მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611081.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძველი მედიამოდელი საერთოდ გაქრეს, უფრო მეტად მოსალოდნელია ის, რომ ახალი და ტრადიციული მედია ერთმანეთს შეერწყას.
Thus, rather than the old media model rapidly collapsing, most see a more gradual blending of new and traditional media.
611082.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მარკეტინგული კომუნიკაციის ახალი მოდელი თავის თავში გააერთიანებს როგორც ტრადიციულ, ისე უფრო კონკრეტულ, ახალ, საინტერესო და პერსონიფიცირებულ მედიას.
The new marketing communications model will consist of a shifting mix of both traditional mass media and a wide array of exciting, new, more-targeted, and more-personalized media.
611083.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მთავარ ამოცანას წარმოადგენს იმ მედიაუფსკრულის“ ამოვსება, რომელიც ხშირად ერთმანეთისაგან ყოფს ტრადიციულ, შემოქმედებით მედიას ახალი ინტერაქტიური და ციფრული საინფორმაციო საშუალებებისაგან.
The challenge is to bridge the “media divide” that too often separates traditional creative and media approaches from new interactive and digital ones.
611084.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მრავალი სარეკლამო სააგენტო და რეკლამის დამამზადებელი ცდილობს ჩასწვდეს ამ გარდამავალ ეტაპს.
Many advertisers and ad agencies are now grappling with this transition.
611085.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თუმცა, საბოლოოდ, მნიშვნელობა არ აქვს, რეკლამა ტრადიციული იქნება თუ ციფრული, უნდა მოიძებნოს ის ოქროს შუალედი, რომელიც შეტყობინებას ბრენდის შესახებ უფრო ეფექტურად მიაწვდის აუდიტორიას და კიდევ უფრო გააძლიერებს მყიდველებისთვის ბრენდის მიერ მინიჭებულ შთაბეჭდილებებს.
In the end, however, regardless of whether it’s traditional or digital, the key is to find the mix of media that best communicates the brand message and enhances the customer’s brand experience.
611086.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის საჭიროება.
The Need for Integrated Marketing Communications.
611087.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
უფრო მდიდარ და მრავალფეროვან მედია და საკომუნიკაციო მიდგომებზე გადასვლამ პრობლემა შეუქმნა მარკეტოლოგებს.
The shift toward a richer mix of media and communication approaches poses a problem for marketers.
611088.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მომხმარებელს დღეს უამრავი სხვადასხვა წყაროდან მიეწოდება კომერციული შეტყობინებები.
Consumers today are bombarded by commercial messages from a broad range of sources.
611089.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თუმცა მომხმარებელი შეტყობინების წყაროებს არ ასხვავებს, ისე როგორც ამას მარკეტოლოგი აკეთებს.
However, consumers don’t distinguish between message sources the way marketers do.
611090.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მომხმარებლის გონებაში სხვადასხვა წყაროდან მიღებული შეტყობინებები და სარეკლამო მიდგომები საბოლოოდ კომპანიის შესახებ ერთიანი შეტყობინების ნაწილი ხდება.
In the consumer’s mind, messages from different media and promotional approaches all become part of a single message about the company.
611091.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
სხვადასხვა წყაროდან მიღებულმა ამ წინააღმდეგობრივმა შეტყობინებებმა შესაძლოა გაუგებრობა გამოიწვიოს მყიდველში და უარყოფითად იმოქმედოს კომპანიის იმიჯსა და ბრენდის პოზიციაზე.
Conflicting messages from these different sources can result in confused company images, brand positions, and customer relationships.
611092.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ხშირ შემთხვევაში კომპანიები ვერ ახერხებენ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის ინტეგრირებას.
All too often, companies fail to integrate their various communications channels.
611093.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
შედეგი კი სრული გაუგებრობაა მომხმარებლებთან ურთიერთობებში.
The result is a hodgepodge of communications to consumers.
611094.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მასმედია ერთ მიმართულებას მიჰყვება, მაღაზიის შიგნით გაკეთებული რეკლამა მეორეს ქადაგებს, ხოლო კომპანიის სარეკლამო მასალა სრულიად სხვა აზრს ავითარებს.
Mass-media advertisements say one thing, while an in-store promotion sends a different signal, and company sales literature creates still another message.
611095.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
საერთოდ განსხვავებული მესიჯის მატარებელია: კომპანიის ვებგვერდი, ფეისბუქის გვერდი ან იუტუბზე დადებული ვიდეო.
And the company’s Web site, e-mails, Facebook page, or videos posted on YouTube say something altogether different.
611096.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
სარეკლამო შეტყობინებები დაგეგმილი და სარეკლამო სააგენტოს განყოფილების მიერაა შესრულებული.
Advertising messages are planned and implemented by the advertising department.
611097.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
პერსონალურ გაყიდვას სათავეში უდგას კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტი.
Personal selling communications are developed by sales management.
611098.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
სხვა ფუნქციური სპეციალისტები კი პასუხისმგებელნი არიან საზოგადოებრივ ურთიერთობებზე, გაყიდვის სტიმულირებაზე, პირდაპირ მარკეტინგზე, ვებგვერდსა თუ მარკეტინგული კომუნიკაციის სხვა ფორმებზე.
Other company specialists are responsible for PR, sales promotion events, Internet or social network efforts, and other forms of marketing communications.
611099.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიებმა განაცალკევეს თავიანთი საკომუნიკაციო მექანიზმები, შერეულ კომუნიკაციას შედეგად მომხმარებლის ცნობიერებაში ბრენდის ბუნდოვანი აღქმა მოჰყვება.
However, whereas these companies have separated their communications tools, mixed communications from these sources result in blurred brand perceptions by consumers.
611100.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
დღეს სულ უფრო მეტი კომპანია ითავისებს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის კონცეფციას.
Today, more companies are adopting the concept of integrated marketing communications.