მოიძებნა 668044 ჩანაწერი
605141.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ერთ-ერთი ანალიტიკოსი ამგვარად აჯამებს საუსვესტის „ნაკლები — ბევრად ნაკლებით“ პოზიციონირების სტრატეგიას: „ის არ არის ფუფუნების მომსახურება, ის იაფი და უაღრესად სახალისოა“.
One analyst sums up Southwest’s less-for-much-less positioning this way: “It is not luxurious, but it’s cheap and it’s fun”.
605142.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, როდესაც ჰოუმ დეპო ასპარეზზე პირველად გამოჩნდა, იგი მომხმარებელს, ადგილობრივი კომპიუტერული ტექნიკის და სახლის ნივთების მაღაზიებთან შედარებით, საუკეთესო არჩევანს, ხარისხსა და ყველაზე დაბალ ფასებს სთავაზობდა.
For example, when it first opened for business, Home Depot had arguably the best product selection, the best service, and the lowest prices compared to local hardware stores and other home improvement chains.
605143.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგრამ კომპანიებს ასეთი, ორმაგად მომგებიანი პოზიციონირების დიდი ხნით შენარჩუნება გაუჭირდებათ.
Yet in the long run, companies will find it very difficult to sustain such best-of-both positioning.
605144.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ხშირად მეტის შეთავაზება მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შედეგად, სტრატეგიის – „მეტი — ნაკლებით“ შესრულება რთულდება.
Offering more usually costs more, making it difficult to deliver on the “for-less” promise.
605145.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიები, რომლებიც ორივე ფასეულობის მიწოდებას ცდილობენ, შესაძლოა უფრო ფოკუსირებული კონკურენტების წინააღმდეგ დამარცხდნენ.
Companies that try to deliver both may lose out to more focused competitors.
605146.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, ლოუვის მაღაზიასთან მძაფრი კონკურენციის პირობებში, ჰოუმ დეპომ უნდა გადაწყვიტოს, რაზე გაამახვილოს ყურადღება — მაღალ ხარისხზე თუ დაბალ ფასებზე.
For example, facing determined competition from Lowe’s stores, Home Depot must now decide whether it wants to compete primarily on superior service or on lower prices.
605147.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
როგორც აღინიშნა, თითოეულმა ბრენდმა უნდა აირჩიოს საკუთარი პოზიციონირების სტრატეგია, რომელიც მისი მიზნობრივი ბაზრის სურვილსა და მოთხოვნილებებს შეესაბამება.
All said, each brand must adopt a positioning strategy designed to serve the needs and wants of its target markets.
605148.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ნებისმიერ ბაზარზე, როგორც წესი, ბევრი კომპანიის ადგილია და თითოეული სხვადასხვა პოზიციას იკავებს.
Thus, in any market, there is usually room for many different companies, each successfully occupying different positions.
605149.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
პოზიციონირების განაცხადის ჩამოყალიბება.
Developing a Positioning Statement.
605150.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ხშირად მარკეტოლოგები ბრენდს სულ სხვა კატეგორიაში ათავსებენ.
Sometimes marketers put a brand in a surprisingly different category.
605151.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, როდესაც ნისანმა მისი პატარა, ქალაქის მანქანა — ქიუბი — აშშ-ში საზოგადოებას წარუდგინა, მის წინაშე იდგა საკმაოდ რთული ამოცანა — მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქტის შეთავაზება, რომლითაც ბაზარი უკვე გადაჭედილი იყო.
For example, when Nissan recently introduced its smallish, funky looking city car—the Cube—in the United States, it looked for a way to differentiate the brand in a market already crammed full of smallcar models.
605152.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ამდენად, ნისანმა მოახდინა ქიუბის პოზიციონირება არა როგორც პატარა მანქანის, არამედ როგორც პირადი მობილური ხელსაწყოსი, რომელიც სამიზნე მომხმარებელთა ინდივიდუალური, მობილური და დატვირთული ცხოვრების სტილს საუკეთესოდ ესადაგება.
So Nissan positioned the Cube not as a small car but as a personal mobile device—something that enhances young target customers’ individual, mobile, connected lifestyles.
605153.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მას შემდეგ, რაც იაპონიაში დიდი პოპულარობა მოიხვეჭა, ნისან ქიუბი შეიყვანეს აშშ-ში, როგორც მოწყობილობა, რომელიც „ახალგაზრდებს ერთმანეთთან დააკავშირებდა – ისევე, როგორც ამას მათი მობილური აკეთებს“.
Already hugely popular in Japan, the Nissan Cube was introduced in the United States as a device designed “to bring young people together—like every mobile device they have”.
605154.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
„ეს სასიამოვნო და დატვირთული ცხოვრების ნაწილია და მისი პერსონალიზაცია შესაძლოა ძალიან სწრაფად მოხდეს, ისევე, როგორც სატელეფონო ზარის ან ვებგვერდის“.
It’s “a part of a fun, busy life that can be personalized as easily as a cell phone ring or a Web page”.
605155.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ასეთი კატეგორიის გარე პოზიციონირება ქიუბს გამორჩეულ ბრენდად აქცევს და მის წარმატებას განაპირობებს.
Such out-of-category positioning helps make the Cube distinctive.
605156.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
არჩეული პოზიციის მომხმარებლისთვის გაცნობა და მიწოდება.
Communicating and Delivering the Chosen Position.
605157.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
პოზიციონირების სტრატეგიის არჩევის შემდეგ კომპანიის შემდეგი მნიშვნელოვანი დავალება ამ ინფორმაციის მიზნობრივი მომხმარებლისათვის მიწოდებაა.
Once it has chosen a position, the company must take strong steps to deliver and communicate the desired position to its target consumers.
605158.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიის მარკეტინგული კომპლექსის ყველა საშუალება პოზიციონირების სტრატეგიის მხარდაჭერისკენ უნდა იყოს მიმართული.
All the company’s marketing mix efforts must support the positioning strategy.
605159.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიის მიერ პროდუქტის თუ მომსახურების მომხმარებლის გონებაში პოზიციონირება მოითხოვს კონკრეტულ ქმედებებს და არა მხოლოდ საუბარს.
Positioning the company calls for concrete action, not just talk.
605160.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თუ კომპანია მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას ისახავს მიზნად, პირველ ყოვლისა, მან მომხმარებელს ასეთი პროდუქტი რეალურად უნდა მიაწოდოს.
If the company decides to build a position on better quality and service, it must first deliver that position.