მოიძებნა 668044 ჩანაწერი
602881.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული კვლევისას საჯარო პოლიტიკისა და ეთიკის ორი მთავარი პრობლემა არსებობს: მომხმარებელთა კონფიდენციალურობის ხელყოფა და კვლევის აღმოჩენების არასწორი გამოყენება.
Two major public policy and ethics issues in marketing research are intrusions on consumer privacy and the misuse of research findings.
602882.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მომხმარებელთა კონფიდენციალურობის ხელყოფა.
Intrusions on Consumer Privacy.
602883.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ბევრი მომხმარებელი მარკეტინგულ კვლევას დადებითად უყურებს და მიიჩნევს, რომ იგი სასარგებლო მიზნებს ემსახურება.
Many consumers feel positive about marketing research and believe that it serves a useful purpose.
602884.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ამიტომაც სიამოვნებთ ინტერვიუს მიცემა და საკუთარი შეხედულების გაზიარება.
Some actually enjoy being interviewed and giving their opinions.
602885.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგრამ ზოგჯერ მომხმარებელი ძალიან უარყოფითად არის განწყობილი და მარკეტინგულ კვლევებს არ ენდობა.
However, others strongly resent or even mistrust marketing research.
602886.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
არ მოსწონთ, როდესაც მარკეტინგული კვლევის გამო საქმიანობას წყდებიან და აღელვებთ, რომ მარკეტოლოგები უდიდეს მონაცემთა ბაზას ქმნიან, რომელიც სავსეა მათ შესახებ პირადი ინფორმაციით.
They don’t like being interrupted by researchers. They worry that marketers are building huge databases full of personal information about customers.
602887.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ან შიშობენ, რომ მკვლევრებმა შესაძლოა სპეციალური მეთოდები გამოიყენონ მათი დაფარული გრძნობების შესამოწმებლად, საყიდლებზე სიარულის დროს დააკვირდნენ, რას აკეთებენ, ან მოუსმინონ მათ საუბრებს და შემდეგ ეს ინფორმაცია ყიდვის დროს მანიპულირებისათვის გამოიყენონ.
Or they fear that researchers might use sophisticated techniques to probe our deepest feelings, peek over our shoulders as we shop, or eavesdrop on our conversations and then use this knowledge to manipulate our buying.
602888.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
როდესაც საქმე ეხება მარკეტინგულ კვლევას და მონაცემთა პირადულობას, კითხვებზე პასუხების გაცემა არცთუ ისე იოლია.
There are no easy answers when it comes to marketing research and privacy.
602889.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ასევე, უნდა მოვუწონოთ თუ არა, როდესაც კომპანიები აკონტროლებენ მომხმარებელთა საუბრებს და განხილვებს სოციალურ ქსელებში, როგორიცაა, იუტუბი, ფეისბუქი, ტვიტერი?
Similarly, should we applaud or resent companies that monitor consumer discussions on YouTube, Facebook, Twitter, or other public social networks in an effort to be more responsive?
602890.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, კომპანია დელი იყენებს კომპანია რადიან 6-ს იმისათვის, რომ სისტემატურად აკონტროლოს სოციალური მედია-საუბრები და გააკეთოს სწრაფი რეაგირება.
For example, Dell uses Radian6 to routinely track social media conversations and often responds quickly.
602891.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
დელი ასეთ მონიტორინგს მიიჩნევს, როგორც შესაძლებლობას, ჩართოს მომხმარებლები ორმხრივ სასარგებლო საუბრებში.
Dell views such monitoring as an opportunity to engage consumers in helpful two-way conversations.
602892.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
თუმცა, ზოგიერთ კლიენტს ეს შესაძლოა მათი პირადულობის დარღვევად მოეჩვენოს.
However, some disconcerted consumers might see it as an intrusion on their privacy.
602893.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
უმეტესობა, უბრალოდ, აღშფოთებას გამოხატავს თავიანთი უფლებების დარღვევის გამო.
Most, however, simply resent the intrusion.
602894.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მათ ეზიზღებათ სატელეფონო, საფოსტო თუ ინტერნეტ-გამოკითხვები, რომლებიც ძალიან გრძელი, პირადული ან ხელშემშლელია მათთვის.
They dislike mail, telephone, or Web surveys that are too long or too personal or that interrupt them at inconvenient times.
602895.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კვლევა მომხმარებელთა მზარდ გულისწყრომას იწვევს, რაც ინდუსტრიის მთავარ პრობლემად იქცა და ამას კვლევაში მონაწილეთა მხრიდან დაბალი აქტივობა მოჰყვა.
Increasing consumer resentment has become a major problem for the marketing research industry, leading to lower survey response rates in recent years.
602896.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მომხმარებელი უპრობლემოდ გასცემს პირად ინფორმაციას უფასო მომსახურების, იოლი კრედიტის, ფასდაკლებებისა და სხვადასხვა ჯილდოს გამო, მათ მაინც აღელვებთ ონლაინპირადულობის ქურდობის საკითხი.
Although many consumers willingly exchange personal information for free services, easy credit, discounts, upgrades, and all sorts of rewards, they also worry about the growth in online identity theft.
602897.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ორგანიზაცია თრასთის (რომელიც აკონტროლებს ვებგვერდების კონფიდენციალურობის საკითხს) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რესპონდენტების 90%-ზე მეტი ონლაინპირადულობას მიიჩნევს, როგორც „ნამდვილად“ ან „გარკვეულწილად“ მნიშვნელოვან საკითხს.
A study by TRUSTe, an organization that monitors the privacy practices of Web sites, found that more than 90 percent of respondents view online privacy as a “really” or “somewhat” important issue.
602898.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
75%-ზე მეტი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ „ინტერნეტი არ არის კარგად რეგულირებული და საკმაოდ ადვილია მიამიტი რესპონდენტების აყოლიება“.
More than 75 percent agreed with the statement, “The Internet is not well regulated, and naïve users can easily be taken advantage of”.
602899.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ამერიკელთა 66%-ის აზრით, მარკეტოლოგებმა არ უნდა ადევნონ თვალყური მათ ონლაინქცევას და მომხმარებელთა ინტერესებს დაუქვემდებარონ თავიანთი შემდგომი ნაბიჯები.
And 66 percent of Americans do not want marketers to track their online behavior and tailor advertisements to their interests.
602900.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი, როცა მათ დიდად არ სურთ ინტერნეტსივრცეში გაავრცელონ პირადი ინფორმაცია.
So it’s no surprise that they are now less than willing to reveal personal information on Web sites.