მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603741.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამ იდეას საფუძვლად ედო ბრენდთან დაკავშირებული საუბრებისათვის ხელის შეწყობა და არა გაყიდვების უმალ ზრდა.
The idea was to create brand-related conversations, not immediate sales.
603742.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
კოკა-კოლას სოციალური მედია-მარკეტოლოგი ამბობს: „მიზანი არ ყოფილა კოკა-კოლას ბრენდის გაყიდვების ზრდა."
“It’s not about having the Coca-Cola brand first and foremost,” said a Coca-Cola social media marketer.
603743.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
"ჩვენ, უბრალოდ, გვინდოდა მოგვეყოლა საინტერესო ამბავი კოკა-კოლას მიერ შექმნილი ოპტიმიზმისა და ბედნიერების შესახებ“.
“It’s about telling the story that involves what Coca-Cola is about, optimism and joy”.
603744.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
ბოლო წლებში ბლოგების სფერო საკმაოდ გააქტიურდა.
The blogosphere has exploded onto the scene in recent years.
603745.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
მთელი აშშ-ის ინტერნეტ მომხმარებელთა ორი მესამედი აქტიურად კითხულობს ბლოგებს, ხოლო ერთი მესამედი კომენტარებს ათავსებს.
Two-thirds of all U.S. Internet users now read blogs regularly and nearly one-third write one.
603746.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ ზუსტად იმავე რაოდენობის ადამიანი შოულობს ფულს ბლოგერობით, რამდენიც იურისტობით.
Believe it or not, there are almost as many people making a living as bloggers as there are lawyers.
603747.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
არ აქვს მნიშვნელობა ინტერესის სფეროს. ნებისმიერ თემაზე ათასობით ბლოგერი დაწერს მოსაზრებას.
No matter what the interest area, there are probably hundreds of bloggers covering it.
603748.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
გარდა ამისა, კვლევით დადასტურებულია, რომ ბლოგერთა 90% ათავსებს ინფორმაციას ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად საყვარელი ბრენდების შესახებ.
Moreover, research shows that 90 percent of bloggers post about their favorite and least favorite brands.
603749.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამიტომ კომპანიათა უმეტესობას სურს ურთიერთობა დაამყარონ გავლენიან ბლოგერებთან.
As a result, most companies try to form relationships with influential bloggers.
603750.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, პანასონიკმა დაიქირავა ხუთი ცნობილი ტექნობლოგერი იმისათვის, რომ წასულიყვნენ სამომხმარებლო ელექტროტექნიკის ჩვენებაზე და გაეზიარებინათ საკუთარი შთაბეჭდილებები პანასონიკის პროდუქციის შესახებ. ასევე გაევრცელებინათ ეს ინფორმაცია თავიანთ მკითხველებთან ბლოგპოსტების, ტვიტერის შეტყობინებისა და იუტუბის ვიდეოების მეშვეობით.
For example, Panasonic recruited five big-name tech bloggers to travel to a recent consumer electronics show and share their impressions, including Panasonic product reviews, with their readers via blog posts, Twitter updates, and YouTube videos.
603751.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
მიუხედავად იმისა, რომ პანასონიკმა დაფარა ბლოგერთა მოგზაურობისა და ღონისძიებების ხარჯები, იგი არ ჩარეულა იმაში, რას წერდნენ ბლოგერები.
Although Panasonic paid the bloggers’ travel and event expenses and loaned them digital camcorders and cameras, it had—and wanted—no say in what the bloggers posted.
603752.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
ბლოგერები კი თავისუფლად აცხადებდნენ, რომ მათ აფინანსებდა პანასონიკი.
And the bloggers freely and fully disclosed Panasonic’s sponsorship.
603753.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
შედეგად მიღებულმა „დაფინანსებულმა საუბრებმა“ კომპანიას საშუალება მისცა, სიღრმისეულად ჩასწვდომოდა ინტერნეტით გამართულ მიმოწერას.
Still, the resulting “sponsored conversations” let Panasonic tap into the groundswell of Internet buzz surrounding the show.
603754.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
როგორც პანასონიკის წარმომადგენელი ამბობს: „როდესაც ბლოგერებს რაიმე მექანიზმს გადასცემ და მათ იგი მოეწონებათ, ნებისმიერი სხვა მომხმარებლის მსგავსად, ისინი მას გააღმერთებენ“.
“When you give bloggers equipment and they love it, just like any other consumer they’ll evangelize it,” says a Panasonic spokesperson.
603755.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
მარკეტინგული მიზნებისთვის მნიშვნელოვანია მოიძებნოს ისეთი ბლოგერები, რომლებსაც გააჩნიათ მკითხველების დიდი არმია, საიმედო ხმა და ბრენდთან კარგი კავშირი.
The key is to find bloggers who have strong networks of relevant readers, a credible voice, and a good fit with the brand.
603756.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, ისეთი კომპანიები, როგორიცაა, პროქტერ & გემბელი, ჯონსონ & ჯონსონი, ვოლმარტი აქტიურად თანამშრომლობენ გავლენიან ბლოგერებთან.
For example, companies ranging from P&G and Johnson & Johnson to Walmart work closely with influential “mommy bloggers”.
603757.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
თქვენ აუცილებლად წააწყდებით ისეთ მთამსვლელებს, რომლებიც ბლოგებს წერენ ნორს ფეისზე, მოტოციკლეტისტებს, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებს ათავსებენ ჰარლეი დევიდსონზე, და მყიდველებს, რომლებიც ჰოულ ფუდს მარკეტსა და თრეიდერ ჯოს შესახებ უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას.
And you’ll no doubt cross paths with the likes of climbers blogging for North Face, bikers blogging for Harley-Davidson, and shoppers blogging for Whole Foods Market or Trader Joe’s.
603758.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
საჭიროა გაკეთდეს ისეთი რამ, რაც გამოიწვევს დიალოგს, რომ ადამიანები ჩაერთონ ბრენდის გარშემო არსებულ აზრთა გაცვლა-გამოცვლაში ონლაინრეჟიმში.
Perhaps the best way to generate brand conversations and social involvement on the Web is simply to do something conversation worthy—to actually involve people with the brand online.
603759.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, მაუნთინ დიუს ფეისბუქის ფანგვერდზე ხუთჯერ უფრო მეტი მომხმარებელი შევიდა მას შემდეგ, რაც დიუმოკრატიას კამპანია დაიწყო.
For example, Mountain Dew’s Facebook fan page grew fivefold at the launch of the latest DEWmocracy campaign.
603760.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 5. მარკეტინგი პრაქტიკაში
სოციალური ზეგავლენის მოპოვების ერთ-ერთი უმარტივესი გზა ამავე დროს ყველაზე ძველი და ტრადიციულია – შექმენი კარგი რეკლამა, რომელიც მაყურებელს აალაპარაკებს. მაგრამ, ამ ეპოქაში ერთმაც და მეორემაც სახე იცვალა.
Ironically, one of the simplest means of capturing social influence through the Web is one of the oldest—produce a good ad that gets people talking. But in this day and age, both have changed.