მოიძებნა 668044 ჩანაწერი
605181.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამ კლიენტებისათვის მანქანის ყოლა საკმაოდ რთულია, ძვირი სიამოვნებაა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით არცთუ გამართლებული.
For these customers, owning a car is difficult, costly, and environmentally irresponsible.
605182.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
საინტერესოა, რომ ზიპქარი სულაც არ მოიაზრებს თავს მანქანების გაქირავების კომპანიად.
Interestingly, Zipcar doesn’t see itself as a car-rental company.
605183.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
იგი ცხოვრების სტილს ყიდის.
Instead, it’s selling a lifestyle.
605184.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
გრიფიტი აცხადებს: „ეს ყველაფერი ურბანულ ცხოვრებას უკავშირდება. ჩვენ ცხოვრების სტილის ისეთ ბრენდს ვქმნით, რომელიც სიამოვნებით უზიარებს თავის მანქანებს სხვებს“.
“It’s not about cars,” says CEO Griffith, “it’s about urban life. We’re creating a lifestyle brand that happens to have a lot of cars”.
605185.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
თავდაპირველად ზიპქარის სამიზნე მომხმარებლები უმეტესად მოდის მიმდევარი, ახალგაზრდა, განათლებული, გარემოს დაცვის საკითხებით შეწუხებული ურბანისტები იყვნენ.
Initially, Zipcar targeted mostly trendy, young, well-educated, environmentally conscious urbanites.
605186.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგრამ თანდათან ზიპსტერების პროფილი ფართოვდება და უფრო დახვეწილი და პოპულარული ხდება.
But, gradually, the Zipster profile is broadening, becoming more mature and mainstream.
605187.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
გაფართოების მიუხედავად, ზიპსტერებს ურბანული ცხოვრების თვალსაზრისით რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვთ – დამწყებთათვის ეს გარემოს დაცვაზე ზრუნვაა.
However, Zipsters share a number of common urban lifestyle traits. For starters, the lifestyle is rooted in environmental consciousness.
605188.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
თავიდან ზიპქარი ყურადღებას გამონაბოლქვის შემცირებასა და ნახშირბადის ემისიებზე ამახვილებდა.
In fact, at first, Zipcar focused almost exclusively on the benefits of reduced traffic congestion and carbon emissions.
605189.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
მისი სამიზნე მომხმარებლები გარემოს დამცველი ადამიანები იყვნენ, ლოზუნგებით – „ჩვენ გვიყვარს ჩვენი პლანეტა“ და „წარმოიდგინეთ მსოფლიო გაცილებით ნაკლები მანქანით“.
It targeted green-minded customers with promotional pitches such as “We love Earth” and “Imagine a world with a million fewer cars on the road”.
605190.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
ზიპქარის მწვანე ემბლემაშიც დედამიწის გადარჩენის ფილოსოფიაა ჩადებული და ზიპქარი ამ დანაპირებს ნამდვილად ასრულებს.
Zipcar’s vibrant green logo reflects this save-the-Earth philosophy. And Zipcar really does deliver on its environmental promises.
605191.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
კვლევებით დადასტურებულია, რომ თითოეული ზიპქარი 20 ჩვეულებრივ მანქანას ანაცვლებს და შედეგად ემისიების დონე თითოეულ მომხმარებელზე 50%-ით იკლებს.
Studies show that every shared Zipcar takes up to 20 cars off the road and cuts emissions by up to 50 percent per user.
605192.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
საშუალოდ, ზიპსტერები 44%-ით ნაკლებს დადიან მანქანით, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა საკუთარი მანქანები ჰყავდათ.
On average, Zipsters travel 44 percent fewer miles than when they owned a car.
605193.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგრამ, ზიპქარს გაფართოებისთვის მხოლოდ გარემოს დაცვაზე ორიენტაცია არ ჰყოფნიდა.
But if Zipcar was going to grow, it needed to move beyond just being green.
605194.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
გრიფიტის აზრით, „ეს ბრენდის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი და ნაწილია. მაგრამ არა მგონია, ხალხმა იგი მხოლოდ იმიტომ მოიხმაროს, რომ გარემოს დაცვის თვალსაზრისით არსებითია“.
“It is an important part of the brand,” says Griffith, but “I don’t think people are going to use Zipcar [just] because it’s green”.
605195.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამდენად, კომპანიამ ურბანული ცხოვრების სტილის სხვა დადებით სარგებლებზეც გააკეთა აქცენტი.
So the company has broadened its appeals to include other urban lifestyle benefits.
605196.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
ერთ-ერთი ასეთი სარგებელი მისი მოხერხებულობაა.
One of those benefits is convenience.
605197.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
მანქანის ფლობა მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ადგილას საკმაოდ დიდი პრობლემაა.
Owning a car in a densely populated urban area can be a real hassle.
605198.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
ზიპქარი მის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მანქანის მართვაზე უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ, ვიდრე მის ფლობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.
Zipcar lets customers focus on driving, not on the complexities of car ownership.
605199.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
იგი მათ აძლევს „ბორბლებს მაშინ, როდესაც სურთ“, ოთხი მარტივი ეტაპის გავლით: „შემოგვიერთდი. დაჯავშნე. დაქოქე. მართე".
It gives them “Wheels when you want them,” in four easy steps: “Join. Reserve. Unlock. Drive”.
605200.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მარკეტინგი პრაქტიკაში
იმისათვის, რომ შეუერთდეთ, უნდა გადაიხადოთ მხოლოდ 50 აშშ დოლარის ოდენობის წლიური საწევრო გადასახადი და მიიღებთ პერსონალურ ზიპქარდს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ჩართოთ ათასობით მანქანა ურბანულ ადგილას მთელ მსოფლიოში.
To join, you pay a $50 annual fee and receive your personal Zipcard, which unlocks any of thousands of cars in urban areas around the world.