მოიძებნა 668044 ჩანაწერი
606061.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მწარმოებლის ბრენდები დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდნენ საცალო ვაჭრობის გაყიდვებში.
National brands (or manufacturers’ brands) have long dominated the retail scene.
606062.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბოლო დროს კი ბევრმა საცალო და ბითუმად მოვაჭრემ შექმნა საკუთარი მაღაზიის ანუ კერძო ბრენდები.
In recent times, however, an increasing number of retailers and wholesalers have created their own store brands (or private brands).
606063.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
კვლევებით დადასტურებულია, რომ მომხმარებლები უფრო მეტად ყიდულობენ კერძო ბრენდებს და მათი უმეტესობა სულაც არ ფიქრობს მწარმოებლის ბრენდების შესყიდვას მალე დაუბრუნდეს.
Studies show that consumers are buying more private brands, and most don’t plan to return to name brands anytime soon.
606064.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ერთ-ერთი ბრენდის ექსპერტის აზრით, "გაჭირვებული და რთული პერიოდი კერძო ბრენდებისათვის არაჩვეულებრივი დროა."
“Bad times are good times for private labels,” says a brand expert.
606065.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
"როგორც კი მომხმარებელი უფრო ეკონომიური ხდება და ყოველ კაპიკს აკონტროლებს, შესაბამისად ბრენდებიც აკონტროლებენ ფასებს."
“As consumers become more price-conscious, they also become less brand-conscious”.
606066.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაღაზიის ბრენდები უფრო აქტიურად ვითარდებიან ეროვნულ ბრენდებთან შედარებით.
In fact, store brands are growing much faster than national brands.
606067.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
საერთო ჯამში, კერძო ბრენდის საქონელი ყველა სახის გაყიდვების 22% შეადგენს.
In all, private label goods account for more than 22 percent of all unit sales.
606068.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
2008 წლის შემდეგ კერძო ეტიკეტის მქონე საქონლის გაყიდვები ორჯერ მეტად გაიზარდა ეროვნულ ბრენდებთან შედარებით.
Since 2008, unit sales of private label goods have grown at more than twice the rate of national brands.
606069.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ტანსაცმლის კერძო ბრენდებს, როგორებიცაა: ჰოლისტერი, ლიმითიდი, არიზონა ჯინკომპანი, ჯი-სი-პენი, ექსილერეიშენი, თარგეთი აშშ-ის ტანსაცმლის ბაზრის 40%-იანი წილი უკავია.
Private-label apparel, such as Hollister, The Limited, Arizona Jean Company (JCPenney), and Xhilaration (Target), captures a 40 percent share of all U.S. apparel sales.
606070.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მრავალი მსხვილი ცალობით მოვაჭრე საკმაოდ ჭკვიანურად ახდენს მაღაზიის ბრენდის საქონლის მრავალფეროვანი ასორტიმენტის მარკეტინგს.
Many large retailers skillfully market a deep assortment of store-brand merchandise.
606071.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მაგალითად, ქვეყნის ყველაზე დიდი ცალობით მოვაჭრე გასტრონომი კროგერი 14 000 ბრენდის დასახელების პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს მისი საკუთარი ბრენდების ეგიდით: ფრაივით სელექშენი, ბანერი, ველუ.
For example, Kroger, the nation’s largest grocery retailer, stocks some 14,000 store brand items under its own Private Selection, Banner, and Value brands.
606072.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ამ ე. წ. ბრენდების ბრძოლაში, რომელიც მწარმოებლების ბრენდსა და კერძო ბრენდს შორის მიმდინარეობს, საცალო მოვაჭრეებს ბევრი უპირატესობა გააჩნიათ.
In the so-called battle of the brands between national and private brands, retailers have many advantages.
606073.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ისინი აკონტროლებენ: მაღაზიაში შესულ პროდუქტებს, მათ ფასებსა და განლაგებას. ამას გარდა, ისინი ირჩევენ პროდუქტებს მაღაზიის სარეკლამო ჟურნალისთვის.
They control what products they stock, where they go on the shelf, what prices they charge, and which ones they will feature in local circulars.
606074.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში წამყვანი ბრენდების მარკეტოლოგებმა ფული კვლევასა და განვითარებაში უნდა დააბანდონ, რათა ახალი ბრენდი, ახალი ნიშან-თვისებები და ხარისხის გაუმჯობესების ახალი საშუალებები შეიმუშაონ.
In the long run, however, leading brand marketers must invest in R&D to bring out new brands, new features, and continuous quality improvements.
606075.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
მათ უნდა შექმნან ძლიერი სარეკლამო პროგრამები მაღალი ცნობადობისა და უპირატესობის შესანარჩუნებლად.
They must design strong advertising programs to maintain high awareness and preference.
606076.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ლიცენზირება.
Licensing.
606077.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ბევრ მწარმოებელს საკუთარი ბრენდის სახელის შესაქმნელად წლები და მილიონების დახარჯვა სჭირდება.
Most manufacturers take years and spend millions to create their own brand names.
606078.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
თუმცა, ზოგიერთი კომპანია ლიცენზიას იღებს იმ სახელებისა და სიმბოლოების გამოყენებაზე, რომლებიც სხვა მწარმოებელმა შექმნა, ან ცნობილი ადამიანებისა თუ პოპულარული ფილმების და წიგნების გმირთა სახელებია.
However, some companies license names or symbols previously created by other manufacturers, names of well-known celebrities, or characters from popular movies and books.
606079.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ეს ყველაფერი ბრენდად გადაიქცევა.
For a fee, any of these can provide an instant and proven brand name.
606080.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 8. პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი: მყიდველისთვის ფასეულობების შექმნა
ტანსაცმლისა და აქსესუარების გამყიდველები დიდ ჰონორარს იხდიან, რათა მეტი მომხიბვლელობა შემატონ თავიანთ პროდუქციას – კოსტიუმებს, ჰალსტუხებს, თეთრეულს, ბარგს – ისეთი ცნობილი ინოვატორების სახელებისა თუ ინიციალების მინიჭებით, როგორებიცაა: კელვინ კლაინი, ტომი ჰილფიგერი, გუჩი თუ არმანი.
Apparel and accessories sellers pay large royalties to adorn their products—from blouses to ties and linens to luggage—with the names or initials of well-known fashion innovators such as Calvin Klein, Tommy Hilfiger, Gucci, or Armani.