მოიძებნა 668044 ჩანაწერი
605201.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
შემდეგ, როდესაც მანქანა დაგჭირდებათ, წინასწარ, რამდენიმე წუთით ადრე დაჯავშნეთ ინტერნეტის, ტელეფონის ან აიფონის აპლიკაციის საშუალებით.
Then, when you need a car, reserve one—minutes or months in advance—online, by phone, or using an iPhone app.
605202.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი სასურველი მანქანა, როცა გინდათ, სადაც გინდათ და იმოძრაოთ საათში მხოლოდ 7 აშშ დოლარად, რომელშიც შედის საწვავის, დაზღვევისა და უფასო კილომეტრების თანხაც.
You can choose the car you want, when and where you want it, and drive it for as little as $7 an hour, including gas, insurance, and free miles.
605203.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
როდესაც მზად იქნებით, მიდით მანქანასთან, გააღეთ ზიპქარდით კარი და გაემართეთ სასურველი მიმართულებით.
When you’re ready, walk to the car, hold your Zipcard to the windshield to unlock the doors, and you’re good to go.
605204.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
ბოლოს, როდესაც მანქანა უკვე აღარ დაგჭირდებათ, იმავე სადგომზე დააბრუნეთ. ზიპქარი მიხედავს მანქანის რემონტისა და გასუფთავების საკითხებს.
When done, you drop the car off at the same parking spot; Zipcar worries about the maintenance and cleaning.
605205.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
ზიპქარი ურბანული მანქანის მფლობელებს არა მარტო საქმეს უმსუბუქებს, არამედ ფულის დაზოგვაშიც ეხმარება.
Zipcar not only eliminates the hassle of urban car ownership but also saves money.
605206.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
ზიპსტერი საშუალოდ თვეში 600 აშშ დოლარს ზოგავს მანქანასთან დაკავშირებულ გადასახადებზე, დაზღვევაზე, საწვავზე, რემონტზე და სხვა.
By living with less, the average Zipster saves $600 a month on car payments, insurance, gas, maintenance, and other car ownership expenses.
605207.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
ზიპქარის საოპერაციო სისტემა დაკვირვებითაა შექმნილი და ახლოსაა ურბანული ცხოვრების სტილთან.
Zipcar’s operating system is carefully aligned with its tight urban lifestyle targeting.
605208.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
დამწყებთათვის ზიპქარის საწყობებში 50-ზე მეტი მოდელის მანქანა დგას, რომლებიც ძალიან მოსწონთ ადგილობრივებს.
For starters, Zipcar “pods” are stocked with over 50 different models that trendy urbanites love.
605209.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
მანქანები საწვავის თვალსაზრისითაც საკმაოდ ეკონომიურია: მაგალითად, ჰონდა სი-არ-ვი, მინი, ვოლვო ეს-60, ბე-ემ-ვე 328, ტოიოტა სიენა, სუბარუ აუთბექი და სხვა.
The vehicles are both hip and fuel efficient: Honda CRVs, MINIs, Volvo S60s, BMW 328s, Toyota Siennas, Subaru Outbacks, and others.
605210.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
ზიპქარი ახლა უკვე ჩასართავ ჰიბრიდებსა და სრულ ელექტრომანქანებსაც კი სთავაზობს თავის მომხმარებელს.
And Zipcar is now eyeing plug-in hybrids and full electric vehicles.
605211.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
თითოეულ მანქანას გააჩნია თავისი პიროვნული მახასიათებლები – სახელი და პროფილი, რომელსაც ზიპსტერი თავად უქმნის.
Each car has a personality—a name and profile created by a Zipster.
605212.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, პრუს პინგი „დარბის დილაობით და ბევრს არ საუბრობს“, ხოლო სივიკ კარლოსი „ასწავლის იოგას, უყვარს ნავით მოგზაურობა“.
For example, Prius Ping “jogs in the morning; doesn’t say much,” whereas Civic Carlos “teaches yoga; loves to kayak”.
605213.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
მანქანის ასეთი პიროვნული მახასიათებლები ისეთ შეგრძნებას გიტოვებთ, თითქოს მანქანას მეგობრისგან თხოულობთ და არა უცხო პირისაგან ქირაობთ.
Such personal touches make it feel like you’re borrowing the car from a friend, rather than being assigned whatever piece of metal happens to be available.
605214.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
ზიპქარის სარეკლამო ტაქტიკა ასევე მჭიდროდ უკავშირდება მის მიერ მკაცრად განსაზღვრულ ურბანულ სეგმენტს.
Zipcar’s promotion tactics also focus tightly on its narrowly defined urban segments.
605215.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
კომპანია სამიზნედ ისეთი ურბანული ადგილების მცხოვრებლებს ირჩევს, რომლებიც მისი პუნქტებიდან 10 წუთის მანძილზე ცხოვრობენ.
The company targets urbanites within a 10-minute walk of its car pods—no easy task.
605216.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს მომხმარებლების მოზიდვა ინტერნეტითაცაა შესაძლებელი, ასეთ ზელოკალური სამიზნე სეგმენტის მიღწევა მაინც საკმაოდ რთულია, – აცხადებს გრიფიტი, – ამდენად, ჩვენი გარე გაყიდვების გუნდი თითოეული კორპუსის მცხოვრებს ინდივიდუალურად იზიდავს“.
“Even with today’s highly targeted Web, it’s hard to target at that hyper-local level,” says Griffith. “So our street teams do it block by block, zip code by zip code”.
605217.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
ადგილობრივ ინტერნეტ და ტრანზიტულ განცხადებებთან ერთად, ზიპქარის წარმომადგენლები _ გორილა-მარკეტინგის საშუალებით იპყრობენ ქუჩებს.
Thus, in addition to local Web ads and transit advertising, Zipcar reps are beating the streets in true guerilla fashion.
605218.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, სან-ფრანცისკოში ქუჩის გამვლელები სპორტული მანქანით სეირნობდნენ, ხოლო ჰარვარდის საუნივერსიტეტო ტერიტორიაზე სტუდენტები ცდილობდნენ გამოეცნოთ, რამდენი იკეას ხორცის გუფთა იყო ჩადებული ერთ მინიში.
For example, in San Francisco, passersby got to swing a sledgehammer at an SUV, while on Harvard’s campus, students tried to guess how many frozen IKEA meatballs were stuffed inside a MINI.
605219.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
ვაშინგტონში, ხალხით გადატვირთულ ტროტუარებზე ზიპქარის ქუჩის გაყიდვების ჯგუფის წევრებმა დადგეს ტახტები, წარწერით: „ეს ტახტი რომ გადადგა, აუცილებლად ზიპქარი დაგჭირდება“.
In Washington, D.C., Zipcar street teams planted a couch on a busy sidewalk with the sign “You need a Zipcar to move this”.
605220.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
კომპანიამ რამდენიმე „მანქანების დიეტისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებაც წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ყველას, ვინც „მანქანის დიეტაზე გადავიდოდა“, ანუ უარს იტყოდა საკუთარ მანქანაზე და ამის შესახებ ბლოგზე დაწერდა, საჩუქრად უფასო მოტოციკლეტი გადაეცემოდა ყველა იმ 69 ქალაქში, სადაც აღნიშნული ბრენდია წარმოდგენილი.
And the company has launched several “Low-Car Diet” events, in which it asks urban residents to give up their cars and blog about it. Zipcar partnered with a bike company to give away a free bike to a lucky dieter in each of the 69 cities where Zipcars can be found.