მოიძებნა 668044 ჩანაწერი
606381.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
ტრენინგის დროს - ბარგერი ახალბედა თანამშრომლებს ურჩევს: „მატერიალური პროდუქტი — თვითმფრინავები, ტყავის სავარძლები, სატელიტური ტელევიზორები, ადვილად კოპირებადია, თუ ფული გაქვთ".
“The hard product—airplanes, leather seats, satellite TVs—as long as you have a checkbook, they can be replicated,” Barger tells a group of new hires in training.
606382.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
ვენდობით ერთმანეთს?
Do we trust each other?
606383.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
განტოლების ადამიანური ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანია იმაში, რასაც ვაკეთებთ.
The human side of the equation is the most important part of what we’re doing.
606384.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
კლიენტებზე ზრუნვა იწყება მაშინ, როდესაც ის რეკავს ჯეთ ბლუს სატელეფონო ცენტრში.
Taking care of customers starts as early as a customer’s first encounter with a JetBlue call center.
606385.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
ჯეთ ბლუს დამფუძნებელმა შემოიღო შეკვეთების ახალი სისტემა, რომლის ფარგლებშიც კომპანიას დაქირავებული ჰყავს ნახევარ განაკვეთზე მუშაკები, რომლებიც შინიდან მუშაობენ.
JetBlue’s founder pioneered a reservation system that employs part-time reps working from home.
606386.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
იგი კომპიუტერს რთავს და ზარებს პასუხობს თავისი ოთხი წლის გოგონას საძინებელი ოთახიდან.
She logs on to her computer and receives calls in her four-year-old daughter’s bedroom.
606387.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
დრიფილი აცხადებს: „ეს საუკეთესო სამსახურია, რაც კი ოდესმე მქონია“.
“It’s the best job I’ve ever had,” says Driffill.
606388.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
ყოველდღე მე ვესაუბრები იმ ადამიანებს, რომლებსაც ისევე უყვართ ეს კომპანია, როგორც მე.
Every day I talk to people who love the company as much as I do.
606389.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
ეს კი მახსენებს, რომ მეც ამის ნაწილი ვარ.
That reminds me I’m part of this.
606390.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
ჯეთ ბლუს მუშაკებს კარგად აქვთ გაცნობიერებული კომპანიის ძირითადი ფასეულობები: უსაფრთხოება, ერთიანობა, ზრუნვა, ძლიერი ლტოლვა და სიამოვნება.
JetBlue employees are well acquainted with the company’s core values: safety, integrity, caring, passion, and fun.
606391.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
ჯეთ ბლუ ისეთ მუშაკებს ქირაობს, რომლებიც მის ამ ფასეულობებს იზიარებენ.
JetBlue hires the types of employees that fit these values.
606392.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
ფასეულობები კი, როგორც ამას კომპანიის კომერციული დირექტორი რობინ ჰეიესი აცხადებს, შემდეგ ძირითად პრინციპებს ემყარება:
The values then provide the basis for what Robin Hayes, JetBlue’s chief commercial officer, calls the company’s S.O.C.I.A.L. currency program.
606393.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
მხარდაჭერა: ჯეთ ბლუ დაარსდა იმ მიზნით, რომ ადამიანებს კვლავ დაეწყოთ მოგზაურობა და კლიენტებთან ჩვენი უშუალო კონტაქტი და კომუნიკაცია ამ მიზნის ცენტრალური ნაწილია.
Standing for something. JetBlue was formed with the idea of bringing humanity back to travel, and our engagement with our customers is central to that mission.
606394.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
ჩვენ მუდმივად უნდა ვამყარებდეთ კონტაქტს ჩვენს კლიენტებთან აეროპორტში, თვითმფრინავში, ტელეფონითა თუ ინტერნეტით, რაც ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
Whether it be in the airport, on the planes, on the phones, or online, the connection with our customers is a key factor in how we do business.
606395.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
კლიენტებთან საუბარი: იმისათვის, რომ საზოგადოებასთან სათანადო კონტაქტი დავამყაროთ, უნდა გვესმოდეს, რაზე საუბრობენ ამ საზოგადოების წევრები და შეგვეძლოს შესაბამისად რეაგირება.
Conversing with customers. To be properly in touch with the community, it requires the ability to understand and react to the collective conversation that occurs.
606396.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
სოციალური მედიის ჩართვა საჭიროებს კომპანიის ყველა მხრიდან და განყოფილებიდან შესაბამის რეაგირებას.
Social media involvement requires understanding and involvement from all aspects and departments of the company.
606397.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
ბრენდის ქომაგობა; ჯეთ ბლუს წევრებს კარგად გვესმის, იმისათვის, რომ საზოგადოებას პროდუქტი მოეწონოს, კომპანიის კლიენტებს უნდა გაუჩნდეთ სურვილი, გაავრცელონ შესაბამისი მარკეტინგული ინფორმაცია.
Advocating the brand. For JetBlue, we understand the ability to market to a social community is dependent on our customers’ willingness to hear and spread those marketing messages.
606398.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
ეს კი ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია მოსმენა და შესაბამისად რეაგირება.
It demonstrates our ability to listen and react holistically.
606399.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
როდესაც კლიენტები გიყვარს, ისინიც სიყვარულით გპასუხობენ.
WHEN YOU LOVE YOUR CUSTOMERS, THEY LOVE YOU BACK.
606400.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. კომპანიის მაგალითი
ასეთი მეტსახელების რელიგიური ელფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ ლოიალური და ერთგული კლიენტები ნამდვილ მორწმუნეებს ჰგვანან, რომლებიც, მისიონერების მსგავსად, ავრცელებენ კეთილ სიტყვას კომპანიის შესახებ.
The religious overtones of such labels come from the idea that loyal customers are like true believers who share the good word like a missionary would.