მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611041.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ამ პროცესში მათ განავითარეს ეფექტური რეკლამირების მეთოდები მასმედიის საშუალებით, რათა მხარი დაეჭირათ თავიანთი სტრატეგიებისათვის.
In the process, they developed effective mass-media communications techniques to support these strategies.
611042.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
დღესდღეობით დიდი კომპანიები, როგორც წესი, მილიონობით დოლარის ინვესტიციებს დებენ სატელევიზიო, საგაზეთო და სხვა სახის მასმედიაში, შედეგად, ერთი რეკლამის მეშვეობით მილიონობით მყიდველის მოზიდვა შეუძლიათ.
Large companies now routinely invest millions or even billions of dollars in television, magazine, or other mass-media advertising, reaching tens of millions of customers with a single ad.
611043.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თუმცა დღეს მარკეტინგის მენეჯერები მარკეტინგული კომუნიკაციების ახალი რეალობის წინაშე დგანან.
Today, however, marketing managers face some new marketing communications realities.
611044.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ალბათ ასე არსებითად მარკეტინგის არცერთი დარგი არ იცვლება, რაც მარკეტინგულ კომუნიკაციებს როგორც სასიამოვნო, ისე ამაღელვებელ მდგომარეობას უქმნის.
Perhaps no other area of marketing is changing so profoundly as marketing communications, creating both exciting and anxious times for marketing communicators.
611045.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მარკეტინგული კომუნიკაციის ახალი მოდელი.
The New Marketing Communications Model.
611046.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
დღევანდელ მარკეტინგულ კომუნიკაციებზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას სამი ძირითადი ფაქტორი ახდენს.
Several major factors are changing the face of today’s marketing communications.
611047.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
პირველი, მომხმარებელი იცვლება.
First, consumers are changing.
611048.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ამ ციფრული და უკაბელო კომუნიკაციების ეპოქაში ის უკეთ ფლობს ინფორმაციას და შეუძლია მართოს კომუნიკაცია.
In this digital, wireless age, they are better informed and more communications empowered.
611049.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
იმის მაგივრად, რომ ბაზრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნონ, მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ინტერნეტი, სხვა ტექნოლოგიები და დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია.
Rather than relying on marketer-supplied information, they can use the Internet and other technologies to find information on their own.
611050.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ისინი იოლად უკავშირდებიან სხვა მომხმარებლებს, რათა გაცვალონ ბრენდთან დაკავშირებული ინფორმაცია ან საკუთარი მარკეტინგული შეტყობინებებიც კი შექმნან.
They can connect more easily with other consumers to exchange brand-related information or even create their own marketing messages.
611051.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მეორე, მარკეტინგული სტრატეგიები იცვლება.
Second, marketing strategies are changing.
611052.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მასობრივი ბაზრის ფრაგმენტაციის გამო მარკეტოლოგები მასობრივ მარკეტინგს ნელ-ნელა სცილდებიან.
As mass markets have fragmented, marketers are shifting away from mass marketing.
611053.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
სულ უფრო და უფრო ავითარებენ ფოკუსირებულ მარკეტინგულ პროგრამებს, რომელთა მიზანია ახლო ურთიერთობების დამყარება მომხმარებელთან უფრო ვიწროდ განსაზღვრულ მიკრობაზრებზე.
More and more, they are developing focused marketing programs designed to build closer relationships with customers in more narrowly defined micro-markets.
611054.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მესამე, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება საოცარ ცვლილებებს იწვევს კომპანიებსა და მის მომხმარებელთა ურთიერთობაში.
Finally, sweeping advances in communications technology are causing remarkable changes in the ways in which companies and customers communicate with each other.
611055.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ციფრულმა სამყარომ მოიტანა უამრავი ახალი სახის ტექნოლოგია — უფრო დახვეწილი მობილური ტელეფონები, აი-პოდები, სატელიტური და საკაბელო ტელევიზიის სისტემები და ინტერნეტის მრავალი მიმართულება, ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელები, ბლოგები, ახალი ვებგვერდები და კიდევ მრავალი სხვა.
The digital age has spawned a host of new information and communication tools—from smartphones and iPods to satellite and cable television systems to the many faces of the Internet, e-mail, social networks, blogs, brand Web sites, and so much more.
611056.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ამ საოცარმა პროგრესმა სერიოზული გავლენა მოახდინა მარკეტინგულ კომუნიკაციებზე.
These explosive developments have had a dramatic impact on marketing communications.
611057.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ისევე, როგორც მასობრივმა მარკეტინგმა თავის დროზე მისცა დასაბამი ახალი თაობის მასმედიის საშუალებებს, ახალი ციფრული მედიის დახმარებით დაიბადა ახალი მარკეტინგული კომუნიკაციების მოდელი.
Just as mass marketing once gave rise to a new generation of mass-media communications, the new digital media have given birth to a new marketing communications model.
611058.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია, ჟურნალ-გაზეთები და მასმედიის სხვა საშუალებები კვლავ მნიშვნელოვანია, მათი დომინირება მცირდება.
Although television, magazines, newspapers, and other mass media remain very important, their dominance is declining.
611059.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მათ ნაცვლად, რეკლამის მწარმოებლები უფრო მეტად მიზანმიმართულ მედიას იყენებენ შედარებით მცირე რაოდენობის მომხმარებლის უზრუნველსაყოფად უფრო მეტად პერსონიფიცირებული და ინტერაქტიური შეტყობინებებით.
In their place, advertisers are now adding a broad selection of more-specialized and highly targeted media to reach smaller customer segments with more personalised, interactive messages.
611060.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ახალ მედიაში შედის სპეციალური საკაბელო ტელევიზიების არხები და ვებგვერდისათვის შექმნილი ვიდეოები, ინტერნეტკატალოგები, ელექტრონული ფოსტები, ბლოგები, მობილური ტელეფონები და ონლაინ სოციალური ქსელები.
The new media range from specialty cable television channels and made-for-the-Web videos to Internet catalogues, e-mail, blogs, cell phone content, and online social networks.