მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603701.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ბოლოს მოდიან ჩამორჩენილები (ხატოვნად რომ ვთქვათ – მაჩანჩალები, ტრადიციათა მოყვარულნი). ისინი ეჭვის თვალით უყურებენ ცვლილებებს და სიახლეებს მხოლოდ მაშინ იღებენ, როდესაც ის ტრადიციად იქცევა.
Finally, laggards are tradition bound—they are suspicious of changes and adopt the innovation only when it has become something of a tradition itself.
603702.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამთვისებელთა ასეთი კლასიფიკაცია გულისხმობს, რომ ნოვატორულმა კომპანიამ ინოვატორთა და ადრეულ ამთვისებელთა დამახასიათებელი თვისებები უნდა გამოიკვლიოს და მარკეტინგული ძალისხმევა მათკენ წარმართოს.
This adopter classification suggests that an innovating firm should research the characteristics of innovators and early adopters in their product categories and direct marketing efforts toward them.
603703.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
პროდუქტის მახასიათებლების გავლენა მისი ათვისების ტემპზე.
Influence of Product Characteristics on Rate of Adoption.
603704.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ახალი პროდუქტის მახასიათებლები გავლენას ახდენს მისი ათვისების ტემპზე.
The characteristics of the new product affect its rate of adoption.
603705.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ზოგიერთი პროდუქტი თითქმის ერთ ღამეში ინერგება; მაგალითად, აიპოდი და აიფონი დახლებიდან თვალის დახამხამებაში გაქრა პირველივე დღიდან.
Some products catch on almost overnight; for example, both the iPod and iPhone flew off retailers’ shelves at an astounding rate from the day they were first introduced.
603706.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ზოგი პროდუქტის აღიარებას ძალიან დიდი დრო სჭირდება.
Others take a longer time to gain acceptance.
603707.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მაგალითად, პირველი მაღალი გარჩევადობის ტელევიზორები აშშ-ში 90-იან წლებში შემოიღეს, მაგრამ იმ ოჯახების პროცენტულობა, რომლებიც მაღალი გარჩევადობის ტელევიზორებს ფლობდნენ, 2007 წლისათვის 28% იყო, 2010 წლისათვის კი — 62%.
For example, the first HDTVs were introduced in the United States in the 1990s, but the percentage of U.S. households owning a high definition set stood at only 28 percent by 2007 and 62 percent by 2010.
603708.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ათვისების ტემპზე ზეგავლენას ძირითადად ხუთი მახასიათებელი ახდენს.
Five characteristics are especially important in influencing an innovation’s rate of adoption.
603709.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
განვიხილოთ ეს მახასიათებლები მაღალი გარჩევადობის ტელევიზორების მაგალითზე.
For example, consider the characteristics of HDTV in relation to the rate of adoption.
603710.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
შეფარდებითი უპირატესობა: რამდენად არის გაუმჯობესებული ახალი პროდუქტი უკვე არსებულ მსგავს პროდუქტებთან შედარებით.
Relative advantage: The degree to which the innovation appears superior to existing products.
603711.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მაღალი გარჩევადობის ტელევიზორი გამოსახულების გაცილებით გაუმჯობესებულ ხარისხს სთავაზობს მომხმარებელს.
HDTV offers substantially improved picture quality.
603712.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამან დააჩქარა მისი ათვისების ტემპი.
This speeded up its rate of adoption.
603713.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
თავსებადობა: ახალი პროდუქტის შესაბამისობის ხარისხი პოტენციური მომხმარებლების ფასეულობებსა და გამოცდილებასთან.
Compatibility: The degree to which the innovation fits the values and experiences of potential consumers.
603714.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მაგალითად, მაღალი გარჩევადობის ტელევიზორი საკმაოდ თავსებადია ტელევიზორის მაყურებელი საზოგადოების ცხოვრების სტილთან.
HDTV, for example, is highly compatible with the lifestyles of the TV-watching public.
603715.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
თუმცა ადრეულ წლებში იგი საერთოდ არ შეესაბამებოდა პროგრამულ და სამაუწყებლო სისტემებს, რამაც შეანელა მისი ათვისება.
However, in the early years, HDTV was not yet compatible with programming and broadcasting systems, which slowed adoption.
603716.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ახლა კი, რაც უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა მაღალი გარჩევადობის პროგრამები და არხები, ამ ტელევიზორების აღიარების ტემპიც სწრაფად გაიზარდა.
Now, as more and more high definition programs and channels have become available, the rate of HDTV adoption has increased rapidly.
603717.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
კომპლექსურობა: ანუ რამდენად რთული გასაგებია ახალი პროდუქტის არსი და მისი გამოყენება.
Complexity: The degree to which the innovation is difficult to understand or use.
603718.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
მაღალი გარჩევადობის ტელევიზორების ექსპლუატაცია არ არის ძალიან რთული.
HDTVs are not very complex.
603719.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
ამიტომ, რამდენადაც მისი დაპროგრამება ხელმისაწვდომია, ხოლო ფასები მისაღები, ნაკლები დრო იქნება საჭირო, რომ ამერიკულ ოჯახებში შეაღწიოს, ვიდრე სხვა უფრო კომპლექსურმა, რთულმა, ახალმა პროდუქციამ.
Therefore, as more programming has become available and prices have fallen, the rate of HDTV adoption is increasing faster than that of more complex innovations.
603720.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. სამომხმარებლო ბაზრები და მომხმარებელთა ქცევა
გაყოფადობა: რა დონემდეა შესაძლებელი ინოვაციის გამოყენება.
Divisibility: The degree to which the innovation may be tried on a limited basis.