მოიძებნა 668044 ჩანაწერი
605981.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
კომპანიისთვის ძლიერი ბრენდი კონკურენციისაგან ერთგვარი თავდაცვაა.
A powerful brand offers the company some defense against fierce price competition.
605982.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამ ყველაფერთან ერთად, ძლიერი ბრენდი ქმნის ბაზას მომხმარებელთან მჭიდრო და მომგებიანი ურთიერთობების შესაქმნელად.
Above all, a powerful brand forms the basis for building strong and profitable customer relationships.
605983.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ფუნდამენტური აქტივი, რომელიც ბრენდის ღირებულებას უსვამს ხაზს, არის მომხმარებლის კაპიტალი — მომხმარებელთა ურთიერთობების ფასეულობა, რომელსაც ბრენდი აყალიბებს.
The fundamental asset underlying brand equity is customer equity— the value of customer relationships that the brand creates.
605984.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ძლიერი ბრენდი სინამდვილეში ლოიალური მომხმარებლების წყებას ნიშნავს.
A powerful brand is important, but what it really represents is a profitable set of loyal customers.
605985.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მარკეტინგში ძირითადი ყურადღება მომხმარებლის კაპიტალის შექმნას ენიჭება, რომელშიც ბრენდის მენეჯმენტი ერთ-ერთი მთავარი იარაღია.
The proper focus of marketing is building customer equity, with brand management serving as a major marketing tool.
605986.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
კომპანიებმა საკუთარი თავი მომხმარებელთა პორტფელად უნდა მოიაზრონ და არა პროდუქტების პორტფელად.
Companies need to think of themselves not as portfolios of products but as portfolios of customers.
605987.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ძლიერი ბრენდის შექმნა.
Building Strong Brands.
605988.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბრენდინგი მარკეტოლოგს გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით გამოწვევების წინაშე აყენებს.
Branding poses challenging decisions to the marketer.
605989.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
სურათი 8.5 გვიჩვენებს, რომ ბრენდის სტრატეგიასთან დაკავშირებული ძირითადი გადაწყვეტილებები მოიცავს ბრენდის პოზიციონირებას, მისთვის სახელის შერჩევას, სპონსორობასა და განვითარებას.
Figure 8.5 shows that the major brand strategy decisions involve brand positioning, brand name selection, brand sponsorship, and brand development.
605990.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბრენდის პოზიციონირება.
Brand Positioning.
605991.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მარკეტოლოგებმა მიზნობრივ მომხმარებელს თავიანთი ბრენდის პოზიცია ნათლად უნდა დაამახსოვრონ.
Marketers need to position their brands clearly in target customers’ minds.
605992.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მათ ბრენდის პოზიციონირება ნებისმიერ სამ დონეზე შეუძლიათ.
They can position brands at any of three levels.
605993.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ყველაზე დაბალ დონეზე, ბრენდი შესაძლოა პოზიციონირებული იყოს პროდუქტის მახასიათებლების მიხედვით.
At the lowest level, they can position the brand on product attributes.
605994.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაგალითად, პროქტერ და გემბელმა გამოიგონა ბავშვის ერთჯერადი საფენები პამპერსის სახელით.
For example, P&G invented the disposable diaper category with its Pampers brand.
605995.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
თავდაპირველად ამ პროდუქტის მარკეტინგი ემყარებოდა ისეთ მნიშვნელოვან თვისებებს, როგორიცაა სითხის შეწოვა, კარგად მორგება და ერთჯერადობა.
Early Pampers marketing focused on attributes such as fluid absorption, fit, and disposability.
605996.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
თუმცა რეალურად, მახასიათებლები ყველაზე ნაკლებად სასურველი დონეა ბრენდის პოზიციონირებისას, ვინაიდან კონკურენტებს ადვილად შეუძლიათ მათი კოპირება.
In general, however, attributes are the least desirable level for brand positioning. Competitors can easily copy attributes.
605997.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მომხმარებლისთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა სარგებელი მოაქვს მახასიათებლებს მათთვის.
More importantly, customers are not interested in attributes as such.
605998.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბრენდის უკეთესად პოზიციონირება შესაძლებელია სასურველ სარგებელთან მისი სახელის ასოცირებით.
A brand can be better positioned by associating its name with a desirable benefit.
605999.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ასე რომ, პამპერსის მარკეტოლოგებს შეუძლიათ ილაპარაკონ არა მარტო პროდუქტის ტექნიკურ მახასიათებლებზე, არამედ მიღებულ სარგებელზეც — ბავშვის ნაზ და ჯანსაღ კანზე.
Thus, Pampers can go beyond technical product attributes and talk about the resulting containment and skin-health benefits from dryness.
606000.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
როგორც კომპანიის მარკეტინგის სამსახურის თანამშრომელი ჯიმ სტენგელი აცხადებს, „ჩვენ გამო დღეს მსოფლიოში გაცილებით ნაკლები ჩვილი ასველებს ტანსაცმელსა და ლოგინს“.
“There are fewer wet bottoms in the world because of us,” says Jim Stengel, P&G’s former global marketing officer.