევე გამოთქმულია კლიენტებისა და საზოგადოებისათვის კვლევის შედეგების წარმოდგენის თვალსაზრისით მთავარი მოვალეობა-პასუხისმგებლობები.
It also outlines major responsibilities in reporting results to clients and the public.