მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603661.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მან ისეთი სისტემები უნდა შექმნას, რომლის მეშვეობითაც კლიენტებს შეეძლებათ პრეტენზიების წარდგენა.
It should set up systems that encourage customers to complain.
603662.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამ გზით კომპანიას შეუძლია დაადგინოს, როგორ მუშაობს და როგორ შეიძლება გააუმჯობესოს თავისი საქმიანობა.
In this way, the company can learn how well it is doing and how it can improve.
603663.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესწავლით მარკეტოლოგები შეძლებენ ეფექტური გზების მოძიებას, როგორ შესთავაზონ მომხმარებლებს პროდუქტი.
By studying the overall buyer decision process, marketers may be able to find ways to help consumers move through it.
603664.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მაგალითად, თუ მომხმარებლები ახალ პროდუქტს იმის გამო არ ყიდულობენ, რომ ისინი მის საჭიროებას ვერ აღიქვამენ, მარკეტინგს შეუძლია სარეკლამო კამპანია აწარმოოს, რომელიც ახალი პროდუქტის სარგებელზე გაამახვილებს ყურადღებას და აჩვენებს, როგორ შეუძლია მოცემულ პროდუქტს მომხმარებელთა პრობლემების გადაჭრა.
For example, if consumers are not buying a new product because they do not perceive a need for it, marketing might launch advertising messages that trigger the need and show how the product solves customers’ problems.
603665.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
თუ მომხმარებელი იცნობს პროდუქტს, მაგრამ არ ყიდულობს იმიტომ, რომ არაკეთილგანწყობილია მის მიმართ, მარკეტოლოგმა უნდა იპოვოს საშუალება, პროდუქტისადმი მომხმარებლის დამოკიდებულების შესაცვლელად.
If customers know about the product but are not buying because they hold unfavorable attitudes toward it, marketers must find ways to change either the product or consumer perceptions.
603666.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მყიდველის გადაწყვეტილების მიღების პროცესი ახალი პროდუქტის შესყიდვისას.
The Buyer Decision Process for New Products.
603667.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ჩვენ განვიხილეთ ის ეტაპები, რომლებსაც მყიდველები გადიან თავიანთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
We have looked at the stages buyers go through in trying to satisfy a need.
603668.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მყიდველებმა ეს საფეხურები შესაძლოა სწრაფად ან, პირიქით, ნელა გაიარონ და ზოგიერთი მათგანი გამოტოვონ კიდეც.
Buyers may pass quickly or slowly through these stages, and some of the stages may even be reversed.
603669.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ბევრი რამაა დამოკიდებული მყიდველის ბუნებაზე, პროდუქტებსა და ყიდვის პროცესის დროს შექმნილ სიტუაციაზე.
Much depends on the nature of the buyer, the product, and the buying situation.
603670.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ახლა ჩვენ განვიხილავთ, როგორ ირჩევენ მყიდველები ახალ პროდუქტს.
We now look at how buyers approach the purchase of new products.
603671.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ახალი პროდუქტი არის საქონელი, მომსახურება ან იდეა, რომელიც პოტენციური მყიდველის მიერ აღიქმება, როგორც ახალი.
A new product is a good, service, or idea that is perceived by some potential customers as new.
603672.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ის შესაძლოა დიდი ხანი არსებობდეს ბაზარზე, მაგრამ საინტერესოა, როგორ იგებენ მომხმარებლები თავდაპირველად ახალ პროდუქტზე და როგორ იღებენ გადაწყვეტილებას მისი შეძენის შესახებ.
It may have been around for a while, but our interest is in how consumers learn about products for the first time and make decisions on whether to adopt them.
603673.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ათვისების პროცესი არის გონებრივი ფაზა, როდესაც ინდივიდი გადაამუშავებს პირველად გაგონილ ინფორმაციას ინოვაციის (მისთვის ახალი პროდუქტის) შესახებ მისი შეძენის გადაწყვეტილების მიღებამდე. ათვისება არის გადაწყვეტილება, რომელსაც ინდივიდი იღებს, რათა პროდუქტის რეგულარული მომხმარებელი გახდეს.
We define the adoption process as “the mental process through which an individual passes from first learning about an innovation to final adoption,” and adoption as the decision by an individual to become a regular user of the product.
603674.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ათვისების პროცესის საფეხურები.
Stages in the Adoption Process.
603675.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ახალი პროდუქტის ათვისების პროცესის დროს მომხმარებლები ხუთ ეტაპს გადიან.
Consumers go through five stages in the process of adopting a new product.
603676.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
გათვითცნობიერება: მომხმარებელი იგებს ახალი პროდუქტის შესახებ, მაგრამ ნაკლებ ინფორმაციას ფლობს მის თაობაზე.
Awareness: The consumer becomes aware of the new product but lacks information about it.
603677.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ინტერესი: მომხმარებელი ეძებს ინფორმაციას ახალ პროდუქტზე.
Interest: The consumer seeks information about the new product.
603678.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
შეფასება: მომხმარებელი განიხილავს, ღირს თუ არა პროდუქტის საცდელად ყიდვა.
Evaluation: The consumer considers whether trying the new product makes sense.
603679.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
საცდელად ყიდვა: მომხმარებელი ცდილობს, ახლოს გაეცნოს და გამოცადოს ახალი პროდუქტი (მისი ნიმუში ან მცირე პარტია), რათა შეექმნას მასზე წარმოდგენა.
Trial: The consumer tries the new product on a small scale to improve his or her estimate of its value.
603680.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ათვისება: მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას ახალი პროდუქტის ჩვეულებრივად გამოყენების შესახებ.
Adoption: The consumer decides to make full and regular use of the new product.