მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604001.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მომხმარებელი ვერანაირ პროდუქტს ვერ შეიძენს პირდაპირ გორ-ტექსისგან, მაგრამ გორ-ტექსის პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება მაშინ, როდესაც მოთხოვნა იზრდება ამ მასალისაგან შექმნილ ტანსაცმელზე.
You can’t buy anything directly from Gore, but increased demand for Gore-Tex fabrics boosts the demand for outdoor apparel and other brands made from them.
604002.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ამდენად, გორ-ტექსი უკეთებს თავის პროდუქციას რეკლამას მომხმარებლებისათვის, რათა მათ მიაწოდოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სარგებელი მოაქვს მის პროდუქტს.
So Gore advertises to consumers to educate them on the benefits of the Gore-Tex brand in the products they buy.
604003.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
იგი ასევე ახდენს იმ ბრენდების მარკეტინგსაც, რომლებიც შეიცავენ გორ-ტექსის ქსოვილს –- ეს ბრენდებია: არკ'ტერიქსი, მარმოტი, ნორს ფეისი, ბარტონი, ელ-ელ-ბინი. ამ ბრენდებზე ინფორმაცია იდება პირდაპირ გორ-ტექსის ვებგვერდზე.
It also markets brands containing Gore-Tex—from Arc’teryx, Marmot, and The North Face to Burton and L.L. Bean—directly to consumers on its own Web site.
604004.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ამ და მსგავსი მარკეტინგული აქციების შედეგად, მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე დიდ უპირატესობას ანიჭებენ ნაცნობი ბრენდის ეტიკეტს. შედეგად, ორივე მხარე – გორ-ტექსიც და მისი პარტნიორებიც — მოგებული რჩება.
As a result of these and other marketing efforts, consumers around the world have learned to look for the familiar Gore-Tex brand label, and both Gore and its partner brands win.
604005.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მნიშვნელობა აღარ აქვს, რა ბრენდის ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს ყიდულობთ, თუ იგი დამზადებულია გორ-ტექსის მასალით ,,თქვენ გარანტირებული ხართ, რომ არ დასველდებით“.
No matter what brand of apparel or footwear you buy, says the label, if it’s made with Gore-Tex fabric, it’s “guaranteed to keep you dry”.
604006.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბევრ ბიზნესბაზარს არაელასტიკური მოთხოვნა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიის მრავალი სახის პროდუქტზე ფასის ცვალებადობა არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას საერთო მოთხოვნაზე, განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში.
Many business markets have inelastic demand; that is, the total demand for many business products is not much affected by price changes, especially in the short run.
604007.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ტყავის ფასის დაცემა ვერ გამოიწვევს იმას, რომ ფეხსაცმლის მწარმოებლებმა შეისყიდონ უფრო მეტი ტყავი, თუ ეს არ განა პირობებს ფეხსაცმლის უფრო დაბალ ფასებს, რაც თავის მხრივ, გაზრდის მომხმარებელთა მოთხოვნას ფეხსაცმელზე.
A drop in the price of leather will not cause shoe manufacturers to buy much more leather unless it results in lower shoe prices that, in turn, will increase the consumer demand for shoes.
604008.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
დაბოლოს, ბიზნესბაზარზე ბევრი მერყევი მოთხოვნაა.
Finally, business markets have more fluctuating demand.
604009.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ორგანიზაციებისათვის განკუთვნილ მრავალ საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე მოთხოვნა სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე.
The demand for many business goods and services tends to change more—and more quickly— than the demand for consumer goods and services does.
604010.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მომხმარებელთა მხრიდან პროდუქტზე მოთხოვნის მცირე პროცენტულ ზრდას შეუძლია გამოიწვიოს ბიზნესორგანიზაციების პროდუქტებისა და მომსახურების მოთხოვნის გაცილებით დიდი ზრდა.
A small percentage increase in consumer demand can cause large increases in business demand.
604011.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ზოგჯერ სამომხმარებლო პროდუქტზე მოთხოვნის მხოლოდ 10%-იანმა ზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს მოთხოვნის 200%-იანი ზრდა ბიზნესორგანიზაციების პროდუქტებზე.
Sometimes a rise of only 10 percent in consumer demand can cause as much as a 200 percent rise in business demand during the next period.
604012.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
შესყიდვების ერთეულის ბუნება.
Nature of the Buying Unit.
604013.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სამომხმარებლო შესყიდვებთან შედარებით, ბიზნესშესყიდვა, როგორც წესი, მოიცავს ერთი ორგანიზაციიდან უფრო მეტ ისეთ მონაწილეს, რომელიც შესყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებს და უფრო მეტად პროფესიული ნიშნით წარმართავს შესყიდვის პროცესს.
Compared with consumer purchases, a business purchase usually involves more decision participants and a more professional purchasing effort.
604014.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ხშირად კომპანიის მიერ ესა თუ ის შესყიდვა ხორციელდება გადამზადებული და გამოცდილი შესყიდვების აგენტების მიერ, რომლებიც მთელ სამუშაო დროს იმის შესწავლას ანდომებენ, როგორ იყიდონ უკეთესად.
Often, business buying is done by trained purchasing agents who spend their working lives learning how to buy better.
604015.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
რაც უფრო რთულია შესყიდვა, მით უფრო სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში რამდენიმე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
The more complex the purchase, the more likely it is that several people will participate in the decision-making process.
604016.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მნიშვნელოვანი საქონლის ყიდვისას მიღებული ფორმაა ტექნიკური ექსპერტებისა და უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომიტეტების მონაწილეობა.
Buying committees composed of technical experts and top management are common in the buying of major goods.
604017.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
აღსანიშნავია, რომ ბიზნესი-ბიზნესისთვის (ბი-თუ-ბი) კომპანიის მარკეტოლოგები დღეს ხვდებიან უფრო მაღალი დონის, უკეთესად მომზადებულ და გაწვრთნილ შესყიდვების მენეჯერებს.
Beyond this, B-to-B marketers now face a new breed of higher-level, better-trained supply managers.
604018.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
შესაბამისად კომპანიებს უნდა ჰყავდეთ უკეთესად მომზადებული მარკეტოლოგები და გაყიდვების პერსონალი იმისათვის, რომ ამ კარგად გაწვრთნილ მყიდველებთან შეძლონ ურთიერთობა.
Therefore, companies must have well-trained marketers and salespeople to deal with these well-trained buyers.
604019.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
გადაწყვეტილებათა ტიპები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
Types of Decisions and the Decision Process.
604020.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბიზნესმყიდველები, როგორც წესი, გადაწყვეტილებებს ყიდვის შესახებ უფრო რთულად იღებენ, ვიდრე ჩვეულებრივი მომხმარებლები.
Business buyers usually face more complex buying decisions than do consumer buyers.