მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603721.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ადრეული ეტაპის მაღალი გარჩევადობის ტელევიზორები, მაღალი გარჩევადობის კაბელი და სატელიტი ძალიან ძვირია, რამაც მათი გამოყენების ტემპი შეანელა.
Early HDTVs and HD cable and satellite systems were very expensive, which slowed the rate of adoption.
603722.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ფასების დაცემასთან ერთად, გაიზარდა მათი ათვისების დონეც.
As prices fall, adoption rates increase.
603723.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
კომუნიკაბელურობა: რამდენად არის თვალსაჩინო ახალი პროდუქტის გამოყენება სხვებისთვის.
Communicability: The degree to which the results of using the innovation can be observed or described to others.
603724.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
იმის გამო, რომ მაღალი გარჩევადობის ტელევიზორები თავად ახდენს საკუთარი თავის დემონსტრირებასა და აღწერას, მომხმარებლებში მათი გამოყენება სწრაფად გაიზრდება.
Because HDTV lends itself to demonstration and description, its use will spread faster among consumers.
603725.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ათვისების დონეზე ასევე მოქმედებს სხვა მახასიათებლები, როგორიცაა: საწყისი და შემდგომი ხარჯები, რისკი და განუსაზღვრელობის ხარისხი, მოწონება საზოგადოების მხრიდან.
Other characteristics influence the rate of adoption, such as initial and ongoing costs, risk and uncertainty, and social approval.
603726.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ახალი პროდუქტების მარკეტოლოგმა ყველა ეს ფაქტორი უნდა გამოიკვლიოს, როდესაც ახალ პროდუქტს და მის მარკეტინგულ პროგრამას ქმნის.
The new-product marketer must research all these factors when developing the new product and its marketing program.
603727.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
ვებ-სამყარო: ონლაინსოციალური ზეგავლენის გამოყენება.
Word of Web: Harnessing the Power of Online Social Influence.
603728.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
ადამიანებს სიამოვნებთ სხვებთან საუბარი იმ საკითხებზე, რომლებიც მათ სიხარულსა და ბედნიერებას მატებს – მათი საყვარელი პროდუქტებისა და ბრენდების ჩათვლით.
People love talking with others about things that make them happy—including their favorite products and brands.
603729.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, თქვენ ძალიან მოგწონთ ჯეთბლუ ეარვეისი, რომელიც საკმაოდ ეკონომიურია და მომხმარებელს სასიამოვნო მომსახურებას სთავაზობს.
Say you really like JetBlue Airways—they fly with flair and get you there at an affordable price.
603730.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
ან კიდევ, უბრალოდ, მოგწონთ თქვენი ახალი სონის ფოტოაპარატი ადრე ამ ბრენდების შესახებ ისაუბრებდით თქვენს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.
Or you just plain love your new Sony GPS camera. In the old days, you’d have chatted up these brands with a few friends and family members.
603731.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგრამ დღეს, ონლაინტექნოლოგიების წყალობით, ათასობით და მილიონობით მომხმარებელს შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი მოსაზრება ამა თუ იმ ბრენდის შესახებ.
But these days, thanks to online technology, anyone can share brand experiences with thousands, even millions, of other consumers via the Web.
603732.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამიტომაც მარკეტოლოგები აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მომხმარებლებს ბრენდებზე ონლაინრეჟიმში ალაპარაკებენ.
In response, marketers are now feverishly working to harness today’s newfound technologies and get people talking about and interacting with their brands online.
603733.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
კომპანიამ შესაძლოა დაიწყოს მოღვაწეობა საკუთარი ონლაინბრენდის ელჩების შექმნით.
A company can start by creating its own online brand ambassadors.
603734.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, სონიმ გამოიყენა ონლაინბრენდის ელჩები მისი ახალი ჯი-პი-ეს ფოტოაპარატის სარეკლამოდ. ეს ფოტოაპარატი ისეთი დახვეწილი და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომ საშუალებას იძლევა, მოხდეს ყოველი გადაღებული სურათის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა-ჩაწერა და შემდეგ ონლაინ რეჟიმში გუგლის ონლაინრუკაზე დატანა.
For example, Sony used online brand ambassadors to jump-start the launch of its new GPS camera, a high-tech device that lets you record the exact location of every picture you take and later map them out online using Google Maps.
603735.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
კომპანიამ შეარჩია 25 მომხმარებელი, რომლებსაც სიამოვნებთ მოგზაურობა, სურათების გადაღება და ბლოგებზე აქტიურობა, მათ უფასოდ გადასცა ფოტოაპარატი და ასწავლა მისი გამოყენება.
The company selected 25 customers who like to travel, take pictures, and blog; gave them a camera; and taught them how to use it.
603736.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
შემდეგ მოუწოდა, ეჩვენებინათ ეს ფოტოაპარატი მეგობრებისათვის, ნაცნობებისათვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის; დაერიგებინათ ფასდაკლების კუპონები და მათი სურათების გადაღების გამოცდილების შესახებ ბლოგებზე ყოველდღე დაეტოვებინათ ინფორმაცია.
Then it encouraged the ambassadors to show the camera to friends, associates, and anyone else who asked; hand out discount coupons; and blog weekly about their travel and picture-taking adventures on a dedicated Sony microsite and a host of social networking sites.
603737.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
კოკა-კოლამ წამოიწყო აქცია ექსპედიცია – 206, რომლის ფარგლებში ონლაინ კენჭისყრით არჩეული „ბედნიერების ელჩები“ გაიგზავნა 365-დღიან მოგზაურობაში იმ 206 ქვეყანაში, სადაც კოკა-კოლას პროდუქტები იყიდება.
Coca-Cola recently launched Expedition 206, which dispatched three “Happiness Ambassadors”—chosen in an online vote—on a 365-day journey across the 206 countries where Coca-Cola products are sold.
603738.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
მათი მისია იყო, გაეგოთ და დაეფიქსირებინათ ის, რაც „მომხმარებელს ბედნიერს ხდის“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამის შემდეგ კი ბლოგების, ტვიტერის, ონლაინვიდეორგოლებისა და სურათების მეშვეობით მომხმარებლებისთვის სოციალურ ქსელებში გაეზიარებინათ მიღებული გამოცდილება.
Their mission was to document “what makes people happy” around the world and share their experiences with consumers worldwide through blogs, tweets, videos, and pictures.
603739.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამ თავგადასავალში მონაწილე ფანები წარმოადგენდნენ ე.წ ვირტუალურ სამოგზაურო აგენტებს, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობდნენ სხვადასხვა ადგილას წასვლას და იქ გარკვეულ აქტივობებს.
Fans following the adventure served as “virtual travel agents,” suggesting places the Happiness Ambassadors might go and what they might do.
603740.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამ ელჩებმა საკმაოდ აქტიურად შეუწყვეს ხელი ონლაინრეჟიმში ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას და ეს მოხდა კოკა-კოლას ყოვლისმომცველი „ღია ბედნიერების“ მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში.
The ambassadors generated lots of online buzz, all within the context of CocaCola’s broader “Open Happiness” marketing campaign.