მოიძებნა 668044 ჩანაწერი
602861.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ბევრ განვითარებად ქვეყანაში, ტრანსპორტირების ცუდი სისტემისა და გზების გამო ზოგიერთ რაიონთან დაკავშირება და პირისპირ გასაუბრება საკმაოდ რთულია და დიდ ხარჯებს მოითხოვს.
In many developing countries, poor roads and transportation systems make certain areas hard to reach, making personal interviews difficult and expensive.
602862.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
საერთაშორისო მკვლევრებს დამატებითი პრობლემები ექმნებათ ქვეყნებს შორის კულტურული განსხვავებების გამო.
Cultural differences from country to country cause additional problems for international researchers.
602863.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ყველაზე გამოკვეთილი დაბრკოლება არის ენა.
Language is the most obvious obstacle.
602864.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, კითხვარი უნდა იქნეს შედგენილი ერთ ენაზე და შემდეგ ითარგმნოს იმ ქვეყნის ენაზე, სადაც ეს კვლევა ტარდება.
For example, questionnaires must be prepared in one language and then translated into the languages of each country researched.
602865.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ასევე ანალიზისა და განმარტებისათვის საჭიროა პასუხების გადმოთარგმნა.
Responses then must be translated back into the original language for analysis and interpretation.
602866.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ამის გამო კვლევა დამატებით ხარჯებს მოითხოვს და, ამასთან ერთად, შეცდომების ალბათობაც იზრდება.
This adds to research costs and increases the risks of error.
602867.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კითხვარის გადათარგმნა ერთი ენიდან მეორეზე არცთუ ისე ადვილია.
Translating a questionnaire from one language to another is anything but easy.
602868.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ბევრ იდიომს, ფრაზასა თუ განაცხადს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.
Many idioms, phrases, and statements mean different things in different cultures.
602869.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
დანიელი აღმასრულებელი აღნიშნავს: „შეამოწმეთ კითხვარი სხვადასხვა მთარგმნელთან, გადმოთარგმნეთ ისევ ინგლისურად ის, რაც ინგლისურიდან თარგმნეთ, და თქვენ შოკში აღმოჩნდებით."
For example, a Danish executive noted, “Check this out by having a different translator put back into English what you’ve translated from English. You’ll get the shock of your life."
602870.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ერთი ქვეყნის მოსახლეობა კითხვებს ხალისით პასუხობს, სხვაგან კი შესაძლოა პასუხის გაცემაზე საერთოდ უარი განაცხადონ. ზოგიერთ ქვეყანაში ხალხს უცხოებთან ლაპარაკს ადათ-წესები უკრძალავს.
People in one country may be very willing to respond; in other countries, nonresponse can be a major problem. Customs in some countries may prohibit people from talking with strangers.
602871.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ზოგან საკვლევი კითხვა ხშირად ძალიან პირადულად ითვლება.
In certain cultures, research questions often are considered too personal.
602872.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, ბევრ მუსლიმანურ ქვეყანაში შერეული სქესის ფოკუს-ჯგუფები ტაბუდადებული თემაა და აკრძალულია ისევე, როგორც მხოლოდ ქალებისაგან შემდგარი ფოკუს-ჯგუფის ვიდეოზე ჩაწერა.
For example, in many Muslim countries, mixed-gender focus groups are taboo, as is videotaping female-only focus groups.
602873.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაშინაც კი, როდესაც რესპონდენტებს სურთ პასუხების გაცემა, შესაძლოა გაუნათლებლობის გამო ვერ შეძლონ.
Even when respondents are willing to respond, they may not be able to because of high functional illiteracy rates.
602874.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ამ პრობლემების მიუხედავად, საერთაშორისო მარკეტინგის განვითარების დამსახურებაა, რომ გლობალურ კომპანიებს ევალებათ ასეთი კვლევების ჩატარება და არჩევანი თითქმის არ გააჩნიათ.
Despite these problems, as global marketing grows, global companies have little choice but to conduct such international marketing research.
602875.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
შესაძლოა საერთაშორისო საქმიანობის კვლევასთან დაკავშირებული პრობლემები და ხარჯები დიდია, მაგრამ კვლევის ჩატარების გარეშე გაპარული შეცდომებისა და ხელსაყრელი შესაძლებლობების გამოუყენებლობის პირობებში - შესაძლოა ეს ხარჯები ბევრად მეტი აღმოჩნდეს.
Although the costs and problems associated with international research may be high, the costs of not doing it—in terms of missed opportunities and mistakes—might be even higher.
602876.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუ დადგინდება საერთაშორისო მარკეტინგულ კვლევასთან ასოცირებული პრობლემები, მათი გადაჭრა და თავიდან აცილება უკვე ისეთი რთული აღარ იქნება.
Once recognized, many of the problems associated with international marketing research can be overcome or avoided.
602877.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
საჯარო პოლიტიკა და ეთიკა მარკეტინგული კვლევისას.
Public Policy and Ethics in Marketing Research.
602878.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული კვლევა სასარგებლოა როგორც მომხმარებლისათვის, ასევე იმ კომპანიისათვის, რომელმაც ის დააფინანსა.
Most marketing research benefits both the sponsoring company and its consumers.
602879.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული კვლევის საშუალებით კომპანია იღებს მეტ ინფორმაციას მომხმარებლის საჭიროებების შესახებ, შედეგად კი უფრო ფასეულ მომსახურებასა და პროდუქტს ქმნის და ამით მომხმარებელთან ურთიერთობას აძლიერებს.
Through marketing research, companies gain insights into consumers’ needs, resulting in more satisfying products and services and stronger customer relationships.
602880.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუმცა მარკეტინგული კვლევის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა მომხმარებელს ზიანი მიაყენოს ან გააღიზიანოს.
However, the misuse of marketing research can also harm or annoy consumers.