მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604061.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ასეთი სისტემური გაყიდვა (საკითხების მოგვარებაზე დაფუძნებული გაყიდვა) ხშირად მთავარი მარკეტინგული სტრატეგიაა ბიზნესმყიდველების შენარჩუნებისათვის.
Such systems selling (or solutions selling) is often a key business marketing strategy for winning and holding accounts.
604062.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგალითად, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის გიგანტი კომპანია იუ-პი-ესი იმაზე მეტს აკეთებს თავისი ბიზნესკლიენტებისათვის, ვიდრე ამანათების გადაზიდვაა; იგი აგვარებს ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის საკითხთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას.
Thus, transportation and logistics giant UPS does more than just ship packages for its business customers; it develops entire solutions to customers’ transportation and logistics problems.
604063.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ასე მაგალითად, იუ-პი-ესი სთავაზობს ნიკონს მომსახურების სრულ პაკეტს, რაც მოიცავს ლოგისტიკის, ტრანსპორტირების, ტვირთების გადაზიდვისა და საბაჟო-საბროკერო მომსახურებას.
For example, UPS bundles a complete system of services that support Nikon’s consumer products supply chain—including logistics, transportation, freight, and customs brokerage services.
604064.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
როდესაც ციფრული ფოტოაპარატების ბაზარზე ნიკონი შემოვიდა, მან გადაწყვიტა, რომ სჭირდებოდა სრულიად ახალი დისტრიბუციის სტრატეგია.
When Nikon entered the digital camera market, it decided that it needed an entirely new distribution strategy as well.
604065.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ამიტომ, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის გიგანტ კომპანია იუ-პი-ესს სთხოვა დაეგეგმა ისეთი დისტრიბუციის სისტემა, რომლის მეშვეობითაც აზიის ქვეყნებში წარმოებულ სამომხმარებლო ელექტრონულ პროდუქციას მიაწვდიდა აშშ-ის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების საცალო ვაჭრობის მაღაზიებს.
So it asked transportation and logistics giant UPS to design a complete system for moving its entire electronics product line from its Asian factories to retail stores throughout the United States, Latin America, and the Caribbean.
604066.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ამ სისტემის მეშვეობით ნიკონის პროდუქტები აზიის წარმოების ცენტრებიდან ამერიკის საცალო ვაჭრობის დახლებზე ახლა სულ რაღაც ორ დღეში ხვდება.
Now products leave Nikon’s Asian manufacturing centers and arrive on American retailers’ shelves in as few as two days.
604067.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ნიკონის პროდუქციის შემოსატანად კორეიდან, იაპონიიდან და ინდონეზიიდან იუ-პი-ესი ჯერ საჰაერო და საოკეანო ტვირთებისა და ამასთან დაკავშირებულ საბაჟო საკითხებს აგვარებს.
UPS first manages air and ocean freight and related customs brokerage to bring Nikon products from Korea, Japan, and Indonesia to its Louisville, Kentucky, operations center.
604068.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბოლოს კი იუ-პი-ესი ეწევა პროდუქციის დისტრიბუციას ათასობით ცალობით მოვაჭრეზე მთელი აშშ-ის მასშტაბით ან ექსპორტირებას ლათინურ ამერიკაში ან კარიბის ზღვის ქვეყნებში ცალობით მოვაჭრეებისა და დისტრიბუტორებისათვის.
Finally, UPS distributes the products to thousands of retailers across the United States or exports them to Latin American or Caribbean retail outlets and distributors.
604069.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ქვეყნიდან ქვეყანაში საქონლის მოძრაობას თვალყურს ადევნებს იუ-პი-ესი და ნიკონს საქმის კურსში აყენებს მთლიანი მიწოდების ქსელის სისტემაზე. ამით მას საშუალებას აძლევს, ცალობით მოვაჭრეებს მიაწოდოს ინფორმაცია ადგილზე მიტანის დროის შესახებ და ეს დრო საჭიროებისამებრ არეგულიროს.
Along the way, UPS tracks the goods and provides Nikon with a “snapshot” of the entire supply chain, letting Nikon keep retailers informed of delivery times and adjust them as needed.
604070.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მონაწილეები ბიზნესშესყიდვების პროცესში.
Participants in the Business Buying Process.
604071.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ვისი მოვალეობაა ტრილიონობით დოლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ბიზნესორგანიზაციებში?
Who does the buying of the trillions of dollars’ worth of goods and services needed by business organizations?
604072.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
შემსყიდველ ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიმღებ ერთეულს ეწოდება შესყიდვის ცენტრი, სადაც სხვადასხვა განყოფილებასა და ადამიანს თავისი როლი აქვს ბიზნესშესყიდვის განხორციელების დროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
The decision-making unit of a buying organization is called its buying center—all the individuals and units that play a role in the business purchase decision-making process.
604073.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
გამომყენებლები ორგანიზაციის ის წევრები არიან, რომლებიც იყენებენ პროდუქტს ან მომსახურებას.
Users are members of the organization who will use the product or service.
604074.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ხშირად გამომყენებლები აყალიბებენ შეთავაზებას ყიდვის შესახებ და დახმარებას უწევენ ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს პროდუქტის სპეციფიკური მახასიათებლების გაგებაში.
In many cases, users initiate the buying proposal and help define product specifications.
604075.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ზეგავლენის მომხდენები: ისინი ხშირად ეხმარებიან სპეციფიკური მახასიათებლების განსაზღვრაში და ასევე უზრუნველყოფენ ინფორმაციას ალტერნატიული ვარიანტების შეფასებისას.
Influencers often help define specifications and also provide information for evaluating alternatives.
604076.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ტექნიკური პერსონალი განსაკუთრებით მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.
Technical personnel are particularly important influencers.
604077.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მყიდველები: მათ გააჩნიათ ოფიციალური უფლება, შეარჩიონ მომწოდებელი და მოილაპარაკონ შესყიდვის პირობებზე.
Buyers have formal authority to select the supplier and arrange terms of purchase.
604078.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მყიდველებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ პროდუქტის სპეციფიკური მახასიათებლები, მაგრამ მათი ძირითადი როლი მომწოდებლების შერჩევა და მოლაპარაკებების წარმოებაა.
Buyers may help shape product specifications, but their major role is in selecting vendors and negotiating.
604079.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
უფრო კომპლექსური შესყიდვებისას მოლაპარაკებაში შეიძლება მონაწილეობდნენ მაღალი რანგის მუშაკები.
In more complex purchases, buyers might include high-level officers participating in the negotiations.
604080.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
გადაწყვეტილების მიმღებები: მათ გააჩნიათ ოფიციალური თუ არაოფიციალური უფლება, შეარჩიონ ან დაამტკიცონ საბოლოო მომწოდებლები.
Deciders have formal or informal power to select or approve the final suppliers.