მოიძებნა 668044 ჩანაწერი
605961.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ზოგიერთი ბრენდი, მაგალითად, კოკა-კოლა, ნაიკი, დისნეი, ჯი-ი, მაკდონალდსი, ჰარლი დევიდსონი და სხვები – მყიდველებისთვის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცნენ და ბაზარზე თაობების განმავლობაში ინარჩუნებენ პოზიციებს.
Some brands—such as Coca-Cola, Nike, Disney, GE, McDonald’s, Harley-Davidson, and others— become larger-than-life icons that maintain their power in the market for years, even generations.
605962.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
სხვა ბრენდები ქმნიან კლიენტების ერთგულების უფრო ცოცხალ და ახალ განცდას. მაგალითად, გუგლი, ეფლი, იუტუბი, ი-ბეი, ტვიტერი, ვიკიპედია.
Other brands create fresh consumer excitement and loyalty, brands such as Google, YouTube, Apple, eBay, Twitter, and Wikipedia.
605963.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
აღნიშნული ბრენდები ბაზარზე გამარჯვებულები არიან არა უბრალოდ იმიტომ, რომ მომხმარებელს უნიკალური პრივილეგიებით ან საიმედო მომსახურებით უზრუნველყოფენ, არამედ იმის გამო, რომ მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობებს აყალიბებენ.
These brands win in the marketplace not simply because they deliver unique benefits or reliable service. Rather, they succeed because they forge deep connections with customers.
605964.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბრენდები, რომლებსაც ძლიერი ბრენდის კაპიტალი გააჩნიათ, ოთხივე განზომილებით უმაღლეს საფეხურზე იმყოფებიან.
Brands with strong brand equity rate high on all four dimensions.
605965.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბრენდი გამორჩეული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლები არ შეაჩერებენ მასზე არჩევანს.
The brand must be distinct, or consumers will have no reason to choose it over other brands.
605966.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაგრამ, მეორე მხრივ, ის, რომ ბრენდი კარგადაა დიფერენცირებული, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი მომხმარებლისათვის მიმზიდველია.
But the fact that a brand is highly differentiated doesn’t necessarily mean that consumers will buy it.
605967.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბრენდმა მომხმარებლის საჭიროებებისა და სურვილების დაკმაყოფილება უნდა შეძლოს.
The brand must stand out in ways that are relevant to consumers’ needs.
605968.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
სანამ მომხმარებელი რეაგირებას მოახდენს ბრენდზე, თავდაპირველად უნდა შეისწავლოს და გაიაზროს მის შესახებ ინფორმაცია.
Before consumers will respond to the brand, they must first know about and understand it.
605969.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
სწორედ ამ გათვითცნობიერებას შეუძლია ძლიერი და დადებითი კავშირის დამყარება მომხმარებელსა და ბრენდს შორის.
And that familiarity must lead to a strong, positive consumer-brand connection.
605970.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამდენად, ბრენდის დადებითი კაპიტალი გამომდინარეობს იქიდან, რას გრძნობს მომხმარებელი ბრენდის მიმართ და რა კავშირი აქვს მასთან.
Thus, positive brand equity derives from consumer feelings about and connections with a brand.
605971.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ალბათ ბრენდის მიმართ მძაფრი ერთგულების გამოხატულებაა ის, რომ უამრავ ადამიანს და არა მხოლოდ ჰარლი დევიდსონის ფანებს, სხეულზე ამოტვიფრული აქვთ თავიანთი საყვარელი ბრენდის გამოსახულებები.
As perhaps the ultimate expression of brand devotion, a surprising number of people—and not just Harley-Davidson fans—have their favorite brand tattooed on their bodies.
605972.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბრენდი, რომელსაც გააჩნია ძლიერი ბრენდის კაპიტალი, უაღრესად ფასეული აქტივია.
A brand with high brand equity is a very valuable asset.
605973.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბრენდის შეფასება არის პროცესი, რომლის მიზანი მისი ფინანსური ფასეულობის დადგენაა.
Brand valuation is the process of estimating the total financial value of a brand.
605974.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ასეთი ღირებულების განსაზღვრა ძნელია.
Measuring such value is difficult.
605975.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მიუხედავად ამისა, ერთ-ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გუგლის ბრენდის ღირებულება 100 მილიარდი დოლარია, მაიკროსოფტის — 76, ხოლო კოკა-კოლასი — 67 მილიარდი დოლარი.
However, according to one estimate, the brand value of Google is a whopping $100 billion, with Microsoft at $76 billion and Coca-Cola at $67 billion.
605976.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდების მფლობელებს შორის არიან: აი-ბი-ემი, მაკდონალდსი, ეფლი, ჩაინა მობაილი, ჯი-ი, ვოლმარტი და ნოკია.
Other brands rating among the world’s most valuable include IBM, McDonald’s, Apple, China Mobile, GE, Walmart, and Nokia.
605977.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
დიდი ბრენდის კაპიტალი კომპანიას ბევრ უპირატესობას ანიჭებს.
High brand equity provides a company with many competitive advantages.
605978.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ძლიერი ბრენდი განაპირობებს მომხმარებელთა მაღალ ცნობადობას და მათ ლოიალობას.
A powerful brand enjoys a high level of consumer brand awareness and loyalty.
605979.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ის, რომ მაღაზიაში შესულ მომხმარებლებს მისი ბრენდის თაროებზე ხილვის იმედი აქვთ, კომპანიას გადამყიდველებთან შევაჭრებისას დიდ უპირატესობას ანიჭებს.
Because consumers expect stores to carry the particular brand, the company has more leverage in bargaining with resellers.
605980.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
რადგან ბრენდის სახელი მაღალი გამძლეობით გამოირჩევა, კომპანიას შეუძლია უფრო ადვილად განავრცოს პროდუქტის სერია და ბრენდი.
Because a brand name carries high credibility, the company can more easily launch line and brand extensions.