მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611121.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თავად მომხმარებლებმა კი კამპანია იუტუბზე სხვადასხვა პაროდიითა და მოდიფიკაციით გაავრცელეს.
Customers themselves extended the campaign with spoofs and parodies posted on YouTube.
611122.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ასეთმა მდიდრულმა ინტეგრირებულმა კამპანიამ საოცარი წარმატება მოუტანა კომპანიას.
The richly integrated campaign was a smashing success.
611123.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ბურგერ კინგის ისტორიაში ეს ყველაზე მეტად დასამახსოვრებელ კამპანიად ითვლება.
The ads became the most recalled campaign in Burger King’s history.
611124.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
whopperfreakout.com ვებგვერდზე 4 მილიონი ადამიანი დაფიქსირდა მხოლოდ პირველ სამ თვეში.
The whopperfreakout.com website received 4 million views in only the first three months.
611125.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
საერთო ჯამში, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის კამპანიის შედეგად უამრავი მყიდველი ეწვია მაღაზიებს და მისი გაყიდვები 29%-ით გაიზარდა.
In all, the IMC campaign drove store traffic and sales of the Whopper up a whopping 29 percent.
611126.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
წარსულში კომპანიაში არცერთი ადამიანი არ ყოფილა პასუხისმგებელი, დაჰკვირვებოდა კომუნიკაციის სხვადასხვა მექანიზმის შინაარსს და მოეხდინა მარკეტინგული კომპლექსის კოორდინირება.
In the past, no one person or department was responsible for thinking through the communication roles of the various promotion tools and coordinating the promotion mix.
611127.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის უკეთ განსახორციელებლად ზოგიერთმა კომპანიამ დანიშნა მარკეტინგული კომუნიკაციის დირექტორი, რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა კომპანიის ხსენებული კუთხით კომუნიკაციის მექანიზმების კოორდინირების თვალსაზრისით.
To help implement integrated marketing communications, some companies have appointed a marketing communications director who has overall responsibility for the company’s communications efforts.
611128.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
შეხედულებები კომუნიკაციის პროცესის შესახებ.
A View of the Communication Process.
611129.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია გულისხმობს მიზნობრივი აუდიტორიის იდენტიფიცირებასა და კარგად კოორდინირებული მასტიმულირებელი პროგრამის ფორმირებას, რომელიც გამოიწვევს აუდიტორიის სასურველ რეაქციას.
Integrated marketing communications involves identifying the target audience and shaping a well-coordinated promotional program to obtain the desired audience response.
611130.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ხშირად მარკეტინგული კომუნიკაცია ყურადღებას ამახვილებს მიზნობრივი ბაზრისთვის სწრაფი ცნობადობის, იმიჯის შექმნის ან პრიორიტეტების ჩამოყალიბების მიღწევაზე.
Too often, marketing communications focus on immediate awareness, image, or preference goals in the target market.
611131.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მაგრამ კომუნიკაციებისადმი მსგავსი მიდგომა მხოლოდ ვიწრო თვალთახედვაა.
But this approach to communication is too shortsighted.
611132.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
დღესდღეობით მარკეტოლოგები კომუნიკაციებს განიხილავენ, როგორც მყიდველებთან ურთიერთობების მართვას.
Today, marketers are moving toward viewing communications as managing the customer relationship over time.
611133.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
იქიდან გამომდინარე, რომ მყიდველები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, საკომუნიკაციო პროგრამები უნდა განვითარდეს სპეციფიკური სეგმენტების, ნიშებისა და თვით ინდივიდებისათვისაც კი.
Because customers differ, communications programs need to be developed for specific segments, niches, and even individuals.
611134.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ახალი ინტერაქტიური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების არსებობის ფონზე, კომპანიამ უნდა დასვას არა მარტო კითხვა: „როგორ მივაღწიოთ ჩვენს მყიდველამდე?“, არამედ ასევე იკითხოს: „როგორ ვიპოვოთ გზები, რათა მყიდველმა ჩვენამდე მოაღწიოს?“
And, given the new interactive communications technologies, companies must ask not only “How can we reach our customers?” but also “How can we let our customers reach us?”
611135.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ასე რომ, საკომუნიკაციო პროცესი უნდა დაიწყოს ყველა იმ პოტენციური კონტაქტის შეფასებით, რომელიც მიზნობრივ მომხმარებელს შესაძლოა ჰქონდეს კომპანიასა და მის ბრენდთან.
Thus, the communications process should start with an audit of all the potential touchpoints that target customers may have with the company and its brands.
611136.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მაგალითად, როდესაც ადამიანს ახალი კომპიუტერის შეძენა სურს, მას შეუძლია აზრი ჰკითხოს სხვას, ნახოს სატელევიზიო რეკლამები, წაიკითხოს სარეკლამო სტატიები ჟურნალ-გაზეთებში, მოინახულოს მრავალფეროვანი ვებგვერდები და თვალი გადაავლოს შეთავაზებებს ბესთ ბაისა და ვოლმარტში განთავსებულ კომპიუტერულ მაღაზიებში.
For example, someone purchasing a new cell phone plan may talk to others, see television ads, read articles and ads in newspapers and magazines, visit various Web sites for prices and reviews, and check out plans at Best Buy, Walmart, or a wireless provider’s kiosk or store at the mall.
611137.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მარკეტოლოგმა უნდა დაადგინოს, რა გავლენას ახდენს კომპანიასთან თითოეული ამგვარი შეხება ყიდვის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე.
The marketer needs to assess what influence each communication experience will have at different stages of the buying process.
611138.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ეს ინფორმაცია მარკეტოლოგებს კომუნიკაციებზე გამოყოფილი თანხების უფრო ეფექტურად დაბანდებაში დაეხმარება.
This understanding helps marketers allocate their communication dollars more efficiently.
611139.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ეფექტიანი კომუნიკაციისათვის მარკეტოლოგებს სჭირდებათ გაიგონ, როგორ მუშაობს კომუნიკაცია.
To communicate effectively, marketers need to understand how communication works.
611140.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
კომუნიკაცია მოიცავს ცხრა ელემენტს, რომლებიც ნაჩვენებია სურათზე 14.2.
Communication involves the nine elements shown in Figure 14.