მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604021.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბიზნესშესყიდვებს მეტი თანხა სჭირდება, ტექნიკური და ეკონომიკური ნიუანსებიც უფრო რთული გასავლელია. მყიდველის ორგანიზაციიდან სხვადასხვა დონეზე მრავალი ადამიანია შესყიდვის პროცესში ჩართული.
Business purchases often involve large sums of money, complex technical and economic considerations, and interactions among many people at many levels of the buyer’s organization.
604022.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
საჭიროა პროდუქტის დეტალური სპეციფიკაციები, წერილობითი ბრძანებები შესყიდვების შესახებ, მომწოდებლის დაკვირვებით შერჩევა და უმაღლესი მენეჯმენტისაგან ოფიციალური დასტური შესყიდვაზე.
They usually call for detailed product specifications, written purchase orders, careful supplier searches, and formal approval.
604023.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
დაბოლოს, ბიზნესშესყიდვის პროცესში მყიდველი და გამყიდველი უფრო მეტად არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი.
Finally, in the business buying process, the buyer and seller are often much more dependent on each other.
604024.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბიზნესი-ბიზნესისთვის მარკეტოლოგები ხელებდაკაპიწებულები უნდა თანამშრომლობდნენ თავიანთ მყიდველებთან ყიდვის პროცესის ყველა ეტაპზე – კლიენტებისა თვის საჭიროებების დადგენაში დახმარებით დაწყებული, მათ წინაშე არსებული პრობლემებიდან გამოსავლის ძიებისა და გაყიდვების შემდგომი მომსახურებით დამთავრებული.
B-to-B marketers may roll up their sleeves and work closely with their customers during all stages of the buying process—from helping customers define problems, to finding solutions, to supporting after-sale operation.
604025.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ისინი ხშირად საკუთარ შეთავაზებებს ინდივიდუალური კლიენტების მოთხოვნებსაც კი არგებენ.
They often customize their offerings to individual customer needs.
604026.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
თუმცა, უფრო გრძელვადიანი კუთხით, ასეთი ტიპის მარკეტოლოგები კლიენტთა ღირებულებას მათი უშუალო საჭიროებების დაკმაყოფილებით და მათთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებით ქმნიან.
In the long run, however, business-to-business marketers keep a customer’s sales and create customer value by meeting current needs and by partnering with customers to help them solve their problems.
604027.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგალითად, კომპანია დოუ პლასტიკსი მხოლოდ იმით არ არის დაკავებული, რომ პროდუქცია ინდუსტრიულ მყიდველს მიჰყიდოს. იგი აქტიურად თანამშრომლობს მყიდველებთან და ეხმარება მათ თავიანთ ბაზარზე წარმატების მიღწევაში.
For example, Dow Plastics doesn’t just sell commodity plastics to its industrial customers; it works with these customers to help them succeed in their own markets.
604028.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
კომპანია აცხადებს: „ჩვენ გვჯერა ერთი მარტივი ცნებისა: თქვენი მოგება ჩვენი მოგებაც არის“.
“We believe in a simple concept,” says the company. “If you win, we win”.
604029.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბოლო წლებში მყიდველებსა და მომწოდებლებს შორის წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობა, თბილ და ახლო ურთიერთობაში გადადის.
In recent years, relationships between customers and suppliers have been changing from downright adversarial to close and chummy.
604030.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
იკეა მსოფლიოს უმსხვილესი და უმაღლესი დონის ავეჯის საცალო მოვაჭრე გლობალური ბრენდ-კულტია.
IKEA, the world’s largest furniture retailer, is the quintessential global cult brand.
604031.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მომხმარებლები პეკინიდან, მოსკოვიდან თუ ოჰაიოდან მოისწრაფვიან ამ 32 მილიარდი დოლარის შემოსავლის მქონე სკანდინავიური ფირმის 300-ზე მეტი უზარმაზარი მაღაზიისაკენ 38 ქვეყანაში, რათა შეიძინონ იკეას მოდური და თან პრაქტიკული ავეჯი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.
Customers from Beijing to Moscow to Middletown, Ohio, flock to the $32 billion Scandinavian retailer’s more than 300 huge stores in 38 countries, drawn by IKEA’s trendy but simple and practical furniture at affordable prices.
604032.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
იკეას შემდგომი ზრდისათვის ახალი მაღაზიების გახსნა და კლიენტების მოზიდვა სულაც არ წარმოადგენს სერიოზულ ბარიერს.
But IKEA’s biggest obstacle to growth isn’t opening new stores and attracting customers.
604033.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
იგი უფრო მეტად ისეთი მომწოდებლების დეფიციტს განიცდის, რომლებიც მას დაეხმარებიან, შექმნან და აწარმოონ მილიარდობით ღირებულების საქონელი, რომელსაც მისი მომხმარებლები იყიდიან.
Rather, it’s finding enough of the right kinds of suppliers to help design and produce the billions of dollars of affordable goods that customers will carry out of its stores.
604034.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ამჟამად იკეას საქმიანობა 55 ქვეყანაში 1,220 მომწოდებლისგან მიღებულ საქონელს ემყარება.
IKEA currently relies on some 1,220 suppliers in 55 countries to stock its shelves.
604035.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
იგი ვერ დაეყრდნობა უბრალოდ ერთჯერად მომწოდებლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოადგეს.
IKEA can’t just rely on spot suppliers who might be available when needed.
604036.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ამიტომაც კომპანიამ შეიმუშავა სანდო მომწოდებელ პარტნიორთა მძლავრი ქსელი, რომლებიც მას 9500-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდიან.
Instead, it has systematically developed a robust network of supplier-partners that reliably provide the more than 9,500 items it stocks.
604037.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ამდენად, კომპანია არა მხოლოდ ყიდულობს პროდუქციას მომწოდებლებისაგან, არამედ აქტიურად რთავს მათ მოდური და ხელმისაწვდომი საბოლოო პროდუქტების შექმნა-დიზაინში.
Thus, IKEA does more than just buy from suppliers; it also involves them deeply in the process of designing and making stylish but affordable products to keep IKEA’s customers coming back.
604038.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბიზნესმყიდველის ქცევა.
Business Buyer Behavior.
604039.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მარკეტოლოგებს ყველაზე საბაზისო დონეზე სურთ გაიგონ, როგორ რეაგირებას მოახდენს ბიზნესმყიდველი სხვადასხვა მარკეტინგულ სტიმულზე.
At the most basic level, marketers want to know how business buyers will respond to various marketing stimuli.
604040.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სურათზე 6.1. მოცემულია ბიზნესმყიდველის ქცევის მოდელი.
Figure 6.1 shows a model of business buyer behavior.