მოიძებნა 668044 ჩანაწერი
611161.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თუმცა, ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად, მარკეტინგული კომუნიკაციის სპეციალისტს უნდა ესმოდეს მომხმარებლის გამოცდილების არეალი.
However, to communicate effectively, the marketing communicator must understand the customer’s field of experience.
611162.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
აღნიშნული მოდელი მიგვანიშნებს კარგი კომუნიკაციის რამდენიმე ძირითად ელემენტზე.
This model points out several key factors in good communication.
611163.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ინფორმაციის გამგზავნმა უნდა იცოდეს, რა სახის მსმენელზე უნდა მოახდინოს ორიენტაცია და რა პასუხები სურს მათგან.
Senders need to know what audiences they wish to reach and what responses they want.
611164.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მათ შეუძლიათ საკმაოდ ეფექტურად დაშიფრონ ისეთი შეტყობინებები, რომლებიც სამიზნე აუდიტორიის მიერ მათ გაშიფვრას ითვალისწინებენ.
They must be good at encoding messages that take into account how the target audience decodes them.
611165.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
შეტყობინებები მედიის საშუალებით უნდა გააგზავნონ, რომლებიც სამიზნე აუდიტორიას მიეწოდება და უნდა შეიმუშაონ უკუკავშირის არხები, რათა ამ შეტყობინების დროს მიმღებთა რეაქციები შეაფასონ.
They must send messages through media that reach target audiences, and they must develop feedback channels so that they can assess an audience’s response to the message.
611166.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაციის განვითარების ეტაპები.
Steps in Developing Effective Marketing Communication.
611167.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
აქ განვიხილავთ რა ეტაპების გავლაა საჭირო, რომ ეფექტური ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების პროგრამა განვავითაროთ.
We now examine the steps in developing an effective integrated communications and promotion program.
611168.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მარკეტოლოგებმა სამიზნე აუდიტორია და საკომუნიკაციო მიზნები უნდა განსაზღვრონ, მოამზადონ შეტყობინება, შეარჩიონ მედია, რომლის მეშვეობითაც იგზავნება შეტყობინება, შეარჩიონ შეტყობინების წყარო და უკუკავშირი.
Marketers must identify the target audience, determine the communication objectives, design a message, choose the media through which to send the message, select the message source, and collect feedback.
611169.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა.
Identifying the Target Audience.
611170.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თავდაპირველად მარკეტოლოგმა მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, რა სახის აუდიტორიასთან აქვს საქმე.
A marketing communicator starts with a clear target audience in mind.
611171.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
არსებულ მომხმარებელთან თუ პოტენციურ მყიდველთან - მათ შორის, ზოგი გადაწყვეტილებას იღებს ყიდვის თაობაზე, ან მათზე ვინც ახდენს გავლენას.
The audience may be current users or potential buyers, those who make the buying decision, or those who influence it.
611172.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
აუდიტორია შეიძლება იყოს ცალკეული პირები, ჯგუფები, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ან ნებისმიერი წარმომადგენელი.
The audience may be individuals, groups, special publics, or the general public.
611173.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
სამიზნე აუდიტორია დიდ გავლენას მოახდენს კომუნიკატორის გადაწყვეტილებებზე იმის შესახებ, რა ითქვას, როგორ, როდის, სად და ვის მიერ.
The target audience will heavily affect the communicator’s decisions on what will be said, how it will be said when it will be said, where it will be said, and who will say it.
611174.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
კომუნიკაციის მიზნების განსაზღვრა.
Determining the Communication Objectives.
611175.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მას შემდეგ, რაც სამიზნე აუდიტორიას განსაზღვრავენ, მარკეტოლოგებმა უნდა გადაწყვიტონ, რა სახის პასუხის მიღება სურთ.
Once the target audience has been defined, marketers must determine the desired response.
611176.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
სასურველი პასუხი, რა თქმა უნდა, შესყიდვის გადაწყვეტილებაა.
Of course, in many cases, they will seek a purchase response.
611177.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
თუმცა, მომხმარებელი ყიდვის გადაწყვეტილებას მხოლოდ ხანგრძლივი პროცესის შემდეგ იღებს.
However, purchase may result only after a lengthy consumer decision-making process.
611178.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
მარკეტოლოგს სჭირდება დაადგინოს, სამიზნე აუდიტორია გადაწყვეტილების მიღების პროცესის რა ეტაპზე იმყოფება და რა მიმართულებით უნდა მოახდინოს ზეგავლენა.
The marketing communicator needs to know where the target audience now stands and to what stage it needs to be moved.
611179.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
სამიზნე აუდიტორია შესაძლოა იმყოფებოდეს მყიდველის მზაობის ექვსი ეტაპიდან ნებისმიერზე, ეს ის ეტაპებია, რომლებსაც მომხმარებელი, როგორც წესი, იქამდე გაივლის, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს რაიმეს შესყიდვის შესახებ.
The target audience may be in any of the six buyer-readiness stages, the stages consumers normally pass through on their way to making a purchase.
611180.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომუნიკაციები
ეს ეტაპები მოიცავს გაცნობიერებას, ცოდნას, მოწონებას, უპირატესობის მინიჭებას, დარწმუნებას და ბოლოს შესყიდვას.
These stages include awareness, knowledge, liking, preference, conviction, and purchase.