მოიძებნა 668044 ჩანაწერი
603961.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
თუმცა, ამავე დროს ბოინგისგან მოითხოვა დეტალური გეგმა იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული სხვა მოულოდნელობები და სცოდნოდა, როდის დაასრულებდა პირველი ბოინგი 787-ის გამოშვებას.
At the same time, however, ANA demanded that Boeing provide a detailed plan for avoiding more surprises and a realistic estimate of when ANA would get its first airplane.
603962.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბოინგმა კარგი გაკვეთილი მიიღო ამ გამოცდილებიდან მომხმარებელთა ურთიერთობების საკითხში.
Boeing learned a long list of customer relationship lessons from the delays.
603963.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ორ კომპანიას შორის პარტნიორული ურთიერთობების შემთხვევაში, ისევე როგორც მრავალ სხვა სახის ურთიერთობაში, ნდობა მუდმივად, ყოველდღე უნდა მტკიცდებოდეს.
In business-to-business partnerships, as in any relationship, trust must be earned anew every day.
603964.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბოინგის პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენ, სამწუხაროდ, იმედები გავუცრუეთ ჩვენს კლიენტებს."
Says Boeing’s president, “We really disappointed our customers."
603965.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
გასული სამი წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩვენი პარტნიორებისათვის.
The past three years have been tough for our partners.
603966.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ვამყარებთ — ეს კლდეზე ერთად ასვლას წააგავს.
But we are developing closer bonds—it’s like climbing a mountain together.
603967.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
საბოლოოდ, განახლებული გეგმების შესრულება და კლიენტების თვითმფრინავებით უზრუნველყოფა შერყეული ურთიერთობების გამთელების კარგი საშუალება იქნება.
In the end, meeting the revised schedules and delivering planes to customers will be a must in repairing strained relationships.
603968.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
როგორც ბოინგის ერთ-ერთი თანამშრომელი აღნიშნავს: „კარგი ურთიერთობა და რეპუტაცია საუკეთესო მუშაობის შედეგია და არა დაგვიანებული დაპირებებისა“.
Says one Boeing watcher, “good relationships and reputations are built on outstanding performance, not delayed promises”.
603969.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბოინგის მსგავსად, დიდი კომპანიების უმეტესობა თავის პროდუქციას სხვა ორგანიზაციებზე ყიდის.
Like Boeing, in one way or another, most large companies sell to other organizations.
603970.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ისეთი კომპანიები, როგორიცაა, ბოინგი, დუპონი, აი-ბი-ემი, კატერპილარი და მრავალი სხვა ფირმა თავისი პროდუქციის უდიდეს ნაწილს სხვა საწარმოებსა თუ ფირმებზე ყიდის.
Companies such as Boeing, DuPont, IBM, Caterpillar, and countless other firms sell most of their products to other businesses.
603971.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
დიდი სამომხმარებლო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებიც კი, რომლებიც იმას აწარმოებენ, რასაც საბოლოო მომხმარებელი იყენებს, თავიანთ პროდუქციას ჯერ სხვა კომპანიებზე ყიდიან.
Even large consumer-products companies, which make products used by final consumers, must first sell their products to other businesses.
603972.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროდუქცია მომხმარებელს მიჰყიდოს, ჯენერალ მილსმა თავდაპირველად იგი ბითუმად თუ ცალობით მოვაჭრეზე უნდა გაასაღოს, ამის შემდეგ გადის იგი სამომხმარებლო ბაზარზე.
But to sell these products to consumers, General Mills must first sell them to its wholesaler and retailer customers, who in turn serve the consumer market.
603973.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბიზნესმყიდველის ქცევა გულისხმობს ორგანიზაციების მიერ პროდუქტის შესყიდვის ქცევას, როდესაც ისინი საქონელსა თუ მომსახურებას იმისათვის ყიდულობენ, რომ გამოიყენონ სხვა ისეთი პროდუქციისა და მომსახურების საწარმოებლად, რომლებიც იყიდება, ქირავდება თუ მიეწოდება სხვებს.
Business buyer behavior refers to the buying behavior of the organizations that buy goods and services for use in the production of other products and services that are sold, rented, or supplied to others.
603974.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
იგი ასევე მოიცავს ცალობით თუ ბითუმად მოვაჭრე ფირმების ქცევას, რომლებიც საქონელს იმისათვის ყიდულობენ, რომ მიჰყიდონ ან მიაქირაონ იგი სხვებს მოგების მიღებით.
It also includes the behavior of retailing and wholesaling firms that acquire goods to resell or rent them to others at a profit.
603975.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბიზნესშესყიდვის პროცესში ბიზნესმყიდველები განსაზღვრავენ, რა პროდუქცია და მომსახურება ესაჭიროება მათ ორგანიზაციებს და შემდეგ ეძებენ, აფასებენ და არჩევენ ალტერნატიულ მომწოდებლებსა და ბრენდებს.
In the business buying process, business buyers determine which products and services their organizations need to purchase and then find, evaluate, and choose among alternative suppliers and brands.
603976.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
იმ მარკეტოლოგებმა, რომლებიც პირდაპირ კომპანიებთან ამყარებენ კონტაქტს ამა თუ იმ პროდუქტის მათთვის მიყიდვის მიზნით, მაქსიმუმი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ კარგად გაიგონ, რა არის ბიზნესმყიდველის ქცევა.
Business-to-business (B-to-B) marketers must do their best to understand business markets and business buyer behavior.
603977.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
შემდეგ კი იმ საწარმოების მსგავსად, რომლებიც თავიანთ პროდუქციას საბოლოო მყიდველზე ყიდიან, მათ უნდა ააგონ და განავითარონ მომგებიანი ურთიერთ ობები ბიზნესმყიდველებთან უმაღლესი ფასეულობის შექმნით.
Then, like businesses that sell to final buyers, they must build profitable relationships with business customers by creating superior customer value.
603978.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბიზნესბაზრები.
Business Markets.
603979.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბიზნესბაზარი უზარმაზარია.
The business market is huge.
603980.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბიზნესბაზრებს სამომხმარებლო ბაზრებთან შედარებით გაცილებით მეტი ფული და საგნები სჭირდება.
In fact, business markets involve far more dollars and items than do consumer markets.