მოიძებნა 668044 ჩანაწერი
613061.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ხშირად სატელეფონო ან ვებგვერდით წარმოებული გაყიდვები პირადად მისვლის ტოლფასია.
For many types of products and selling situations, phone or Web selling can be as effective as a personal sales call.
613062.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
კომპანიამ კლიმაქს ფორთაბლ მეშინ თულსმა , რომელიც პორტატიულ სამუშაო იარაღებს აწარმოებს ლითონის საჭრელი ინდუსტრიისათვის, დაამტკიცა, რომ ტელემარკეტინგი ფულის დაზოგვის არაჩვეულებრივი საშუალებაა და ამავე დროს მყიდველების დიდ ყურადღებასაც იქცევს.
Climax Portable Machine Tools, which manufactures portable maintenance tools for the metal cutting industry, has proven that telemarketing can save money and still lavish attention on buyers.
613063.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ძველი სისტემის მიხედვით, კლიმაქსის გაყიდვების პერსონალი დროის ერთ მესამედს ხარჯავდა გზაზე, დისტრიბუტორი გამყიდველების გაწვრთნასა და ვიზიტების დროს მათ თანხლებაზე.
Under the old system, Climax sales engineers spent one-third of their time on the road, training distributor salespeople and accompanying them on calls.
613064.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მათ დღეში დაახლოებით ოთხი შეხვედრის გამართვა შეეძლოთ.
They could make about four contacts a day.
613065.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ამჟამად კლიმაქსის შიდა გაყიდვების გუნდის ხუთი ინჟინრიდან თითოეული დღეში 30-მდე პერსპექტიულ კლიენტს უკავშირდება, რეკლამებითა და ელექტრონული შეტყობინებებით კი კიდევ უფრო მეტს.
Now, each of the five sales engineers on Climax’s inside sales team calls about 30 prospects a day, following up on leads generated by ads and e-mails.
613066.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ვინაიდან გაყიდვების დასრულებას დაახლოებით ხუთი მცდელობა მაინც სჭირდება, გაყიდვების ინჟინრები თითოეული კონტაქტის შემდეგ შეთავაზებების პროფილს აახლებენ, მიუთითებენ, რა დონის ინტერესი აქვს, რა მოთხოვნებია, ამასთან, აფიქსირებენ შემდეგი ვიზიტის დროს და პირად კომენტარებს.
Because it takes about five calls to close a sale, the sales engineers update a prospect’s profile after each contact, noting the degree of commitment, requirements, next call date, and personal comments.
613067.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
„თუ ვინმე ახსენებს, რომ იგი სათევზაოდ მიდის, ჩვენი გაყიდვების მუშაკი ამ ფრაზას გაყიდვების ინფორმაციის სისტემაში შეიყვანს და იმისათვის იყენებს, რომ შემდეგ უკვე პერსონალურად დაურეკონ“ - აცხადებს კლიმაქსის პრეზიდენტი და ამით აღნიშნავს, რომ ეს კარგი ურთიერთობების აწყობის საუკეთესო გზაა.
“If anyone mentions he’s going on a fishing trip, our sales engineer enters that in the sales information system and uses it to personalize the next phone call,” says Climax’s president, noting that this is one way to build good relations.
613068.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გარდა ამისა, პირველი კონტაქტისას შესაძლებელია ბიზნესმენმა ისეთი სავიზიტო ბარათი გამოიყენოს, რომელზეც მისი ფოტოსურათია აღბეჭდილი.
Another is that the first contact with a prospect includes the sales engineer’s business card with his or her picture on it.
613069.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
კლიმაქსის კლიენტების საინფორმაციო სისტემა საშუალებას აძლევს შიდა გაყიდვების მუშაკებს, სწრაფად მოიძიონ ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომლებიც შეყვანილია საინფორმაციო სისტემაში გარე გაყიდვებისა და მომსახურების მუშაკების მიერ.
Climax’s customer information system also gives inside reps instant access to customer information entered by the outside sales force and service people.
