მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611021.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ასევე, კომპანიებმა უნდა იზრუნონ არსებულ და პოტენციურ მყიდველებთან ურთიერთობების აგებაზე და ეს ურთიერთობები არ უნდა მიანდონ ბედს.
Companies must also communicate their value propositions to customers, and what they communicate should not be left to chance.
611022.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მათი ეს ძალისხმევა თავმოყრილი უნდა იყოს მუდმივ და კოორდინირებულ საკომუნიკაციო პროგრამაში.
All communications must be planned and blended into carefully integrated programs.
611023.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
კარგი კომუნიკაცია მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ელემენტია ნებისმიერი ურთიერთობის წარმოებისას, მას ასევე უდიდესი ადგილი უკავია კომპანიის მიერ მომხმარებლებთან მომგებიანი ურთიერთობის წარმართვაში.
Just as good communication is important in building and maintaining any kind of relationship, it is a crucial element in a company’s efforts to build profitable customer relationships.
611024.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მასტიმულირებელი კომპლექსი.
The Promotion Mix.
611025.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
კომპანიის სრული მასტიმულირებელი კომპლექსი, რომელსაც მარკეტინგული კომუნიკაციის კომპლექსსაც უწოდებენ წარმოადგენს რეკლამირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალური გაყიდვების, გაყიდვების სტიმულირებისა და პირდაპირი მარკეტინგის მეთოდების ერთობლიობას, რომელსაც კომპანია იყენებს მყიდველისთვის ფასეულობის დამაჯერებლად დაფიქსირებისა და მათთან ურთიერთობის ასაგებად.
A company’s total promotion mix—also called its marketing communications mix— consists of the specific blend of advertising, public relations, personal selling, sales promotion, and direct-marketing tools that the company uses to persuasively communicate customer value and build customer relationships.
611026.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
რეკლამირება: იდეების, საქონლის ან მომსახურების არაპერსონალური გზით პრეზენტაციისა და ხელშეწყობის ნებისმიერი ფასიანი ფორმა, რომელიც წარმოებულია გარკვეული სპონსორის მიერ.
Advertising: Any paid form of nonpersonal presentation and promotion of ideas, goods, or services by an identified sponsor.
611027.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
გაყიდვების სტიმულირება: მოკლევადიანი მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება პროდუქტის ან მომსახურების ყიდვა-გაყიდვის წახალისების მიზნით.
Sales promotion: Short-term incentives to encourage the purchase or sale of a product or service.
611028.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
პერსონალური გაყიდვები: კომპანიის გაყიდვების თანამშრომლების მიერ პერსონალური პრეზენტაციების ჩატარება გაყიდვების წარმოებისა და მყიდველთან ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით.
Personal selling: Personal presentation by the firm’s sales force for the purpose of making sales and building customer relationships.
611029.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
საზოგადოებასთან ურთიერთობა: კომპანიის მიერ საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება სასურველი პროპაგანდითა და კარგი კორპორაციული იმიჯით, ასევე, არასასურველი ჭორების თავიდან აცილება სპეციალური ღონისძიებების საშუალებით.
Public relations: Building good relations with the company’s various publics by obtaining favorable publicity, building up a good corporate image, and handling or heading off unfavorable rumors.
611030.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
პირდაპირი მარკეტინგი: პირდაპირი კავშირი მიზნობრივი ბაზრის ინდივიდუალურ პირებთან როგორც მყისიერი საპასუხო რეაქციის, ასევე გრძელვადიანი ურთიერთობის ასაგებად.
Direct marketing: Direct connections with carefully targeted individual consumers to both obtain an immediate response and cultivate lasting customer relationships.
611031.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თითოეული კატეგორია მოიცავს სპეციფიკურ საშუალებებს კლიენტებთან ურთიერთობისათვის.
Each category involves specific promotional tools used to communicate with customers.
611032.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მაგალითად: რეკლამირება ძირითადად ბეჭდურ, ინტერნეტ-, გარე და სხვა სახის რეკლამას მოიცავს.
For example, advertising includes broadcast, print, Internet, outdoor, and other forms.
611033.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
პერსონალური გაყიდვა გულისხმობს გაყიდვების პრეზენტაციებს, სავაჭრო ჩვენებებსა და წამახალისებელ პროგრამებს.
Personal selling includes sales presentations, trade shows, and incentive programs.
611034.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
საზოგადოებასთან ურთიერთობა ნიშნავს პრესრელიზების მომზადება-გავრცელებას, სპონსორობას, განსაკუთრებულ ღონისძიებებს და ვებგვერდებს.
Public relations (PR) includes press releases, sponsorships, special events, and Web pages.
611035.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
პირდაპირი მარკეტინგი მოიცავს კატალოგებს, სატელეფონო მარკეტინგს, სავაჭრო (ავტომატ) ჯიხურებს, ინტერნეტს, მობილურ მარკეტინგსა და სხვა მრავალს.
Direct marketing includes catalogs, telephone marketing, kiosks, the Internet, mobile marketing, and more.
611036.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ამასთანავე, მარკეტინგული კომუნიკაცია სცდება ამ სპეციფიკური მასტიმულირებელი საშუალებების ფარგლებს.
At the same time, marketing communication goes beyond these specific promotion tools.
611037.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
პროდუქტის დიზაინი, ფასი, ფორმა, შეფუთვის ფერი და მაღაზია, რომელიც მას ყიდის, გარკვეულ ინფორმაციას აწვდის მყიდველს.
The product’s design, its price, the shape and color of its package, and the stores that sell it all communicate something to buyers.
611038.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
აქედან გამომდინარე, შესაძლოა მასტიმულირებელი კომპლექსი უმთავრესი იყოს კომპანიის საკომუნიკაციო საქმიანობაში, მაგრამ კომუნიკაციის უდიდესი გავლენის მისაღწევად საჭიროა სრული მარკეტინგული კომპლექსის – სტიმულირების, პროდუქტის, ფასისა და დისტრიბუციის კოორდინირება.
Thus, although the promotion mix is the company’s primary communications activity, the entire marketing mix—promotion and product, price, and place—must be coordinated for greatest impact.
611039.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია.
Integrated Marketing Communications.
611040.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კომპანიებმა მთელ მსოფლიოში დახვეწეს მასობრივი მარკეტინგის ხელოვნება ანუ სტანდარტიზებული პროდუქტების გაყიდვა მყიდველთა მასებზე.
In past decades, marketers perfected the art of mass marketing: selling highly standardized products to masses of customers.