613070.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ყველანაირი ინფორმაციით შეიარაღებულ შიდა გაყიდვების მუშაკებს შეუძლიათ დაამყარონ მჭიდრო პირადი ურთიერთობები კლიენტებთან.
Armed with all the information, inside reps can build strong personal customer relationships.
613071.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
რა თქმა უნდა, აქ მეგობრულ დამოკიდებულებაზე მეტი სჭირდება 15 000-დოლარიანი მოწყობილობების გაყიდვას ტელეფონით (ექსკლუზიური შეკვეთები ხშირად 200 000 დოლარსაც კი აღწევს), მაგრამ ტელემარკეტინგის მიდგომა საკმაოდ კარგად მუშაობს.
Of course, it takes more than friendliness to sell $15,000 machine tools over the phone (special orders may run $200,000), but the telemarketing approach works well.
613072.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
როდესაც კლიმაქსის კლიენტებს ჰკითხეს: „ხშირად სტუმრობთ გაყიდვების ინჟინერს?“, პასუხი დადებითი იყო.
When Climax customers were asked, “Do you see the sales engineer often enough?” the response was positive.
613073.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
როგორც ჩანს, მრავალი ადამიანი სულაც არ ფიქრობს იმას, რომ კლიმაქსთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი ჰქონდათ.
Obviously, many people didn’t realize that the only contact they had with Climax had been on the phone.
613074.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გუნდური გაყიდვები.
Team Selling.
613075.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
პროდუქტების კომპლექსურობასა და კლიენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ასევე, მათი მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე, გაყიდვების ერთი მუშაკი უბრალოდ ვერ შეძლებს დააკმაყოფილოს მსხვილი კლიენტების ყველა სურვილი.
As products become more complex, and as customers grow larger and more demanding, a single salesperson simply can’t handle all of a large customer’s needs.
613076.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
სამაგიეროდ, დღესდღეობით მრავალი კომპანია იყენებს გუნდურ გაყიდვებს დიდი და კომპლექსური ანგარიშების მომსახურებისათვის.
Instead, most companies now use team selling to service large, complex accounts.
613077.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გაყიდვების გუნდს შეუძლია დაადგინოს პრობლემები, მოძებნოს გადაწყვეტის გზები და გაყიდვების შესაძლებლობები, რასაც ვერც ერთი ცალკეული გაყიდვების მუშაკი ვერ გააკეთებს.
Sales teams can unearth problems, solutions, and sales opportunities that no individual salesperson could do.
613078.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ასეთ გუნდში შესაძლოა შედიოდნენ გამყიდველი ფირმის ექსპერტები ნებისმიერი სფეროდან საკუთრივ გაყიდვების პერსონალი, მარკეტინგის, ტექნიკური და მხარდაჭერის მომსახურების, კვლევის და განვითარების განყოფილების, საინჟინრო, საოპერაციო, ფინანსების და სხვა სფეროების წარმომადგენლები.
Such teams might include experts from any area or level of the selling firm—sales, marketing, technical and support services, R&D, engineering, operations, finance, and others.
613079.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
უმრავლეს შემთხვევაში გუნდური გაყიდვებისკენ სვლა ასახავს მსგავს ცვლილებებს კლიენტებისათვის ყიდვის პროცესის ორგანიზაციაში.
In many cases, the move to team selling mirrors similar changes in customers’ buying organizations.
613080.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
„მყიდველთა მიერ გუნდური შესყიდვების გადაწყვეტილებებმა შექმნეს გუნდური გაყიდვების შემოღების საჭიროება, რაც მრავალი დამოუკიდებელი და მოტივირებული გაყიდვების მუშაკისათვის ბიზნესის კეთების სრულიად ახალი გზაა“, აცხადებს გაყიდვების პერსონალის ანალიტიკოსი.
“Buyers implementing team-based purchasing decisions have necessitated the equal and opposite creation of team-based selling—a completely new way of doing business for many independent, self-motivated salespeople,” says a sales force analyst.